Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
კულინარია
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(50)
[1]
2
3
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
სალათები
, ვინ რა იცით
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
offspringer
I want to make a tiki torch
ჯგუფი: Members
offspringer
I want to make a tiki torch
ჯგუფი: Members
წერილები: 3970
წევრი No.: 14073
რეგისტრ.: 30-October 05
#4316120
· 8 Dec 2006, 17:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
წავიდა აბა რეცეპტები
ვინ როგორი სალათი იცის
მე მაგალითდ ოლივიეს და ფრანგული სალათის დიდი მოყვარული ვარ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
auau
Crazy Member
ჯგუფი: Members
auau
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4267
წევრი No.: 14891
რეგისტრ.: 26-November 05
#4316562
· 8 Dec 2006, 18:43 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
კახური მზესუმზირის ზეთი გიყვართ? მე პირადად მიყვარს მხოლოდ მოხარშული კარტოფილის სალათასთან და პომიდვრის სალათასთან. დანარჩენზე მხოლოდ რაფინირებულ ზეთებს ვხმარობ. კარტოფილის სალათას ასეთი ზეთით ვუკეთებ შავ პილპილს, ლიმონის წვენს (ან ძმარს), ოხრახ უშს და რგოლებად დაჭრილ ხახვს. მარილი თავისთავად! თუ ასეთი ზეთით არ ვაკეთებ, მაშინ პატარა კუბიკებად დაჭრილ კარტოფილს ვაჭრი მწვანე სალათას, გახეხილ სტაფილოს, მწვანე ხახვს, ცოტაოდენ სოიოს სოუსს და მაიონეზს.
ერთი კარგი
სოუსი
ვიცი - 1 საშუალო კონა პიტნა დაჭერით,+ 200გ ზეითუნის ან რაფინირებული გემოგამოცლილი ზეთი,+ 100გ
ვაშლის ძმარი ან 50გ ლიმონის წვენი + მარილი + დანაყილი 1 საშუალო თავი ნიორი ცოტა მწვანე წიწაკასთან ერთად. ეს ყველაფერი ბლენდერში დაატრიალეთ და სალათას მოასხით. ამ პროპორციით ძალიან უხდება კიტრს, მაგრამ ძმრის, ნივრის და
წიწაკის რაოდენობა გემოვნებით შეგიძლიათ დაარეგულიროთ.
This post has been edited by
ShadowCat
on 12 Nov 2007, 20:24
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
unicode
Super Member
ჯგუფი: Registered
unicode
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 140
წევრი No.: 22560
რეგისტრ.: 19-August 06
#4317192
· 8 Dec 2006, 20:19 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ქათმის ხორცის სალათა ვიცი და მოდით აქაც დავწერ და მერე 'ქათმის' თემა რომ იქნება იქაც დავწერ ხო?
მოკლედ შემწვარი ან მოხარშული ქათმის ხორცი უნდა წვრილ ნაგლეგებად დაფლითოთ, დაასხათ ცოტა მაიონეზი, დაახეხოთ ერთი ბოლოკი, ერთი თავი ხახვი წვრილად დაჭერით და დაამატეთ, მარილი, პილპილი და დაფქვილი წითელი წიწაკა და კარგად აურიეთ.
ძალიან გემრიელია.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
malina
Crazy Member
ჯგუფი: Members
malina
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3206
წევრი No.: 2654
რეგისტრ.: 5-September 03
#4320915
· 9 Dec 2006, 12:38 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ყვავილოვანი კომბოსტოს სალათის ჩემეულ ვარიანტს შემოგთავაზებთ:
გასუფთავების შემდეგ ვანაწევერებ კომბოსტოს საშუალო ზომის ნაჭრებად , ვხარშავ მარილიან წყალში, (არ უნდა ჩაგეხარშოთ ) ადუღებიდან 15 წუთის შემდეგ ამომაქვს თუშფალანგზე და ვაგრილებ, შემდეგ უკვე ვჭრი წვრილ ნაჭრებად და ვხრაკავ ზეთში (ოღონდ ზომიერად, არ უნდა დაიბრაწოს, კარგი იქნება თუ ფერსაც ძალიან არ შეიცვლის) , ცალკე ვხრაკავ ხახვს, მერე ერთმანეთში ვურევ, ვუმატებ მაიონეზს, პილპილს და მარილს გემოვნებით და აუცლებელად წვრილად დაჭრილი კამა , უხდება ძალიან.
