Metal_Headზიპოს ბენზინი დაითრიე და შენით დატენე
გაწმინდე ხოლმე კიდე რაღაც პერიოდებით რომ სუნიც არ გქონდეს ბენზინის ჯიბეში რომ ჩაიდებ :@ ცოტა მაინც ექნება ისე, გახსნის მომენტში განსაკუთრებით იგრძნება ხოლმე, მაგრამ დიდი ბიჭი ხარ უკვე, კაცურ კაცებს ბენზინების და იმ იმეების სუნები უნდა ასდიოდეთ ცოტა. შეგიძლია ტალახიც წაისვა ცოტა სახეზე

რამდენიმე თვე მყოფნის ხოლმე ერთი ბალონი

ერთი დატენვა 3 კვირა სადღაც?? ალბათ ეგრე. უბრალოდ გახსნითაც ორთქლდება ბენზინი

და სულ რომ არ გახსნა დიდ ხანს მაინც არ დარჩება
ისე ქენი რომ წვეთები არ გადმოდიოდეს, უბრალოდ ბამბა დაალბე კარგად და რომ მიხვდები რომ სველია შეეშვი
ფიტილებიც მოიმარაგე და ქვებიც
ქვები ყველაზე საჭირო ტიპია

ფიტილი რომ გამოიწვება გაწმინდვის დროს ამოწიე ხოლმე ისე რომ ზემოთ იგივე სიმაღლეზე ახალი ნაჭერი გამოჩნდეს და შავი მოჭერი მაკრატლით. ზედმეტად არ ამოწიო, არ აცდეს საფარს