"ჩვენ მოვედით სალომე ზურაბიშვილთან მშვიდობიანად. სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური კრიზისიდან 10 დღის შემდეგ აკეთებს განცხადებას, რომელიც ჩვენთვის გამაღიზიანებელია. ჩვენი მოთხოვნაა პრეზიდენტის მისამართით, რომ ის იყოს შუამავალი რგოლი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რომ დაიწყოს დიალოგი", - აღნიშნა ერთ-ერთმა აქტივისტმა.
აქტივისტებს „დაბოქლომებამდე“ ბანერები ჰქონდათ გაშლილი წარწერით: "ბორკილები თავისუფლებას ვერ წაგვართმევს", "ვერ დაგვაშინებთ, ყველას ვერ დაგვიჭერთ". ამასთან, სკანდირებდნენ: "გაბედე".
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
სამართალდამცველები მოძრაობა "გაბედეს" წევრებს პრეზიდენტის რეზიდენციის მეორე ჭიშკრის „დაბოქლომების“ საშუალებას არ აძლევენ. "გაბედეს" წევრები აცხადებენ, რომ მანამდე არ დატოვებენ პრეზიდენტის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიას, სანამ ჭიშკარზე ბოქლომს არ დაადებენ.
მათი თქმით, ისინი კანონს არ არღვევენ და პოლიცია უსაფუძვლოდ არ აძლევს მათ საშუალებას, „დააბოქლომონ“ პრეზიდენტის რეზიდენცია. როგორც სამართალდამცველები განმარტავენ, „დაბოქლომებით“ შენობის იერსახე მახინჯდება.
ადგილზე სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლა რამდენჯერმე მოხდა.