:up:
სცადეთ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Breaky
:)
ჯგუფი: Moderators
Breaky
:)
ჯგუფი: Moderators
წერილები: 22008
წევრი No.: 15043
რეგისტრ.: 1-December 05
#4322335
· 9 Dec 2006, 16:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ბოსტნეულის სალათი
( ავტორი
sophie
):
ბოსტნეულის სალათის უგემრიელესი ვარიანტია და თან ძალიან სასარგებლოც გამოდის.
მაშ ასე: წვრილად დაჭერით კომბოსტო და ხახვი, და მოათავსეთ მოზრდილ ჯამში. გახეხეთ სტაფილო და ჭარხალი, ასევე რამდენიმე კბილი ნიორი, ესენით ჩაყარეთ იმავე ჯამში. დაჭერით წვრილად მწვანილი, არჩევანი თავისუფალია, თქვენ რომელიც გიყვართ, მე მაგალითად ქინძს და "პეტრუშკას" ვიყენებ. დაჭრილი მწვანილიც ჯამში მოათავსეთ, მოაყარეთ მარილი (სვანური უკეთესია) და შავი დაფქვილი წიწაკა. მერე მოასხით მზესუმზირის ზეთი და კარგად აურიეთ. სალათი მზადაა, თუმცა უფრო გემრიელი იქნება, თუ 1-2 საათით მაცივარში გააჩერებთ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Breaky
:)
ჯგუფი: Moderators
Breaky
:)
ჯგუფი: Moderators
წერილები: 22008
წევრი No.: 15043
რეგისტრ.: 1-December 05
#4322358
· 9 Dec 2006, 16:18 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჭარხლის სალათა
(1)
(ავტორი
Kesi
):
ჩემებური რეცეპტით: ჭარხალი, მაიონეზი, მარილი, შავი პილპილი, ცოტა წვრილად დაჭრილი ხახვი ან მწვანე ხახვი, ცოტა ძმარიც უხდება, ოღონდ ჭარხალი უმი არ უნდა იყოს, საშუალოდ მოხარშული..
* * *
ჭარხლის სალათა
(2)
(ავტორი
Princess
):
მე მაიონეზის გარეშეც ვაკეტებ, მოხარშული ჭარხალი უნდა გახეხო, ცოტა დაჭრილი ხახვი, ნიორი, ოხრახუში, ძმარი უნდა უქნა იმდენი რომ სიტკბო დაკარგოს ჭარხალმა (თუ არ გიყვარს ტკბილი) და მარილი :) თუ მაინეზიანს ვაკეთებ მოხარშულ კარტოფილსაც ვუშვები, და სტაფილოსაც :)
* * *
ყვავილოვანი კომბოსტოს სალათა
(ავტორი
pudelblack
):
ყვავილის კომბოსტო ავიღოთ,გავრეცხოთ და დუღარე წყალი დასასხათ.ზეთით ცხელ ტაფაზე დავაყაროთ და შევწვათ.დავამატოდ ხახვი და ნიორი.დაკარგად შევწვათ.გატაერუბული ნიგოზი დავაყაროთ და ასე 10 წუთი ვურიოთ .
გადმოვიღოთ ყველაფერი და გავაცივოთ ცოტა.მაიონეზი და მარილი დავამატოდ და კარგავ ერთმანეთში ავურიოთ .
ლამის თვითონ ჯამის გადასანსლოთ
* * *
სალათა
tukula
-სგან:
სალათის ერთ ვარიანტს შემოგთავაზებთ.
