https://batumelebi.netgazeti.ge/news/243023/„თეონა, ჩამქრალი ხარ..“ „დაღლილი ჩანხარ..“ „რაღაც გჭირს…“ ვინც აჭარის ტელევიზიის ეთერში 2 წელი და 10 თვეა მიყურებს და მისმენს, მარტივად შენიშნა, რომ „რაღაც მიჭირს,“ განსაკუთრებით თანამშრომლებმა…
რა მიჭირს? – ის, რასაც ამდენი თვეა, საკუთარი სინდისით, ჟურნალისტური სტანდარტით, თავისუფლად, დამოუკიდებლად ვაკეთებდი, ახალმა დირექტორმა „ორი წინადადებით შეაფასა..“ ირწმუნება, რომ მე „გავლენების ქვეშ ვარ“, „მე მხარე ვარ“.. მე არასწორი ვარ… თავად კი მართალია.. მერე რა, თუ მიყვიროდა, მერე რა, თუ ის ისე ხედავს ინტერვიუს, ჟურნალისტიკას, კითხვების დასმას.. მერე რა, თუ ამას უპროტესტებენ… მაინც თავებს ითვლის…
მერე რა, თუ ის რასაც ამბობს, ჩემთვის ცენზურის დაწესების მცდელობაა… მერე რა, თუ „ქართული ოცნების“ და მისი ნარატივი ერთმანეთს „ჰგავს“… მერე რა, თუ მე წინა ხელისუფლების დროსაც იგივე ვიყავი… მაშინაც „ხელებს მამტვრევდნენ“… მაშინაც მეუბნებოდნენ, რომ „ოპოზიციის გავლენის ქვეშ ვმუშაობდი“… ახლა, ხომ მაშინდელი ოპოზიცია ხელისუფლებაშია.
P.s. ვიფიქრე, დამეწერა თუ არა ასეთი პოსტი… ეს სისუსტის ჩვენება ხომ არ იქნებოდა… მაგრამ არა, სისუსტე არა… უფრო გულწრფელობაა… ემოცია, რომელიც მაქვს… განცდა, რომ ვკარგავთ თავისუფლებას… თავს არ ვიმართლებ… ვითარებას ობიექტურად ვაფასებ.“
სისულელეა ის? რომ იცი რომ სისულელეა... თუ ის, რომ არ იცი...
ურაპატრიოტიზმი, უნიათობა
ოცნებები მართლა ოცნებები კი არ უნდა იყოს, მას რეალიზაცია უნდა, ბავშვები ხომ არ ვართ დავბერდით ხალხი