ძალიან კარკად ილაპარაკე ყველაფერ ამაზე ("არ შეესაბამება, კონსტიტუციას") ხმალაძემ.
ცოტა ბევრია, მაგრამ გაითვალისწინეთ, თუ არ წაიკითხავთ, მაშინ იკამათებთ, დაპოსტავთ, დაიბდღვნით ყველაფერს, მაგრამ სინამდვილეში რა ხდება, არ გეცოდინებათ

ყველა პუნქტი მნიშვნელოვანია და კარგად უნდა დაკვირდეთ რომ არცერთ პუნქტს არ აქვს ანტი ინტერპრეტირების საშუალება. ანუ თითოეულ პუნქტზე საწ3ინააღმდეგოს უბრალოდ ვერ იტყვი, რადგან პირდაპირ კანონშია ასე დაფიქსირებული.
კერძოდ:
1. კონსტიტუციონალისტების ერთი ჯგუფი ამბობს რომ არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. მეორე ჯგუფი ამბობს რომ, ეწინააღმდეგება.
2. პარლამენტი არ არის სასამართლო, ან კონსტიტუციის მცოდნეების ორგანო და მის უფლება-ვალდებულებებში არ შედის იმის განსაზღვრა, რომელია პირველ პუნქტში მითითებული ორი ჯგუფიდან მართალი. არამედ, პარლამენტის ფუნქციაა უბრალოდ დადოს თავისი გადაწყვეტილება - უჭერს თუ არა მხარს შემოტანილ კანონს. ჯასთ!!! ..
3. ასევე არ არსებობს არავითარი ორგანო საქართველოში, რომელსაც ასეთ დროს იმ ორი ჯგუფიდან მტყუან-მართალის გარკვევა ევალება. არსებობს მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლო, რომელშიც მხოლოდ მიღებული კანონის გასაჩივრება შეიძლება და არა მისაღების.
მაშ ასე ამ მომენტისთვის, მეოთხე პუნქტის წინ ის მდგომარეობა გვაქვს რომ მეცნიერებში აზრი ორადაა გაყოფილი, და ის რომ პარლამენტი მეცნიერებაში კიარ იღებს გადაწყვეტილებას, არამედ, ან უჭერს მხარს შემოტანილ კანონს, ან არა.
გადავიდეთ შემდეგ პუნქტზე:
4. ასეთი ფორმით და ამ საკითხის ასე წარდგენით პარლამენტში, მის მიღებას ჭირდება 76 ხმა, ანუ უბრალო უმრავლესობა.
5. აქ კი ვიხსენებთ რომ არსებობს "ქართული ოცნება" რომელიც დეკლარირებულად კანონს კი უჭერს მხარს, მაგრამ საკუთარი ექიმები და სხვა მაჟორიტარები "აუჯანყდნენ" თურმე. ანუ თუ ისინი გულწრფელად უჭერენ მხარს კანონს, ყველა ვარიანტში კანონი ამ კენჭისყრას არ კრძალავს.
ამ მომენტამდე კონსტიტუცია საერთოდ არაფერ შუაშია, საუიბარია იმაზე თუ რის უფლებას და ვალდებულებას იძლევა კანონი, და კანონი იძლევა უფლება-ვალდებულებას რომ საკითხი კენჭისყრაზე გავიდეს.
6. აი თუ კანონი კენჭისყრაზე გავიდა და მიიღეს, მხოლოდ მაშინ შეიძლერბა დადგეს საკითხი სასამართლოზე (ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოზე) სადაც, თუ ვინმე თვლის რომ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, უნდა გსაჩივრდეს როგორც "უკვე მიღებული კანონი" და შეჩერდეს საკონსტიტუციოს მიერ.
გამიგეეთ?!
უფრო ზუსტად გაიგეეთ?!
ამიტომ ეგ ტყუილები მოუყევით ბებიათქვენებს ოცნების პარმალენტარებმა.
ანუ, რომ გავიმეოროთ ცოტა სხვანაირად:
კონსტიტუციასტან წინააღმდეგობის შესახებ შეიძლება იმსჯელოს კომიტეტებმა, მაგრამ თუ ერთმნიშვნელოვანი აზრი ვერ ყალიბდება, უნდა გავიდეს კენჭისყრაზე (ვალდებულება არაა რომ გავიდეს. უფლებაა და შეიძლება რომ გავიდეს. მაგრამ ჩვენ არ გვავიწყდება რომ "ოცნება" "მხარს უჭერს" რომ გავიდეს კენჭისყრაზე). არც ამ მონტისთვის არაა კონსტიტუციურობა არაფერ შუაში, და გადაწყვეტილებას უბრალო უმრავლესობა ჭირდება, რადგან კანონი არ ითვალისწინებს საკონსტიტუციო ცვლილებას, ის ითვალისწინებს საარჩევნო კანონში ცვლილებას (ეს ძალზე მნიშვნელოვანია), რომელიც არაა კონსტიტუციის შემადგენელი, არამდე კანონია, ჩვეულებრივი. და ცალკე კანონი. არა კონსტიტუციის ნაწილი.
ამიტომ ეგ ტყუილები მოუყევით ბებიათქვენებს ოცნების პარმალენტარებმა.
.. თუ,.. ეს დავწერე ზემოთ უკვე..
მაშინ,
ეგ ტყუილები მოუყევით ბებიათქვენებს ოცნების პარმალენტარებმა.