#55509364 · 21 Nov 2019, 20:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჩემი აზრით რა შეიძლება იყოს ყველაზე ოპტიმალური და კომპრომისული ვარიანტი(პარტიებს შორის) იმ შემთხვევაში თუ პროპორციული სიტემით არ იქნა მომდევნო არჩევნები ჩატარებული, იქნება ეს ვადამდელი თუ ოქტომბერში დანიშნული.
ბოლო პერიოდის ზოგადი სურათი აჩვენებს რომ ოპოზიციას მხარდაჭერა არჩევნების გზით უფრო მეტი აქვს, ვიდრე ქუჩის დემონსტრაციებში. ეს შარშანაც კარგად გამოჩნდა, როცა პირველ ტურში მთლიანად ოპოზიციამ 62% აიღო. არჩევნების დასრულების შემდეგ ნაციონალური მოძრაობის აქციებს ხალხი არ გაყვა და მათ შორის არც ყველაზე დიდი და ახლო მდგომი "ევროპული საქართველო", რომელმაც მეორე ტურში მხარი დაუჭირა.
ერთი რაც არის ცხადი, რომ ამომრჩეველს სხვადასხვა მიზეზებით დემონსტრაციებზე დგომა არ უნდა და არ ხიბლავს. მიდის საარჩევნო ყუთთან და იქ აკეთებს საკუთარ არჩევანს.
აირაის ბოლო კვლევამაც ცხადყო რომ ჯამურად ოპოზიციის რეიტინგი თითქმის ორჯერ მაღალია მმართველი პარტიის რეიტინგზე. მაგრამ როგორც ვიცით მთვარი ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით ბევრია ისეთი პარტია, რომელსაც 2-5% მდე რეიტინგი გააჩნია, ერთად კი ქმნიან რაღაც რიცხვს, მაგრამ ცალ-ცალკე მონაწილეობის შემთხვევაში შესაძლოა ბარიერს მიღმა დარჩნენ (ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც ვითხოვთ პროპორციულს, მაგრამ მე ვსაუბრობ თუ ეს არ განხორციელდა).
ამ პარტიებს მე-2 და მე-3 ნომრები დიდად ცნობილი და მდიდარი პოლიტიკური წარსული მქონე არ ჰყავთ. "შენების მოძრაობა", "გირჩი", "სამოქალაქო მოძრაობა", "ლელო" და ა.შ. ეს მეორე და მესამე ნომრები დიდად მნიშვნელოვანები შეიძლება არ იყვნენ მაგრამ მათი პირველი ნომრები - უსუფაშვილი, ჯაფარიძე, ელისაშვილი, "ლელოს" იურისტები და ა.შ ვფიქრობ საჭირო ხალხია პარლამენტში და ამ პარტიებიდან სხვებიც მეტ-ნაკლები მნიშვნელობით.
ასევე რადგან, "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ ანტიპატიები ძლიერია და ბევრ პროცესში საკუთარი აქტიური, ზოგჯერ გამომწვევი მონაწილეობით უარყოფით როლსაც თამაშობს რიგ პროცესებს აფერხებს ან შლის თავისი ცნობადი და გრძელი ენების მქონე სახეებით, ვფიქრობ უფრო უპრიანი იქნება თუ საარჩევნო სიაში გადმოწევს უფრო მუშა და სამოქალაქო მიმართულებით აქტიურ წევრებს, რომლებიც ნაკლებად ასოცირდებიან წარსულთან, მაგალითად ხაბეიშვილი, კიდევ მემგონი გუშინ დააკავეს კიდევ ერთი საკრებულოს წევრი გვარი არ მახსოვს, რომელთა პიროვნებების მიმართაც ნაკლები აგრესიაა. და თან ამავდროულად აქტიურად და უფრო პოზიტიური მიმართულებით ღებულობენ პოლიტიკურ და სამოქალაქო პროცესებში მონაწილეობას ვიდრე ენაგატლეკილი გოცირიძე, ბოკუჩავა, გრიგოლ ვაშაძე და სხვა არაპოპულარული სახეები.
იმ შემთხვევაში თუ არ იქნა შემოტანილი პროპორციული სისტემა, ვფიქრობ შემდეგი ვარიანტი უნდა იყოს ამ ოპოზიციური პარტიების ერთ საარჩევნო ბლოკად დარეგისტრირება, სადაც სიის მოწინავე რიგებში უმეტესწილად იქნებიან "შენების მოძრაობა", "გირჩი", "სამოქალაქო მოძრაობა", "რესპუბლიკელები", "ლელო", "ლეიბორისტები", ვაშაძის პარტია და სხვა ვინც იქნება ამ ბლოკში. და "ნაციონალური მოძრაობის" და "ვროპული საქართველოს" წევრებიდან შედარებით გადახალისებული შემადგენლობები. ამით მეტ-ნაკლებად დაბალანსდება ამ ორი დიდი პარტიის ზეგავლენა პოლიტიკურ პროცესებზე და მათი აქტივობები უფრო ნაკლებად იქნება ოპოზიციური მოძრაობისთვის შემაფერხებელი.
--------------------
This is Mirza Papuna Davitaia the best Georgian ever born. (C) Renny Harlin
|