ეგზიტ პოლების თანახმად, რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში იოჰანისი იმარჯვებს
რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩატარებული ეგზიტ პოლების თანახმად, მეორე ტურში ადვილად იმარჯვებს მოქმედი პროდასავლელი პრეზიდენტი, კლაუს იოჰანისი. იგი ამარცხებს მემარცხენე კანდიდატს, ვიორიკა დენჩილეს, რომელიც ერთი თვის წინ პრემიერ-მინისტრი იყო.
IRES-ის მიერ ჩატარებული ეგზიტ პოლის თანახმად, იოჰანისმა მოიპოვა ხმების 66.5 პროცენტი, დენჩილემ - 33.5 პროცენტი. ეგზიტ პოლი ჩაატარა კიდევ ერთმა ორგანიზაციამ, CURS-Avangarde-მა, რომლის თანახმად იოჰანისი ხმების 64% პროცენტით იმარჯვებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, 24 ნოემბერს ამომრჩევლის აქტივობა დაახლოებით 50 პროცენტი იყო.
იოჰანისის მეორე ვადით არჩევა განაახლებს რუმინეთის პროევროპულ ტრაექტორიას, მას შემდეგ, რაც მემარცხენეთა მმართველობის წლები მოცული იყო კორუფციით და სასამართლო სისტემაზე ზეწოლით.დენჩილე სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერია, რომელსაც ბევრი მიიჩნევს კომუნისტური ნომენკლატურის მემკვიდრედ. მან მედიას განუცხადა, რომ ხმას აძლევს იმას, რომ „რუმინეთი წინ წავიდეს და არა უკან“.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30289584.htmlკიდევ ერთი დადასტურება, რომ მემარცხენეები სავოკები არიან არსით.