#55842204 · 14 Feb 2020, 17:50 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
beqa19986 კარგია რომ ამდენი შენიშვნა გააკეთე, მაგრამ განცხადებების საიტი ისეთი რაღაცაა, რომ დიზაინიც რომ კარგი იყოს და ფუნქციურობაც არ გამოდის, ამიტომ მთავარი აქცენტი გაკეთდა მოხერხებულობაზე და სიმარტივეზე.
რაც შე ეხება შენიშვნებს.
QUOTE | საიტის მისამართი არ მომწონს. ჰიპერმარკეტი რავი ისეთი დომენი არ მგონია რომელიც დამამახსოვრდება მარტივად... |
საწყის ეტაპზე ეგ უფრო ადვილი გასაგებია ხალხისთვის, რადგან ძირითადად მაინც მაიმარკეტის კლიენტურაა აქტიური და სახელიც შესაბამისი ავარჩიე, შემდეგ ვერსიაში ფორუმის ინტეგრირება მოხდება და დომენსაც სავარაუდოდ შევცვლით budaria.ge -თი, ეს დომენი როგორია, წავა?
QUOTE | 2) არ მომწონს მომდევნო განცხადებების ტაბი, მაივტოზე მაგალითად მანქანას რომ ვეძებდი, ძალიან ხშირად გამომიყენებია მსგავსი განცხადებების ტაბი და ძალიანაც გამომდგომია. თანაც ძალიან დიდი სივრცე უკავია ამ მემდევნო განცხადებებს. |
ანუ როგორ ჯობია რომ იყოს?
QUOTE | 3) რეგისტრაცია სადღაც მივარდნილშია ჩემი აზრით, ცოტა მარცხნივ გადმოვწევდი და ასევე სხვა ადგილსაც მოვუძებნიდი. რეგისტრაციისა და "შესვლის" (ავტორიზაციის) მაგივრად თუ ერთი ფანჯარა იქნება ჩემი აზრით უკეთესია. მაგალითად "ჩემი გვერდი" რომლის დაჭერის შემდეგაც პოპუპის ფანჯარა ამოვარდება და იქ იქნება რეგისტრაციაც და ავტორიზაციაც.
4) რეგისტრაციის დროს ეს კოდის ჩაწერა ძალიან ძალიან ძალიან შემაწუხებელია ჩემი აზრით, მაგას ჯობს თუ ბოტების თემაში აკეთებ გუგლს რომ აქვს ის დააყენოთ. ასევე წესებს ცალკე ტაბზე არ უნდა ხსნიდეს ჩემი აზრით - გვერდზე გამოიტანოს აჯობებს. |
თავიდან მეც ერთ ფორმაში ვაპირებდი რეგისტრაციას და შესვლას, მაგრამ გარკვეული მოსაზრების გამო ორად გავაკეთე, რეგისტრაცია ერთხელ ხდება და არამგონია ამის გამო ვინმე შეწუხდეს, წესებს რაც შეეხება, მაგას მგონი 10-იდან ერთი თუ წაიკითხავს, მაგრამ შეიძლება მაგის გათვალისწინებაც.
QUOTE | 5) ეს ფეისბუქ ლაიქ და შეარი კატასტროფაა, ან საერთოდ მოხსენით ან სხვა თემფლეითით გადმოიტანეთ. |
ფეისბუქს ვერ გავექცევით, ხალხს უკვე საიტზე შესვლა ეზარება და ფეისბუქზე ელოდება რომ ფეისბუქმა შესთავაზოს განცხადება, ამის გამო ფეისბუქზე საიტის ყველა განყოფილებას შესაბამისი ჯგუფი გავუკეთე და მანდ უნდა გავაზიარო განცხადებები.
QUOTE | რეკლამები არავის აწუხებს თუმცა აი ეს სურათები რაღაც ვერც ფერში ჯდება და არც უხდება... მე შევცვლიდი |
ეგ დროებითი სურათებია, ცხადია შეიცვლება.
QUOTE | 6) მთავარ გვერდზე ძალიან ბევრი რამ წერია პოსტების აღწერებში, მე ერთ ბოლო ხაზს ცარიელს დავტოვებდი ყოველთვის და მეორე ხაზის მეოთხედსაც მოვაკლებდი. ბევრად ლამაზი გამოჩნდებოდა... |
ეს შეიძლება, მაგრამ კარგად უნდა დაფიქრება, ზოგს შესვლა ეზარება და თავიდანვე ურჩევნია ტექსტი წაიკითხოს.
QUOTE | ფავორიტების თემა არ მუშაობს პოსტებზე რომ უნდა დააჭირო გულს... ან რა საჭიროა თუ სადმე ცალკე გვერდზე არ შეინახავს? |
ამჯერად ფავორიტების სანახავად დარეგისტრირებაა საჭირო, მაგრამ შეცვლას ვაპირებ და ყველასთვის იქნება.
QUOTE | როდესაც მთავარი გვერდიდან შიგნით პოსტში შედიხარ ძალიან ცუდად მოქმედებს. ზომები იცვლება, ასევე ქრება მთავარი პანელი და ეს ძალიან არ მომწონს. მთავარ გვერდზე უნდა დავბრუნდე თუ სადმე სხვაგან მინდა შესვლა. |
ეგ არც მე მომწონს, მაგრამ აბსოლუტურად ყველა საიტზე ეგრეა და მეც ეგრე გავაკეთე. სამაგიეროდ მანდ ზევით უკან დაბრუნების << ისრებია და ეგრევე უკან დაბრუნდები.
QUOTE | ძალიან ოთკუთხედი ფორმებია რაც მე პირადად არ მომწონს. ასევე ეს წითელი ფერიც არ მომწონს |
ეგ ფერი მასებშია პოპულარული, საქართველოს ბანკს ტყუილად კი არ აქვს არჩეული, ასე რომ, მანდ სწორი გათვლაა.
QUOTE | თუ სრულიად უფასო იქნება განცხადების განახლება ლარის შეტანა რა პონტია? |
რა და არიან ცუდი კლიენტები და არიან მოწესრიგებულები, ყველას რომ შეეძლოს, დაანაგვიანებენ და დასპამავენ საიტს ერთჯერადი განცხადებებით, ლარის შემტანი კიდე როგორც წესი მოწესრიგებული და ხშირი კლიენტია და არა ერთჯერადი.
QUOTE | მე პირადად შრიფტიც არ მომწონს :დ |
მაჩვენე უკეთესი.
მთლიანობაში ეს არის საიტის საწყისი ვერსია, მარტივი და მოხერხებული ბაზა, რომელზეც უნდა ავაწყო განახლებული ვერსია, სადაც ფორუმიც იქნება ინტეგრირებული და გარკვეული სიახლეებიც დაემატება. ეს ჩემი პირველი საიტია ფაქტიურად და მთავარია კარგად გაქაჩოს, მერე გაცილებით სერიოზულ დონეზე ავიყვან. ისე კი ყველაზე პოპულარულ და ცნობილ მაიმარკეტსაც ბევრი იწუნებს, განსაკუთრებით ახალ დიზაინს, არადა უზარმაზარი გუნდი მუშაობს, მე კიდე ერთი კაცი ვეჭიდები....
|