მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაზე კონტროლი დაამყარა 2012 წელს მისი მმართველობა დაფუძნებულია ტყულებზე და შეცდომაში შეყვანაზე
ივანიშვილმა მოატყუა ქართველები საერთაშორისო საზოგადოება და რაც მთავარია და ყველაზე საშიში - მოატყუა საკუთარი პარტია და საკუთარი მთავრობა - მისი ნამდვილი დღის წესრიგის დამალვით
უცხოური ინვესტიციებიძალაუფლებაში მოსვლის დღიდან ივანიშვილმა დაავალა საკუთარ მთავრობის წევრებს მიმზიდველი გაეხადათ საქართველო საერთაშორისო ინვესტორთათვის და ბოლო შვიდი წლის განმავლობაში მისი მთავრობა სწორად ამას აკეთებს მუდმივად და პროფესიონალურად ისინი დაუღალავად ცდილობენ საქართველოს საერთაშორისო იმიჯი და რეიტინგი გააუმჯობესონ თუმცა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების საშუალებით რომელიც ივანიშვილის პირდაპირ დაქვემდებარებაშია მან თვითნებურად დაბლოკა და აკრძალა იმ საერთაშორისო ინვესტორთა შემოთავაზებები რომლებსაც სურვილი ქონდათ ქვეყანაში ინვესტიციის ჩადების და ამის საჭირო სახსრებიც
ამას დამატებული ის უცხოელი ინვესტორები რომელთაც უკვე დაწყებული ქონდათ ბიზნესი საქართველოში ხელოვნურად შექმნილ დაბრკოლებებს გადააწყდნენ რომელთა მოგვარება მთავრობას ან არ ძალუძდა ან უბრალოდ არ ქონდა სურვილი მოგვარების
დღეს საქართველო არის საინვესტიციო ადგილი რომელმაც აბსოლუტურად დაკარგა მიმზიდველობა
პირდაპირი უცხოური ინვესტიციის ნიშნული 2019 წელს დაეცა 2006 წლის ნიშნულზე ქვემოთ
ივანიშვილის ასეთმა საბოტაჟმა და მისმა ჩრდილოვანმა პოლიტიკამ ლარის სისტემატიური გაუფასურება და ქვეყნის გაღარიბება გამოიწვია სავარაუდო შეფასებით ქვეყნის მშპ დოლარში 2019 წლის ბოლოსთვის 2012 წელზე დაბალი იქნება - იმ ნიშნულზე რომლითაც ივანიშვილმა ქვეყანა ჩაიბარა
ამ არჩევითობის პოლიტიკამ და უცხოური ინვესტორების დაბლოკვამ ივანიშვილი აქცია ქვეყანაში ყველაზე დიდ ინვესტორად - პოზიცია რომელსაც ის იყენებს მოსვლის დღიდან რათა საკუთარი კერძო ბიზნესი გააფართოვოს ინტერესთა კონფლიქტით ნეპოტიზმით ჩრდილოვანი გარიგებებით ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით და კორუფციით
ანაკლიაანაკლიის პორტის განვითარება ქვეყანაში ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი იყო და ის ინიცირებული იყო ტიბისი ბანკის მიერ ერთ ერთი უმსხვილესი ბანკი საქართველოში
ეს პროექტი ოკუპირებული აფხაზეთის საზღვართან ახლოს რუსეთის ინტერესებთან კონფლიქტშია მხედველობაში თუ მივიღებთ იმას რომ პორტი შავ ზღვაში ყველაზე ღრმა პორტი იქნებოდა და საქართველოს როლს გააძლიერებდა როგორც ტრანზიტული ჰაბი და რუსეთის ალტერნატივა ამის გარდა ასეთი დიდი პროექტი ოკუპირებული აფხაზეთის საზღვართან ბევრ სამუშაო ადგილს შექმნიდა და აფხაზ და ქართველ მოსახლეობას დააახლოვებდა
ივანიშვილის მითითებით გენერალურმა პროკურორმა შემოსავლების სამსახურმა საფინანსო მონიტორინგის სამსახურმა და ეროვნულმა ბანკმა აიდიტი ჩაატარეს ტიბისი ბანკში და "აღმოაჩინეს" 11 წლის წინანდელი ფინანსური ტრანზაქციები რომელსაც მათ მცდარად და გამიზნულად დაარქვეს "ფულის გათეთრება"
ეს იქნა გაკეთებული რათა მომხდარიყო ტიბისი-ანაკლიას დამფუძნებელთა დისკრედიტაცია რათა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს უარი ეთქვათ პორტის განვითარების დაფინანსებაზე
დასავლური ორიენტაცია და NATOივანიშვილის განკარგულებით გასული 7 წლის განმავლობაში მთავრობა სერიოზულადაა ჩართული დასავლეთთან ევროკავშირის და ნატოს ინტეგრაციის საკითხებში
დასავლური განათლების მქონე ივანიშვილის ოფიციალური პირები და პარლამენტარები ევროკავშირის და ამერიკის დედაქალაქებში დაიარებიან და ლობირებას უწევენ ქვეყნის სწრაფ ინტეგრაციას ევროკავშირში და ნატოში
ამის პარალელურად სცენის მიღმა ივანიშვილმა გააკეთა ყველაფერი რათა ხელი შეეწყო ქვეყანაში განვითარებულიყო კრემლთან მეგობრული სენტიმენტები პრო რუსული ულტრა მემარჯვენე მართლმადიდებელი ექსტრემისტების და ანტი-ლგბტ ჯგუფთა წახალისებით და პარალელურად მოსკოვის მცოცავ ოკუპაციაზე თვალის დახუჭვით და საქართველოს ტურიზმის რუსეთში პოპულარიზაციით საქართველოში რუსი ოფიციალური პირების მოწვევით
მოკლედ - ივანიშვილი აკეთებს რაც შეუძლია ყველაფერს რათა საზოგადოებრივი აზრი შეცვალოს პრო-დასავლურიდან პრო-რუსულზე
რუსეთის საგარეო მინისტრის სიტყვები საპროტესტო აქციის შემდეგ რომელიც რუსეთის წინააღმდეგ გაიმართა ივნისში სწორედ ამაზე მიუთითებს
სერგეი ლავროვმა მაშინ თქვა: "ძალიან გაკვირვებული ვართ იმით თუ რა ხდება თბილისში ჩვენ გვეგონა რომ ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან ნორმალიზებული იყო"
https://www.neweurope.eu/article/bidzina-iv...ies-and-deceit/