სოკოსა და მოხარშული ხორცის სალათა
მომზადებისთვის დაგჭირდებათ 250 გრ შამპინიონის მარინადი, 500 გრ მოხარშული ხორცი (ქათმის, საქონლის, ღორის ან თევზის, რომელი ერთიც გაგიხარდებათ), 1 კგ ბულგარული (სასურველია სხვადასხვა ფერის, უფრო ლამაზი გამოვა სალათი), 300 გრ ხახვი (2-3 მოზრდილი ზომის თავი), 1 კონა კამა, შავი პილპილი და მარილი გემოვნებით, 250 გრ მაიონეზი.
სოკო და ხორცი დაჭერით წვრილ ზოლებად, თითქმის ერთნაირი ზომის უნდა იყოს. ბულარული გაჭერით სიგრძეზე ორად, მოაცალეთ თესლები და ყუნწი, შემდეგ დაჭერით სიგანეზე ისე რომ ნახევარრგოლები მიიღოთ. მოთუშეთ ზეთში, გააცივეთ და ზედმეტი ზეთი მოაცილეთ. ხახვი დაჭერით წვრილად და მოთუშეთ.
ყველაფერი აურიეთ ერთმანეთში და ღმერთმა შეგარგოთ!
* * *
სალათა
მაწო
-სგან:
ხორცის სალათა ბოლოკით
ძაან მაგარი რაგაცაა: უნდა მოხარშო ხბოს ხორცის მჭლე ნაჭრები, მერე უნდა დაიშალოს წვრილად ბოლოკი უნდა დაიჭრას წვრილად და მერე ერთად მოათავსეთ, მაიონეზი უქენით, პერიცა და იიიიიიიფ :up:
This post has been edited by
ShadowCat
on 12 Nov 2007, 20:36
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
WOMAN IN LOVE
MHTEPA
ჯგუფი: Moderators
WOMAN IN LOVE
MHTEPA
ჯგუფი: Moderators
წერილები: 14376
წევრი No.: 17909
რეგისტრ.: 6-March 06
#4322407
· 9 Dec 2006, 16:29 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
1 ჭ. მოხარშული და გაციებული ბრინჯი+1 შეკვრა კუბიკებად დაჭრილი კიბორჩხალას ჩხირები + 3-4 ცალი მაგრად მოხარშული და ცოტა დიდ ნაჭრებად დაჭრილი კვერცხი+ 1ქილა სიმინდის კონსერვი(ზოგი არ უშვრება ამას)+მარილი,პილპილი, კამა, მაიონეზი. ვინაიდან ბრინჯმა შეიძლება მთლიანად შეიწოვოს მაიონეზი, თავიდან მოასხით ცოტა და სუფრაზე მიტანის წინ კიდევ დაუმატეთ. ძალიან იოლი და გემრიელია :up:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Breaky
:)
ჯგუფი: Moderators
Breaky
:)
ჯგუფი: Moderators
წერილები: 22008
წევრი No.: 15043
რეგისტრ.: 1-December 05
#4322437
· 9 Dec 2006, 16:34 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
სოკოს სალათა მაოინეზით
(ავტორი
N.G.
):
მოშუშეთ ხახვი, წვრილად დაჭერით სოკო, ქილებში რომ იყიდება მე იმით გავაკეთე, ჩაყარეთ იმ მოშუშულ ხახვში და დაუმატეთ პილიპილი და მარილი გემოვნებით.
ცალკე მოხარშეთ მაკარონი, წყალს რომ გადაწურავთ ნუ გადაასხავთ, მაკარონი ცივ წყალს შეუდგით რომ არ მიეწებოს ერთმანეთს.
მაიონეზი შეათხელეთ მაკარონის ნახარში წყლით.
ყველაფერი ერთად აურიეთ და დაამატეთ კამა თუ გნებავთ პილპილი ან ნიორი და მიირთვით გემრიელად.
* * *
სალათები
NATALLI
-სგან
1.
კიტრის სალათი
კიტრი დაჭერით სიფრიფანა ნაჭრებად ( სახეხზე მთლიანი პირი რომ არის იმაზე ან კარტოფილის სათლელით) საერთოდ არაჟნით კეთდება, მაგრამ მაიონეზითაც კარგი იქნება დარწმუნებული ვარ. მოაყარეთ თეთრი დაფქული წიწაკა და მარილი
2.
