სამწუხაროდ შევცდი და ნაადრევი დასკვნები გამოვიტანე იმ თემაში სადაც დავწერე რომ ზელენსკი არ ყოფილა მთლად ცუდი კაცი (იცით რომ არჩევნებამდე ვაკრიტიკებდი და ვამბობდი რომ კატასტროფა შეიძლება მოხდეს)
ბოლომდე მქონდა იმედი რომ ვცდებოდი.
უკრაინამ ოფიციალურად მიიღო "შტაინმაიერის ფორმულა", რაც გულისხმობს მინსკის შეთანხმების შესრულებას და დონბასის რუსული პირობებით უკრაინაში რე-ინტეგრაციას.
ეს ნიშნავს შემდეგს :
1) უკრაინა აღიარებს დონბასში ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებს -
2) უკრაინა აღიარებს სეპარატისტების მთავრობას ოფიციალურად -
3) სეპარატისტებს ეყოლებათ საკუთარი "სახალხო პოლიცია" ანუ ჯარი(რუსული შეიარაღებული შენაერთები ტანკებით, არტილერიით და საჰაერო თავდაცვით) -
4) სეპარატისტული რეგიონების წარმომადგენლები ოფიციალურად იქნებიან წარმოდგენილი უკრაინის რადაში (პარლამენტში) -
ეს იყო ვლადიმირ სურკოვის ოფიციალური გეგმა 2014 წლიდან, რომლის შესრულებასაც მაქსიმალურად თავს არიდებდა პოროშენკო და ამერიკული ადმინისტრაცია (ზეწოლას ახდენდა ევროპა რომელიც უკრაინას უბიძგებდა ამ ფორმულით დონბასის ინტეგრაციას).
როგორც ყოველთვის ევროპა რუსულ ინტერესებს იცავს რათა რუსეთთან ურთიერთობები არ გაიფუჭონ.
რაში აწყობს რუსეთს მსგავსი სახით დონბასის უკრაინაში ინტეგრაცია?
რეალურად ეყოლებათ სრულყოფილი მე–5 კოლონა უკრაინის პარლამენტში და შეეძლებათ რუსული ვექტორის პოლიტიკის წინ წამოწევა და უკრაინის შიგნიდან კონტროლი.
ანუ მოხდება დასავლეთთან ურთიერთობების მაქსიმალური საბოტაჟი და პრო–რუსული ელიტის ჩამოყალიბება თავიდან (ვიქტორ მედვედჩუკის თამადობით)
5 წელი ტყუილად იღვრებოდა სისხლი.
რეალურად ქაღალდზე უკრაინა დაიბრუნებს დონბასზე კონტროლს, ფაქტობრივად კი კატასტროფა ხდება.
ამ სცენარს სჯობდა ისევ ომი გაგრძელებულიყო, რამდენადაც ცუდად და ცინიკურად არ უნდა ჟღერდეს.
კი, ყოველდღიურად კვდებოდნენ უკრაინელი სამხედროები ფრონტზე, მაგრამ სახელმწიფოებრივობის შესანარჩუნებლად სხვა გზა არც იყო.
უკვე ოფიციალურად დაიწყო უკრაინის შეიარაღებული ძალების ფრონტის მთელი წინა ხაზიდან უკან გამოყვანა 5–10 კილომეტრით.ის პოზიციები, რაც 2015–2018 წლებში დიდი სისხლის ფასად აიღეს, დღეიდან დათმობილი იქნება და რუსები დაიკავებენ.
P.s
დადის გარკვეული ხმები რომ კიევზე შეიძლება რამდენიმე მექანიზირებული ბრიგადა დაიძრას და საბოტაჟის შესაჩერებლად ზელენსკი დაამხოსთუმცა მაგის არ მჯერა. ჯარს ჩამოაშორეს ყველა და საკუთარი ხალხი დასვეს უკვე. არ მგონია რომ დაბალ ფენებში გარისკონ ოფიცრებმა კონტროლის ხელში აღება და სამხედრო მმართველობის დამყარება.