ბატონო მოდერატორო, მოგმართავთ თხოვნით, იყოს ეს თემა ერთი კვირა მაინც, დამიწერენ რჩევებს მეგობრები, წავიკითხავ და წაშალე მერე ...
მოგესალმებით მეგობრებო !!!
მოკლედ, ბევრი რამის გამო (მთავარი მაინც უფულობა) A კლასი 1.6 ბენზინი გავრისკე
არასოდეს მყოლია და წარმოდგენა არ მაქვს როგორი მანქანაა რეალურად,
მოარული აზრების და ჭორების დონეზე ყველა რომ ემდურება ეს კი გამიგია
ვისაც გყოლიათ პირადად და გამოცდილება გაქვთ - თქვენი რჩევები ძალიან დამეხმარებოდა თუ არ დაგეზარებათ ორიოდ პწკარის დაწერა.
ავტომობილი არის 2004-იანი პირველი თაობა რესტაილინგი
გარბენი 149.500, იაპონიიდან ჩამოყვანილი და საჭეგადატანილი, სვეჟად გამოიყურება, ტექდათვალიერება უპრობლემოდ გაიარა.
კარობკა არ აგვიანებს, არ ურტყავს, დინამო იყო ჩაშლილი, სასინელი ხმა ქონდა, შევცვალე, დამშვიდდა საკაიფოდ
გარე რემენი ჭრიალებს დაქოქვიდან 4-5 წუთი, მერე წყნარდება, დალშე დადის საკაიფოდ, რბილად
რული არ მიაქვს, ხადავოი ფორმაშია, ჟანგები არ აქვს არსად, სიარულისას არაფერი არ ხმაურობს, რა ვიცი მეტი რა დავწერო.
ძრავის ზეთს რას მირჩევთ ? (წინა პატრონი 5-30-ს ასხავდა) საერთოდ ამ ძრავების შესახებ რისი თქმა შეიძლება ? რამდენად გამძლეა ?
კარობკა 5-იანი ავტომატი აქვს და 20K-ს წინ არის შევლილი ზეთი, რა პერიოდულობით იცვლება კარობკის ზეთი და რა ისხმება ?
უფრო ხშირად რა უფუჭდება ამ მანქანებს ? და საერთოდ ექსპლოატაციის შესახებ რა რჩევებს მომცემდით თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე ?
წინასწარ გიხდით მადლობას რჩევებისთვის !!!