სტაფილოს სალათი.
გახეხეთ სტაფილო და აურიეთ არაჟანი ან სამარხვო მაიონეზი. მარილი და დაფქული თეთრი წიწაკა
* * *
სამარხვო სალათი
(ავტორი
Breaky
:D):
მოხრაშეთ მაკარონი მარილწყალში, გადაწურეთ, გადაავლეთ ცივი წყალი და ზეთიან ქვაბში მოშუშეთ. შემდეგ თავის ზეთიანად გადაიღეთ რაიმე ღრმა ჯამში.
პატარა კუბიკებად დაჭერით: კიტრი, პომიდორი (რბილობის გარეშე), ბულგარული წიწაკა, უკურკო ზეთისხილი. ეს ყველაფერი შეურიეთ მაკარონს. გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ დაამატოთ მარილი და პილპილი.
* * *
სოკოს სალათა ნგვზით
(ავტორი
Kesi
):
აიღებ ერთ დიდი ქილა სოკოს (კონსერვები როა იმას), ადუღებული წყალი გადაავლე ერთი 10 წუთი გააჩერე ადუღებულ, ცხელ წყალში.
ტაფაზე ცოტა ზეთში მოშუშე 2-3 საშუალო ზომის ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვი, დაუმატე წვრილად დაჭრილი სოკო და გააგრძელე შუშვა. როცა მზად იქნება, გამორთე, გადაიტანე ჯამში და გააციე. შემდეგ ამ ყველაფერს დაუმატე 3-4 სუფრის კოვზი (ბევრი ნიგოზი არ უხდება) გატარებული ნიგოზი, ხმელი ქინძი და უცხო სუნელი, ცოტა ძმარი და მარილი გემოვნებით (შეგიძლია ერთი პატარა კბილი ნიორიც დაუმატო). კერძი მზადაა.
* * *
სუპერ სალათა
(ავტორი
ჩიტუციო
-ს დედა :D):
აიღებ სალათის ფოთლებს, დადებ თეფშზე და ამაზე უნდა ააწყო მთელი სალათი. ფოთლებს დააჭრი კიტრსა და პამიდორს წვრილად, მოაყრი მარილს და პილპილს. მერე დაჭრი ბულგარულს და მაგასაც მოაყრი. ამას ყველაფერს გადაასხამ მაიონეზს. მერე გახეხავ სულგუნს და მოაყრი ზემოდან. მეეეერეეე ჭრი ვიჩინას წვრილად და სულგუნს მოაყრი ზემოდან. აიღებ მოხარშულ კვერცხს, დაჭრი სიგრძეზე ოთხად და დადებ თეფშზე ლამაზად და შუაში უკეთებ ზეთისხილს. მერე ამ აწყობილ სალათაზე გორა-გორა მონაცვლეობით ყრი სიმინს, მერე გაროხს, მერე სიმინდს და ა.შ. და სულ ესააა....
* * *
ბადრიჯნის სალათა
(ავტორი
SnowFlakes
):
მრგვლად დაჭრილი შემწვარი ბადრიჯანი ჩავალაგოთ ღრმა ჭურჭელში,ერთი ფენა ბულგარული წიწაკა დავალაგოთ,ხახვი მრგვლად დაჭრილი,მწვანილები,პამიდორი,შემდეგ ისევ ბადრიჯანი,ისევ ბულგარული წიწაკა და ა.შ. შევავსოთ თასი იმდენ ფენად,რამდენჯერაც გვეყოფა ინგრედიენტები.გემოვნებით პილპილი და მარილი. სასურველია მაიონეზი ყველამ თავის თეფშზე დაიმატოს.
ყველაფერი ცოცხლად,გარდა ბადრიჯნის რა თქმა უნდა.
პ.ს.
ვისაც ნივრით მოგწონთ,შეგიძლიათ დანაყოთ და მოასხათ ზემოდან.
