პრინციპში გადაწყვეტილება მიღებულია, ხვალ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გაცხადდება ერთიანი პოზიცია,- ამის შესახებ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ოფისთან, ბიძინა ივანიშვილისა და მაჟორიტარების შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე ყველა იმ საკითხზე იმსჯელეს, რომელიც შექმნილ მდგომარეობასთან არის კავშირში.
„შეხვედრა შედგა პარტიის თავმჯდომარის ინიციატივით, პრინციპში გადაწყვეტილება მიღებულია. შეხვედრას ესწრებოდნენ მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს პორპორციულ სისტემაზე გადასვლას. შეთანხმება მიღწეულია, ხვალ იქნება უმრავლესობის სხდომა, რა დროსაც კიდევ ერთხელ გვექნება მსჯელობა ამ საკითხებზე, ამის შემდეგ იქნება უკვე ცნობილი და გაჟღერებული ერთიანი პოზიცია.
მსჯელობა იყო ძალიან საინტერესო, დეტალური, შევეხეთ ყველა საკითხს, რომელიც შექმნილ მდგომარეობასთან არის კავშირში, შესაბამისად, მინდა გითხრათ, რომ არის ასეთი შეთანხმება, ხვალ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გაჟღერდება ეს ინიციატივა,“- განაცხადა მერაბ ქვარაიამ.
„ქართული ოცნების“ ოფისში ბიძინა ივანიშვილი იმ მაჟორიტარებს შეხვდა, რომლებმაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირეს.
https://www.interpressnews.ge/ka/article/57...mdeg-gacxaddeba______________________________________________________________________________________________
"ქართული ოცნების" ოფისში ბიძინა ივანიშვილისა და იმ მაჟორიტარების შეხვედრა დასრულდა, რომლებმაც საარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარი არ დაუჭირეს. როგორც დიმიტრი ხუნდაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო 2020 წლისთვის სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის საკითხს.
მისი თქმით, ისინი "პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმდნენ", თუმცა კონკრეტულად რა შეთანხმებაზეა საუბარი, ამაზე უმრავლესობის ფორმატში აღნიშნული საკითხის განხილვის შემდეგ გააჟღერებენ.
"შედგა შეხვედრა იმ მაჟორიტარებსა და ბატონ ბიძინას შორის, ვინც პროპორციულ სისტემას ეწინააღმდეგებიან. ითხოვენ 2020 წლისთვის მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას. ამ საკითხის გარშემო ვისაუბრეთ საკმაოდ ბევრი. საათნახევარი გასტანა შეხვედრამ. პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით შევთანხმდით, მაგრამ ამ ეტაპზე მეტ კონკრეტიკაზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ეს შეთანხმება კიდევ ერთხელ განხილული უნდა იქნას უმრავლესობის ფორმატში და იქ გაფორმდეს და სწორედ უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ გეტყვით, რა კონკრეტული შეთანხმების შესახებ იყო საუბარი", - განაცხადა ხუნდაძემ.
https://www.interpressnews.ge/ka/article/57...it-shetanxmdnenაბა, ორიდან ერთი ვარიანტია:
1) დათანხმდებიან გერმანულ მოდელს,
2) ქვას ააგდებენ და თავს შეუშვერენ და გადავლენ სრულად მაჟორიტარულზე.
მე ეს უკანასკნელი მგონია და ამ ქვეყანაში დიდი არეულობა გარდაუვალია. არჩევითი დემოკრატია საქართველოში სრულდება.
This post has been edited by Anti-Totleben on 24 Nov 2019, 19:24