პითონივაიმეეე, მოდი განახებ და შენ გადაწყვიტე

კარგია რომ არ იცი, მე უნდა გაგაოცო ახლა.
რო მიხვდე რატოა გენიალური აქ ასეთი წესია, წითელი ბურთი მერე ფერადი, მერე წითელი მერე ფერადი სანამ წითლები არ გათავდება. მგოონი ხო იმედია არ ვცდები იმაშიც რომ შავი ბურთიც შეგიძლია ჩააგდო წითლის მერე. და მთავარი მუღამი გინდაც პირველივე დარტყმისა რაც ამ ვიდეოშია, ის არის რომ ფერადი ბურთი ისე ჩააგდო რომ წითელი მოამზადა ჩასაგდებად ქვედა მარცხენა ლუზაში. დატკბი მოკლედ.
* * *
კაროჩე წესი კიდევ ასეთია, თუ წითელი ბურთის ჩაგდების ჯერია, ფერად ბურთს არ უნდა შეეხოს თეთრი ბურთი მანამ სანამ წითელს არ მოხვდება მაინც, თორემ ჯარიმაა და ქულა მეწერება მე. წითელი ბურთის ჩაგდებას მნიშვნელობა არ აქვს სხვაგვარად როგორ ჩააგდებ. ხოლო წითლის ჩაგდების მერე ნებისმიერი ფერადი ბურთი შეგიძლია ჩააგდო ოღონდ მხოლოდ ის რომელსაც შეეხება პირველად თეთრი, ანუ რომელსაც ურტყავ. მთავარია სხვა არ ჩაგივარდეს თორემ კიდევ ჯარიმაა და ქულა მეწერება მე. ყველა წითელი ბურთი რომ ჩავარდება, იწყება თანმიმდევრობა, და ყველა თანმიმდევრობით უნდა ჩააგდო, ბოლოს კი შავი. ნუ მგონი სულ ესაა.

გინდა?
პლიუს ამას გაჩალიჩება შეგიძლია მოწინაარმდეგისთვის, მაგალითად თუ არ გაქვს შანსი წითელი ბურთის ჩაგდების, ისე უნდა ქნა რო წითელ ბურთს შეეხოს მარა ბოლოს ისეთ ადგილას გაჩერდეს თეთრი ბურთი რომ გაუჭირდეს ისე დარტყმა რომ ფერად არ გაედოს და მაგითაც ქულას იწერ. ანუ მუღამი მარტო ბურთის ჩაგდება არაა, მუღამია ჯარიმაზეც წამოიკიდო მოწინაარმდეგე მარა ფრთხილად იყავი, მაგასაც დიდი პროფობა უნდა, შეიძლება ისე დამისვა ბურთი რომ პანტაპუნტით დავიწყო ჩაყრა.
This post has been edited by ლაპლანდია on 22 Jul 2018, 19:51