მმმმ,ძალიან გემრიელია და ზაფხულს უხდება
* * *
ბოსტნეულის სალათა მაიონეზით
©
SnowFlakes
ესეიგი,მოხარშული ჭარხალი,კარტოფილი,სტაფილო, კომბოსტო ცოცხლად,ხახვი,მწვანილები,ძალიან ცოტა ზეთი და მარილი. ყველაფერი ეს ავურიე და მოვასხი ზემოდან მაიონეზი
* * *
უბრალოდ სალათა
©
Breaky
დაჭერით წვრილად და ერთმანეთში აურიეთ ყვავილოვანი კომბოსტო (უმი) და კიტრი, დაუმატეთ სიმინდის მარცვლები და გახეხილი სტაფილო. შეაზავეთ მაიონეზით და შავი პილპილით.
This post has been edited by
ShadowCat
on 12 Nov 2007, 20:39
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
SnowFlakes
***
ჯგუფი: Members
SnowFlakes
***
ჯგუფი: Members
წერილები: 10460
წევრი No.: 4428
რეგისტრ.: 25-February 04
#4324078
· 9 Dec 2006, 21:05 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Breaky
ჩემი
კომბოსტოს სალათა
გამოგრჩა :P
წვრილად დაჭრილი კომბოსტო,სტაფილო,მწვანილები. ზეთის ხილი,წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა,ახალი ხახვი და დავუმატოთ ზეთი,მარილი,პილპილი გემოვნებით. აურიეთ ყველაფერი და გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე 20-25 წთ რომ კარგად გაუჯდეს გემო. :up:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ShadowCat
Mrs Joxa666
ჯგუფი: Members
ShadowCat
Mrs Joxa666
ჯგუფი: Members
წერილები: 15274
წევრი No.: 6396
რეგისტრ.: 14-September 04
#4324141
· 9 Dec 2006, 21:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
სალათა ბულგარული წიწაკით:
©
pudelblack
გვესაჭიროება ყველა ფერის ბულგარული წიწაკა,რამოდენიმე ცალი პამიდორი,ნიორი,მწვანილი და მაიონეზი.
დავჭრათ წიწაკა პამიდორინაჭრებად,დავაჭრად დაჩეჩქვილი ნიორი და მწანილი ,ოდნავ მარილი და მაიონეზში ავურიოთ ყველაფერი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
BEKO
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
BEKO
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 10223
წევრი No.: 6543
რეგისტრ.: 24-September 04
#4324161
· 9 Dec 2006, 21:16 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
სალათა, ფრანციცული
აო, ასე მითხრეს და რა ვიცი, არა ვყოფილვარ ფრანციაში.
2 ც ფორთოხალი
2 ც ვაშლი (რბილი, ბანანი ან გოლდენი)
4 ც მაგრად მოხარშული კვერცხი
1 ქილა სიმინდის კონსერვი
1 ქილა მაიონეზი
ფორთოხალს და ვაშლს ვჭრით პატარა ნაჭრებად, ვჭრით კვერცხს, ვაყრით სიმინდს, ვურევთ მაიონეზს, მარილი,პილპილი და ეგაა სულ.
მარილი, შავი პილპილი გემოვნებით :)
ცოტა უცნაური გემო აქვს, მაგრამ ჩემს შვილებს ძალიან უყვართ :)
This post has been edited by
ShadowCat
on 9 Dec 2006, 22:13
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Breaky
:)
ჯგუფი: Moderators
Breaky
:)
ჯგუფი: Moderators
წერილები: 22008
წევრი No.: 15043
რეგისტრ.: 1-December 05
#4324180
· 9 Dec 2006, 21:20 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
სალათა
(1)
©
SnowFlakes
დაჭრით სალათის ფურცლებს,მოათავსებთ ღრმა ჭურჭელში,ჩაყრით შენელებულ სუხარს (პატარა ოთხკუთხედები რომ არის),ზეთის ხილს,სასურველია პატარა პამიდვრები,მაგრამ თუ ეგ არ იქნება ჩვეულებრივი პამიდორი,ოღონდ შედარებით მაგარი რომ იყოს და საშუალოზე კიდევ უფრო პატარებად დაჭრილი. მაღაზიებში იყიდება მიწის თხილის და ნუშის ასორტი,ბევრნაირი რაღაცეები ყრია მოკლედ და მაგასაც ვუშვები :smile: ვასხავ შემდეგ სალათის გარნირს,რომელიც "დოლარ სტორში" მაქვს ნაყიდი "italian",ასე ქვია(სხვათაშორის კარგი გარნირებია მანდ ). მარილი გემოვნებით.
