მეგობრებო, მოგეხსენებათ ალბათ რომ არსებობს ასეთი მოსაზრება და წინასწარმეტყველება, რომ ბოლო ჟამისას ეი რასაც ჩვენ აპოკალიფსს ვეძახით,
ყველა რელიგიური აღმსარებლობა გაერთიანდება და ერთად დაიწყებს ლოცვას, შედეგად აქედან მოდის ეკუმენიზმი და ამ მოძრაობას რომის პაპი აქტიურად
უდგას სათავეში, თუ არ ვცდები რამდენჯერმე გამოუვიდა და მართლმადიდებელ პატრიარქთან ერთად ჩაატარა ლიტურგია / ევქარისტია....
ხოდა ნუ ვაკვირდები ახლა ქართულ პოლიტიკას და აშკარად რაღაც მსგავსთან გვაქვს საქმე. რაც 10 წლის წინ წარმოუდგენელი იყო და ვთქვათ ლეიბორისტების
ან სხვა მაშინდელი რადიკალ / მარგინალ პარტიების / ფიგურების ნაცებთან ერთად დგომა - დაახლოებით ისეთივე უტოპიურ მოვლენად გვეჩვენებოდა - როგორადაც
დღეს მაგალითად მართმადიდებლების და მაჰმადიანების ერთად ლოცვა შეიძლება გვეჩვენებოდეს -> საბოლოოდ შესაძლებელი გახდა და ფაქტიურად მთელი პოლიტიკური
ველი (ალბათ პატრიოტთა ალიანსის გამოკლებით) თავისი რუსეთუმეებით და პროდასავლელი პარტიებით, დღეს ერთად დგას და აპროტესტებს პატივცემული ბიდზინას თავგასულობას..
შესაბამისად ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია შემოვიტანოთ ტერმინი -> პოლიტიკური ეკუმენიზმი და ჩავთვალოთ რომ ქართულ პოლიტიკას და შესაბამისად სახელმწიფოსაც ბოლო ჟამი უდგას

ჩვენ დაახლოებით იმ კონდიციასთან მივედით ან თითქმის მისულები ვართ, რასაც 89 წლის 9 აპრილის მეორე დღე შეიძლება დავარქვათ, როდესაც მთელი საქართველო გაერთიანდა და ყველამ
გვერდზე გადადო პოლიტიკური / პირადი მოსაზრება, გამომდინარე იქედან რომ მეორე მხარეზე - რუსები და რუსის ტანკები იდგნენ.. ეი არჩევანი კეთდებოდა თავისუფლებასა და მონობას შორის...
მე პირადად ვცდილობ შორს ვიყო პოლიტიკური აქტივობებისგან და ვთვლი რომ "გლეხი კაცისთვინ არავინაა", მაგრამ ამის მიუხედავად გულს უხარია როცა ქვეყანაში შეთანხმებაა - რომ ყველაფერი კარგადაა.
ასეთი შეთანხმება იყო 2016 წელსაც, იმის მიუხედავად რომ დოლარი მაშინაც კოსმოსისკენ მიიწევდა და კოალიიციდან რამდენიმე წლით ადრე მედროშე პროდასავლური პარტიები "გამოიქცნენ", მაშინდელი
მთავრობა და რესურსი იძლეოდა იმის თქმის საშუალებას - რომ ასეა თუ ისეა, ქვეყანა საიმედო ხელშია და სანერვიულო არაფერია...
რაღაც გაგებით იგივე აღქმა იყო 2018 წელსაც, როცა მიუხედავად ყველაფრისა - ხაზარაძე, მარგველა და სხვებიც მოგვიწოდებდნენ "არა ნაცებს" ლოზუნგის ქვეშ გავერთიანებულიყავით და საბოლოოდ ზურაბიშვილის არჩევა კატასტროფად არ აღქმულა..
თუმცა მოვლენები ისე ლაგდება, რომ კოალიცია არამარტო იშლება და ლოზუნგის ან მოწოდების ხალხისკენ გამშვები პოლიტიკოსები / ფიგურები აღარ რჩებიან, არამედ ყალიბდება რაღაც აპოკალიპტიკურ ბოროტ მოვლენად და ძალად, რომლის ლიდერიც, მისივე
მიმდევრების წარმოდგენით ა) ყველასთან და ყველაფერში მართალია ბ) თუ საჭირო გახდება საფლავშიც უნდა ჩაჰყვნენ გ) მთავრობა გადაიქცა ე.წ black box-ად, რომელთანაც დიალოგი შეუძლებელია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ..
რა თქმა უნდა აპოკალიფსს თან ახლავს მესიაც, რომელიც "მეორედ" უნდა დაბრუნდეს

მე პირადად როგორც "ლომაიას თაობის" წარმომადგენელი, მსხვერპლი ვარ იმ პარადიგმის, რასაც "მიშა მაგარია" შეიძლება ეწოდოს, მაგრამ ფაქტია რომ მაქეთკენ მივდივართ
და ამ ნიჰილიზმის, ტოტალური უიმედობის და სხვა განცდების შემომტრიალებელი სწორედ ის იქნება, რასაც შეიძლება "ახალი იმედი" და "ახალი ოცნება" ვუწოდოთ, რომლის გარეშეც არსებობა შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ მიშა შესძლებს და 3-4 წელიწადში
სავარაუდოდ რუსთაველი ისევ ხალხით გაივსება და რესპუბლიკელებსაც ან სხვებს დაავიწყდებათ, რომ 2019 წლის შემოდგომაზე "პოლიტიკური ეკუმენიზმი" აერთიანებდათ ეი ჰოლივუდის ენაზე, აუცილებლად გადავალთ პოსტ ჰეფი ენდურ მდგომარეობაში, სადაც
ისევ ყველაფერი უნდა აირიოს, დღეს ჩვენ მივდივართ იქამდე რომ მთელი პოლიტიკური ველი ელოდება მესიას და უკრაინიდან დაძრულ ბოინგს, რომელშიც მიშა იჯდება

მოკლედ ვიმსჯელოთ დღევანდელ მდგომარეობაზე და საითკენ მივდივართ ანუ რით დასრულებდა პოლიტიკური ველის უკვე არაბუნებრივი და სურეალისტური "გაერთიანების" პროცესი...
ა, ეგია სიმონ, მეტი კი არაფერი.. (C) ფრანც კაფკა
Cette entreprise est remplie à ras bord avec des enculés irréalistes (C) შარლ მორის ტალეირანი
სამაიმუნოდ გვაქვს საქმე ?! (C) ჰერბერტ სპენსერი
ნწ ნწ, რა თაობა მოდის ?! W.B. იეიტსი
დააკელი აგური - არ მოგხვდება ამხან'აგური (C) ვალტერ გროპიუსი