კომბინაცია, რომელიც ქართულ პოლიტსივრცეში შეუძლებელია.
როდესაც უკვე ვფიქრობ, რომ ყველანაირი ალიანსი, კავშირი, გაერთიანება, კომბინაცია ვნახე და ამაზე მეტი რაღა უნდა იყოს მეთქი, ქართველი პოლიტიკოსები ყოველთვის ახერხებენ ჩემს გაოცებას.
არ არსებობს არანაირი პრინციპი, ფასეულობა, მორალური ნორმა, ადამიანობა, უკადრებელი. . . . .
არის მხოლოდ ორი მიზანი:
1.ძალაუფლების ხელში ჩაგდება.
2.სიმდიდრის მოხვეჭა.
ამის მისაღწევად მზად არიან ყველანაირი ნორმა ფეხქვეშ გათელონ და ყველანაირ კომბინაციაზე წავიდნენ.
რა თქმა უნდა ქართველ ხალხს ამ ყველაფრის დროს სამი თითის კომბინაცია ხვდება, მაგრამ ეგ არ არის მთავარი, ვიმსახურებთ.
იმიტომ რომ არასდროს მოგვითხოვია სხვანაირად მოქცევა ჩვენი ამორჩეულებისთვის და არავინ დასჯილა (იგნორით მაინც).
გთხოვთ წარმოიდგინოთ და დაწეროთ პოლიტიკოსების ის კომბინაცია, რაც ქართულ პოლიტსივრცეში შეუძლებელია.
ნადირობა ბინებზე კი არა, ჭვავის ყანაში მორბენალ ბალღებზე მიდის.
Et facta est lux!
無名天地之始,
有名萬物之母。
https://bilingua.ge/