გემიერლი გამოვიდა ძალიან :smile:
პ.ს. ვისაც ხორცი უყვარს შეუძლია Qათმის თეთრი ნაწილი ან უბრალოდ ვიჩინა ჩაამატოს წვრილად დაჭრილი.
SnowFlakes
QUOTE
ჩემი კომბოსტოს სალათა გამოგრჩა
ერთ დღეში როგორ გადავუვლიდი აბა 106 გვერდს, ნელ-ნელა მივყვები და იმ ძველი თემიდან ნელ-ნელა გადმოვყრი აქ ყველა სალათას.
* * *
სალათა
(2)
©
paranoidis_dzmis_friends_exlove
მე გავაკეთე გუშინ ეს სალათა და მომეწონა ადვილია ძაან...
კომბოსტო უნდა გვხეხოთ ავსრმუსნოთ მარილში.... ზემოდან დავახეხოთ სტაფილო... ნუ ბოლოკიც უხდება და ოდნავ ფერისთვის ჭარხალიც... მწვანილები: ქინძი და კამა ხახვი.... მერე ძმარი წითელი დაფქვილი წიწაკა და ზეთი...
* * *
მაკარონის სალათა
© SnowFlakes
მოხარშეთ მაკარონი (სპაგეტი). ქვაბიდან ამოღების შემდეგ თუშფალანგზე გადმოწურვისას ცივი ცყალი არ მოავლოთ,პირდაპირ მოათავსეთ ღრმა ჭურჭელში და ჩადეთ კარაქი გემოვნებით. ზემოდან მოაყარეთ მოხარშული ბროკოლი,სტაფილო,ზეთის ხილი. მარილი გემოვნებით.
* * *
სალათა "კატოვსკური"
© ShadowCat
სალათის ფოთლები: (თუ პატარაა, 3 კონა, თუ დიდი - 2-ც საკმარისია)
წინასწარ მოამზადეთ "გარნირი":
ინგრედიენტები:
3 საშუალო ზომის მოხარშული კარტოფილი
3 ცალი კვერცხი (იასნია, მოხარშული)
3 ცალი სოსისი (იასნია, ესეც მოხარშული :P შეგიძლიათ სოსისის მაგივრად ძეხვიც გამოიყენოთ, ოღონდ ეს არ მოხარშოთ :D)
2-3 ცალი კიტრი
1 მოზრდილი პომიდორი
1 ქილა დაკონსერვებული სიმინდი (სასურველია ის, რომელიც ტკბილი არაა, მაგალითად "დელიკატესი")
100-150 გრამი გახეხილი "ედამერი" (ამის მაგივრად 4-5 ნაჭერი სულგუნიც მოსულა)
მარილი, ხახვი და მწვანე ხახვი - გემოვნებით.
კარტოფილი, სოსისი, კიტრი და პომიდორი საშუალო ზომის "კუბიკებად" იჭრება. კვერცხი და სულგუნი - შედარებით წვრილად. მარილი, ხახვი და მწვანე ხახვი - ისევ გემოვნებით :D
ამ ყველაფერს სიმინდთან ერთად კარგად ურევთ.
შენიშვნა: გახეხილი ყველი უმჯობესია ბოლოს მოაყაროთ.
მიირთვით შემდეგნაირად: :lol:
გადმოიღეთ სალათა, ზემოდან მოაყარეთ გარნირი, დაამატეთ დამტვრეული ორცხობილა ანუ "სუხარიკები" და მოასხით სოუსი: საუკეთესო ვარიანტია კალვეს "რანჩი" ან "იტალიური", თუმცა მაიონეზთან ერთადაც არაა ურიგო.
