#55512482 · 22 Nov 2019, 16:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არ ვიცი, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა თითოეული ფეხბურთის გულშემატკივრის, ფეხბურთის ფედერაციის და ფეხბურთელების. წნეხის გაძლება, კონცენტრაცია და თავდადება, აუცილებელია, იმისთვის რომ 5 დღეში ისევ აქ ფინალი ვითამაშოთ! სასურველი იქნება საოცარი ატმოსფერო, რადგანაც ჩვენ - ფეხბურთის გულშემატკივრები დავიღალეთ ამდენი იმედგაცრუებით და მგონი დიდ სარბიელზე სათამაშოდ ასეთი შანსი ყველასთვის სანატრელია. გავსებული თეთრ-წითელში დინამო არენა, 55.000 კაცის ჰიმნის სიმღერა და ბიჭების თავდადება. ჩვენ ტრიბუნაზე და ბიჭებმა სტადიონზე უნდა დაანთონ ცეცხლი! სრული ანშლაგი, ფედერაციამ უნდა იმუშაოს მაგრად. ვინ რას ფიქრობთ?
|