ეს წუთია დასრულდა კენჭისყრა.
ფეხბურთის მოყვარულთ მოგეხსენებათ, რომ დარჩენილი იყო ევროპის 2020 ჩემპიონატის 4 საგზური.
ეს 4 საგზური გათამაშდება ერთა ლიგაში გამორჩეულ გუნდებს შორის და აქამდე ვიცოდით, რომ მათ შორის საქართველოც იყო.
დღევანდლამდე ცნობილი იყო, რომ ნახევარფინალურ წყვილში 26 მარტს თბილისში ვხვდებოდით ბელორუსის ნაკრებს და გამარჯვების შემთხვევაში გავდიოდით ფინალში, რომელიც გაიმართება 31 მარტს და არ ვიცოდით ეს ფინალი სად (რომელ ქალაქში) გაიმართებოდა.
და აი კენჭისყრის შედეგად გაირკვა, რომ ფინალი გაიმართება ან თბილისში ან მინსკში, იმის მიხედვით რომელი ნაკრები გაიმარჯვებს ნახევარფინალში.
ჩვენ უნდა მოვუგოთ ბელორუსს 1 თამაში (აქ თბილისში) და შემდეგ 31 მარტს (ანუ ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს) ასევე თბილისში გაიმართება 1 მატჩიანი ფინალი, რომელშიც შევხვდებით კოსოვოსა და მაკედონიას შორის გამარჯვებულს.
ფინალში გამარჯვებული კი პირდაპირ გადის ევრო 2020-ზე.
ესეთი შანსი არასდროს არ გვქონია და ვფიქრობ კაი ხანი არც გვექნება

წარმატება ჩვენ ბიჭებს !!!
This post has been edited by spider77 on 22 Nov 2019, 15:37