რაც მთავარია, ეს სალათა ძალიან "optional" არის. ანუ, თუ რომელიმე ინგრედიენტს არ გამოიყენებთ (მაგალითად ისინი, ვინც მარხულობს) დიდად არც არაფერი დაშავდება.
გემრიელი მადა!
* * *
სამარხვო სალათა
©Kesi
ერთი უბრალო, მაგრამ საკმაოდ გემრიელი სამარხვო სალათა.
კანიანად მოხარშეთ კარტოფილი (დაახლოებით ნახევარი კგ. ან მეტი სურივილისამებრ) ჩაშლამდე არ მიიყვანოთ.
გააციეთ, კანი გააცალეთ, დაჭერით პატარა კუბიკებად, დაუმატეტ დაჭრილი კამა, ოხრახუში, საშუალო ზომის ხახვი, ბლომად მწვანე ხახვი, შავი წიწაკა, მარილი და მოასხით ზეთი (რაოდენობა სურვილისამებრ, მაგრამ ცოტა არ მოგივიდეთ, მშრალი გამოვა) ან შეიძლება სამარხვო მაიონეზიც. შეგიძლიათ შეაზავოთ სუნელებითაც.
მიირთვით გემრიელად.
* * *
სოკოს სალათა
© Breaky
ერთი დიდი ქილა დაკონსერვებული ქამა სოკო გახსენით, წვენი გადაწურეთ და სოკო წყალთან ერთად წამოადუღეთ. შემდეგ გადაწურეთ და გააციეთ. დანაყეთ ცოტა მარილთან და წითელ პილპილთან ერთად 3-4 კბილი ნიორი. დააწურეთ ზედ ერთი ლიმონი და აურიეთ კარგად. დაასხით ეს მასა სოკოს. ხახვი გაჭერით 4 ნაწილად და მერე თითო ნაწილი ალყა-ალყად. ანუ დიდი რკალები არ უნდა იყოს smile.gif დააყაერთ ესეც სოკოს, აგრეთვე დააყარეთ წვრილად დაჭრილი კამა, მარილი, შსავი პილპილი, დაასხით ზეთი და ამოურიეთ. სალათი მზადაა, ოღონდ ცოტა ხანი ადროვეთ, რომ კარგად გაუჯდეს ყველაფრის არომატი.
This post has been edited by
ShadowCat
on 12 Nov 2007, 20:52
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
tamara:D
Super Member
ჯგუფი: Registered
tamara:D
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 762
წევრი No.: 22630
რეგისტრ.: 24-August 06
#4324580
· 9 Dec 2006, 22:18 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
აუუუუუუ ძალიან მაგარი სალათი ვიცი..გერმანიაში ვისწავლე :bis: უგემრიელესიაააა:bis:
რეცეპტი :
1.ორ შეკვრა სალათის ფურცლებს დაბრდღვნით ( ლოოოოლ :lol: ) ..დაჭრილს ისეთი გემო არ აქვს..
2.დაჭრით 1/4 ხახვს, 1 კბილ ნიორს და ჩაყრით ჯამში, დაასხამთ ცოტა ზეთს, ცოტა ძმარს და ცოტა მარილს ჩაყრით...ამ ყველაფერს დაასხამთ ერთ სუფრის კოვზ არაჟანს და ცოოტა ბალზამიკოს( ეს ძმარივით არის, საქართველოში არ შემხვედრია, მაგრამ დარწმუნებული ვარ გუდვლში ან რომელიმე ნორმალურ მარკეტში იქნება). ბალზამიკო აუცილებელია გემოს მისაცემად თან ის სალათას ყავისფერ შეფერილობას აძლევს.
3.ამ ყველაფერს აურევთ და ჩაყრით სალათის დაბრდღვნილ( :lol: ) ანუ დაჭრილ ფურცლებს. აურევთ და ........
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Breaky
:)
ჯგუფი: Moderators
Breaky
:)
ჯგუფი: Moderators
წერილები: 22008
წევრი No.: 15043
რეგისტრ.: 1-December 05
#4324615
· 9 Dec 2006, 22:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
სალათა სოსისით
© killer
ხელით დავგლიჯოთ (:D) სალათის ფურცლები (4 კონა).
