#55538057 · 29 Nov 2019, 17:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
“ამ აქციაზე ძალიან ბევრი ღირსეული პიროვნება დგას, მაგრამ მათთან ერთად არიან ბინძური აქტივისტები, რომლებიც 20 ლარიანი დაქირავებული ზონდერები და საკუთარი თავის პიარშიკები არიან. ისინი პოლიტიკური ქულებისთვის იბრძვიან. დაარბენინებენ ამ შეშებს, ვითომ რამე, რაღაც სერიოზული ხდება, ხელოვნურად ძაბავენ სიტუაციას. მათ უკან დგანან “ნაციონალური მოძრაობის” სახეები.
ვის გვერდით უნდა დავდგე?! – ან რით სჯობია ბიძინა ივანიშვილს, თუნდაც ნინო ბურჯანაძე, თუნცად გუბაზ სანიკიძე?! – ამაზე ვინმემ პასუხი გამცეს!
რაც შეეხება დაბალ პაიკებს – გიგა მაქარაშვილი და მთელი თავისი “შანტრაბა” არიან 20 ლარიანი დაქირავებული ზონდერები. ამ აქციების ბედი უკვე გადაწყვეტილი და დასრულებულია, ეს არის პიარი და მეტი არაფერი. დადიან, დაარბენინებენ ამ შეშებს, ქართულ პოლიციას შეურაცხყოფას აყენებენ და პარალელურად დაცვას სთხოვენ, ასეთი არაფერი გამიგია… “მონებს” და “ბიძინა ივანიშვილის ძაღლებს” ეძახიან და რაღაც რომ იყოს 112- ში დარეკვას ვერ დაასწრებ, თვითონ იძიახიან, რომ დაგვეხმარეთ და გვიშველეთო, პარალელურად კიდევ ლანძღავენ, ყველანაირი სახის შეურაცხყოფას აყენებენ, არ ინდობენ. მე ამათ გვერდით არაფერი მესაქმება. არც მე და არც ჩემი თანამოაზრეები მათ გვერდით არ დადგებიან” – ამბობს ლუკა ფეიქრიშვილი “POSTV”- სთან საუბარში.
|