„დღეს საქართველოს ისე უჭირს, როგორც არასდროს!..
უფსკრულის პირას დარჩენილა ღვთის ანაბარა,
მეგობრის ნიღბით მას იუდა ისევ ღალატობს,
თუმცა უფალმა სიყვარულით ფეხი დაბანა.
მაგრამ მოხდება მაინც ის, რაც მოსახდენია,
არვის ეგონოს სიკეთის მზემთუ ჩაიძინა,
ღვთისმშობლის წილხვედრს დაცემა ხომ არ უწერია,
მას ეხლა მხსნელად მოუვლინა ღმერთმა ბიძინა.
უფლისგან რჩეულს, ვერაფერი ვერ დაამარცხებს,
დროა, სუყველა გამოფხიზლდეთ, ეს ხმა გაიგოთ!..
ბოროტი ზრახვა მოიშორეთ, ძირს დაანარცხეთ
და მისი მტრობა გულშიაც კი არვინ გაივლოთ!
თორემ?! ო , შერისხულნი ივლით ამ ქვეყნად,
სამშობლოს მტრებს ხომ არასოდეს გაუხარიათ,
ერთმანეთს ხელი შევაშველოთ, ვენთოთ სანთლებად
ჩვენთვის ბიძინა მართლაც ღმერთის საჩუქარია!!!“
ჩვენთვის ბიძინა მართლაც ღმერთის საჩუქარია!