axalirevoluciaმორიგი წყლის ნაყვა პატივცემულო. დემოკრატიის არსი და ჩვენთვის დემოკრატიის მნიშვნელობა დავიჯერო არ გესმით?

ერთი დღით ან ერთი ხელისუფლებით არ ვცხოვრობთ. ვცდილობთ ავაშენოთ. აშენებაში იგულისხმება რომ რაღაც არ არის, უნდა იშრომო და შექმნა და ბოლოს იქნება. დემოკრატია იმიტომ, რომ კამათში და კონკურენციაში იბადება ჭეშმარიტება და უკეთესობა. დემოკრატიის აშენების ვადებში მკაცრად განსაზღვრული რეცეპტი არ არსებობს. დემოკრატიის აშენებას სჭირდება დრო, მუშაობა, ბრძოლა, წაგება, დაცემა, ადგომა, გაგრძელება, შეცდომები, გამოსწორება, წინ სიარული.
ბიძინა მორიგი გაჩერებაა ამ გზაზე და არა დეპო. რეალურად მივდივართ წინ, ყოველ შემთხვევაში ინერცია და სურვილი წინსვლის, აშკარაა. მესმის რომ თქვენ დღესვე გინდათ ფეხზე მდგარ დემოკრატიაში ცხოვრება, მაგრამ ლიმიტი აქვს ადამიანს. სწავლა და განვითარება გზაა.
მაგ არაბებს იქ დაერხევათ სადაც ნავთობის დენა შემცირდება. მერე ნახეთ მანდა ვაი-უშველებელი. სახელმწიფოს შენების გზაზე ფსონი შეიძლება დადო მხოლოდ ცნობიერების განვითარებაზე და სახელმწიფო ინსტიტუტების შენებაზე და არა ბუნებრივ რესურსზე, რომელიც ამოწურვადია.
მოკლედ, გვაცადეთ თუ შეიძლება.