ჩავაჭრათ ნახევარი ან ერთი კონა მწვანე ხახვი.
გახეხილი სტაფილო;
მოხარშული და კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი;
ავურევთ ერთ ქილა მაიონეზს, რომელშიც არის დანაყილი ან ჩაჭყლეტილი ნიორი + ზაფრანა და უცხო სუნელი ცოტა.
კარგად ავურევთ სალათას.
ცალკე მოშუშეთ ერთ თავი ხახვი და შუშვის ბოლოში ჩაყარეთ კუბიკებად დაჭრილი 5 ცალი სოსისი რომ ცოტა დაიბრაწოს.
მოშუშული ხახვი და სოსისი დაამატეთ ზემოთ რომ დავწერე იმას და მნიამ... მნიამ....
* * *
ანანასის სალათა
© dolores
1 კგ ქათმის ფილე;
1 დიდი ქილა სოკო;
1 პატარა ქილა ანანასის კომპოტი
(კონსერვი ანუ biggrin.gif);
5-7 ცალი მოხარშული კვერცხი;
2 მაიონეზი(ორონდ კარგი ხარისხის!);
შავი პიმპილი და მარილი
ამ ყველაფერს დაჭრით პატარა ნაჭრებდ, როგორც ოლივიე კეთდება ისე, და აურევთ ერთმანეთში.. სულ ესაა, დანარჩენი ფანტაზიაზე და გემოვნებაზეა(და კიდევ კარგ დიასახლისობაზე!)
* * *
ზაფხულის სალათა
© maniu_
მოხარშული კარტოფილი დავჭრათ კუბიკებად+დაჭრილი კიტრი+მოხარშული კვერცხი დაჭრილი+მწვანე ხახვი, კამა, შავი წიწაკა და მარილი+ არაჟანი ან მაწონი. შევდგამთ მაცივარში ნახ.საათით, გამოვიღებთ დავჭრით და მივირთმევთ (ზაფხულის კერძია).
* * *
სალათა
© dabdura
პამიდორი და სალათის ფოთლები. დაჭერი ეს ყველაფერ და დაამატე მარილი, ზეთი ოღონდ ზეითუნის + ყველი დაჭრილი კუბიკებად + ზეთისხილი (სასურველია კურკა გამოცლილი) + სუუულ ცოტა ძმარი, მწვანილი გემოვნებით (მე არ ვუკეთებ)
და ნიამ ნიაააამ
შემიძლია მთელი ცხოვრება ვჭამო
არ მომბეზრდება
This post has been edited by
ShadowCat
on 12 Nov 2007, 20:57
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
av86to
Super Member
ჯგუფი: Registered
av86to
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 713
წევრი No.: 22754
რეგისტრ.: 30-August 06
#4324728
· 9 Dec 2006, 22:39 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
აიღეთ მწვანილები რაც მოიძიოთ. მე სახელები არ ვიცი და მიგახვედრებთ , არ აიღოთ რეჰანი, ტარხუნა, წიწმატი , მოკლედ რასაც მძაფრი გემო აქვს. ხახვი მწვანე აიღეთ და დანარჩენი მწვანილები რასაც მოიძიებთ. არჩეული მწვანილეულობა დაჭერით ძალიან წვრილად . და მოათავსეთ ჯამში მოხარშული კვერცხები დაჭერით კუბიკებათ და აურიეთ გახეხილ ყველთან . ეს ყველაფერი მწვანლს მოაყარეთ ჯამში და კვლავ აურიეთ მაიონეზში. შეგიძლიათ გაფორმოთ სალათის ფოთლებით და კვერცხის გულით.
ამ სალათის საფუძვლები მასწავლა ქართულის მასწავლებელმა. დახვეწილი და დამუშავებული იქნა ჩემს მიერ. არის უაღრესად სასარგებლო და გემრიელი.
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
კულინარია
|
იქით
»
Pages:
(50)
[1]
2
3
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0336 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.