ცაგერის მუნიციპალიტეტში ორმა სამართალდამცველმა ერთმანეთს ესროლა და სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ. დაიჭრა კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც დაპირისპირებულ პოლიციელებს აშველებდა. მეტი დეტალი ჯერჯერობით უცნობია.
საქმეს პროკურატურა იძიებს და როგორც imedinews-ს უწყებაში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
https://imedinews.ge/ge/dzalovnebi/122319/t...fgSslziG2fcMk6E......................