#55540055 · 30 Nov 2019, 10:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სერიოზულად ..."მეკურტნეთა" გასაქმებაზე!
- ^!^ - არავინაა იმის წინააღმდეგი მშრომელი კაცი ალალი შრომით 9-მთას იქითაც თავის კეთილდღეობაზე ზრუნავდეს და აქაც შინაურსა თუ ახლობელს ეხმარებოდეს! ... მაგრამ მაშინ, როცა ნაყოფიერების "ოაზისში" ცხოვრობ და 3.5 მილიონი ადამიანის სამყოფი ხახვი, ნიორი, პომიდორი თუ კარტოფილი ვერ მოგყავს და უცხოური შხამ-ქიმიკატებით გაჭყეპილი ბახჩეულით წამლავ საკუთარ მოსახლეობას...ეს უკვე ცალსახად ნიშნავს, რომ შეგნებულად არ(ვერ) იყენებ საკუთარ ცოცხალი შრომის რესურსს და როგორც სახელმწიფო, შენს მშრომელს არ(ვერ) უქმნი იმ ელემენტარულ პირობებს, რათა ადამიანებმა თავის ქვეყანაში შექმნან მატერიალური ღირებულება და თავისი შრომის ფასად საკუთარ ღირსებას პატივი სცენ. - ^!^ მჭმუნვარენი გვეუბნებიან - 2 მილიონ კაცს მართალია საქართველოში ვერ დავასაქმებთ, მაგრამ ყევროპეში "გავასაქმებთო" ! - ამასობაში აქ, სხვაგან გასაქმებული ლაზარიების, ჭირიმიებისა და ბარდღუნიების ქვეყანაში, უწყვეტ ნაკადად შემოედინებიან ათასი ჯურის ყინდუსნი, ყირანელნი, ჩინელნი თუ ნიგერიელი სამუშაოს მაძიებელნი, მათ შორის ისეთნიც, აქ რომ მუდმივად სახლდებიან, კაპიკებში ყიდულობენ ჰექტრობით მიწებს, ასობნიაკებს დედაქალაქში და საკუთარ ბიზნეს იწყებენ. - ^!^ აჰა და გენაცვალეთ გასაქმების ოცნებაში და "კაცობაში" - ზნაჩით, 2 მილიონი ლაზარია 9 მთას იქით სამეკურტნეოდ იმიტომ უნდა გადაიხვეწოს, რათა კუჭი არ შეახმეს შიმშილით მათ ოჯახებს და თან აქ გუგულებს, ენძელებს, სესიაშვილებს საგანელიძეებს თუ ლომჯარიებს, გენდერ ტოლერნტობაში აღებული ანაზღაურება არ შემოაკლდეთ?! ... იასნა, იმათაც ხომ ფული უნდათ ყველაფერში - თავიანთი ნორჩი ნაზიბროლები, ანზორები და ჯიმშერები ჰყავთ ჰარვარდში მოსაწყობი და გზაზე დასაყენებელი, აპა რავა?! *** //P.S... ჩემმა მზემ, მეტი არ აგიდგეთ გვერდები, სახეში აფურთხოთ ქართველს და იმან აქეთ სამადლობელი ჟუჟუნა წვიმა გიმღეროთ//
--------------------
პადრე რომელიც მოვიდა ადრე
|