#55500214 · 19 Nov 2019, 16:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზი დალუქა.
როგორც გოცირიძემ აღნიშნა, გუშინ მშვიდობიანი პიკეტის დაშლის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს ოთახში გააკეთა სამარცხვინო პერფორმანსი.
„მან ჩამოხსნილი ბოქლომი აჩვენა საზოგადოებას, როგორც სამხედრო ნადავლი, თითქოს დარუბანდის კარი ჩამოეხსნას. არავინ არ აპატიებს ხალხზე ძალადობას ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“. როგორადაც არ უნდა გამოიყენონ ძალა, ეს პარლამენტი არის ბოქლომდადებული, სხდომა არ გაიმართება. დაედება პარლამენტის პლენარულ სხდომას ბოქლომი. „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია პლენარული სხდომის მუშაობას უცხადებს ბოიკოტს და არ დაუშვებს, რომ ივანიშვილმა და მისმა გაკოტრებულმა გუნდმა იძალადოს ხალხზე და არ მიიღოს კანონები, როგორსაც ითხოვს ხალხი.
გინდათ ბოქლომების ომი? მიიღებთ ბოქლომების ომს. ამ პარლამენტში ეს, ცხვრები ეს მაჟორიტარები, რომლებიც ახლა ივანიშვილთან შეთანხმებულ ინიციატივებს ახმოვანებენ, აქ ვერ შემოვლენ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
| QUOTE | | დარუბანდის კარი ჩამოეხსნა |
განჯის კარის შემხსნელი This post has been edited by kardinali100 on 19 Nov 2019, 16:28
|