Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
საერთო ფორუმი
->
General Discussion
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(2)
[1]
2
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
თბილისი-ბელგრადი
, Тбиоград-Беолиси
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
დიდიმინდორი
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
დიდიმინდორი
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 6037
წევრი No.: 252399
რეგისტრ.: 28-August 19
#58856474
· 10 Feb 2022, 02:03 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მოვითხოვოთ, საქართველოსა და სერბეთში ქოციანობის დასრულების შემდეგ, ორი სულიერად მონათესავე ქალაქი, თბილისი და ბელგრადი დაძმობილდნენ.
სრულიად გაუგებარია აქამდე ამაზე რატომ არავინ იფიქრა.
თბილისის ისტორიაზე თავს არ შეგაწყენთ, ყველამ კარგად ვიცით.
უძველესი სინგიდუმუნი უკვე თითქმის ოცდაათ საუკუნეს ითვლის და მის თეთრ კედლებს დღესაც ატყვიათ კელტების, რომაელების, სლავების, ბერძნების, ჰუნების, თურქების, ავსტროუნგრელებისა და გერმანელი ნაცისტების ნაკვალევი. როდესაც მილორად პავიჩის "ბელგრადის ბიოგრაფიას" ვკითხულობთ, გგონიათ, თბილისზე წერს თავისი უბნებით ქუჩებით და ინდივიდების ისტორიებით.
ამ ორ ქალაქს უდიდესი ისტორია და უნიკალური სუბკულტურა გააჩნია, რომელიც ყველასგან გამოირჩევა და ამავდროულად ყველასთვის ღიაა. ამ ორ ქალაქს უღრმესი სული, და განუმეორებელი ატმოსფერო აქვთ, რომელიც თუ ერთხელ გაუზიარე, აუცილებლად მოგანდომებთ მეორედ ორივე ქალაქი საოცრად ინტერნაციონალური, კოსმოპოლიტური და მრავალფეროვანია, ორივე კულტურული და ეკონომიკური რეგიონული ცენტრია და ის არა მხოლოდ სერბების და ქართველებისთვის, არამედ მრავალი ერის მრავალი კულტურის წარმომადგენლისთვის გამხდარა მშობლიური ნავსაყუდელი.
ვერც თბილისი და ვერც ბელგრადი, მსოფლიოს მეგაპოლისებისგან განსხვავებით, ფუფუნება და სიმდიდრეს, ვერც დავარცხნილობას და წესრიგს ვერ შემოთავაზებით, მაგრამ შემოთავაზებით უამრავ მასალას, ფერებს, შთაგონების წყაროს, რათა თქვენი სამყარო თავადვე შექმნათ და ამ ქალაქებისგან იმდენი სიამოვნება მიიღოთ, რამდენიც თავად გსურთ.
არც თბილისი და არც ბელგრადი მსოფლიოს გეოპოლიტიკური ვექტორის განმსაზღვრელი ცენტრები არ ყოფილან, მაგრამ მათზე ასახულია კაცობრიობის ისტორიის ყველა მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო მოვლენა, ასახულია როგორც სარკეში, პირდაპირ და შეულამაზებლად, ხოლო მათგან არტისტული ცეცხლის დანთებაამ ამ ქალაქებში მცხოვრებ ხელოვნებსა და რიგით ადამიანებს შეუძლიათ
რა გასაკვირია, რომ ქალაქებს, რომლებიც ქარტეხილებით სავსე ჟამთა მსვლელობისას 30-ჯერ (თბილისი) და 40-ჯერ (ბელგრადი) დაინგრნენ და ნანგრევებიდან აღუდგნენ, , ბევრი საერთო ტკივილი და ბევრი საერთო გამოწვევა აქვთ. არ არსებობს მსოფლიოში არცერთი ქალაქი (არ ვგულისხმობ ქვეყანას ან ერს), რომლის შესახებაც სიმღერების და ლექსების მთელი პლეადა ყოფილიყო დაწერილი. აქაც და იქაც ყველა ქუჩას ყველა ხეს ყველა უბანს და სახლს თავისი უნიკალური ისტორია აქვს.
დღესაც ეს ორი ქალაქი გარდამავალ ეტაპზეა, რაც კარგად აისახება მათ არქიტექტურაში, ქაოტურ გარემოში, ბობოქარი სულისკვეთებაში და სხვა უამრავ დადებით და უარყოფით მხარეში.
სწორედ ეს ქაოსი, ეს სიბობოქრე, ძველისა და ახლის გამუდმებული ჭიდილი გახდა მიზეზი ამ ქალაქების ბოჰემური, ყველასთვის მიმზიდველი ცხოვრების წესისა. Ერთი მხრივ ნარიყალა, აბანოთუბანი, შარდენის, სოლოლაკი, რუსთაველი, მადათოვი, მთაწმინდა, ჩუღურეთი და ა.შ. უსასრულობამდე და მეორე მხრივ სკადარლია, მეფე მილოშისა და მეფე მიჰაილის ქუჩები, კალამეგდანი, ტერაზიე, დუნაისა და სავის ნაპირები, ავალა და აშ. უსასრულობამდე. ბარები რომლებსაც ყველას თავისი განსხვავებული ატმოსფერო აქვს და ღამის კლუბები, რომლებიც ახალგაზრდულ, თავისუფლების ცეცხლს ანთებს მომავლის გზის გასანათებლად. სწორედ ამ ბოჰემურმა სულმა გახადა ეს ორი ქალაქი ახალ ბერლინად, ვინაიდან ბერლინში უკვე დალაგებული, კოხტა და მოწესრიგებული ცხოვრებაა, ხოლო მგზნებარე ბოჰემური სული სწორედ იქ ბუდობს, სადაც პოლიტიკური ეკონომიკური და საზოგადოებრივი ქარტეხილები მძვინვარებენ.
https://www.abc.net.au/triplej/programs/dri...%80%9D/11583622
ასევე ძალიან მსგავსია ხალხის ხასიათი, რომელიც ასახავს მძაფრ ჭიდილს ლიბერალიზმს და კონსერვატორებს შორის. Ძალიან მსგავსია საქციელი, თავდაპირველად პირქუში, ცივი და დაღვრემილი გამომეტყველება, ხოლო რამდენიმე ჭიქა ღვინის, ლუდის ან ჭაჭის/რაკიის შემდეგ, ან საერთოდ მათ გარეშეც, უარესი სტუმართმოყვარეობა და მეგობრობა როგორც ჭირში ასევე ლხინში.
სხვათაშორის, არ ვიცი ქართული მხარე რატომ პასიურობს, მაგრამ მათგან წამოვიდა რამდენიმე დადებითი სიგნალი, კერძოდ, რამდენიმე წლის წინ ვუჩიჩმა (რა სახსენებელია ეგ ნაძირალა ამ პოზიტიურ თემაში, მაგრამ იყოს) გამოთქვა სურვილი, კავკასიისა და ბალკანეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაწყებულიყო, ხოლო რამდენიმე თვის წინ ბელგრადის მერმა, ზორან რადოიჩიჩმა პირდაპირ განაცხადა, რომ ეს ორი ქალაქი ძალიან გავს ერთმანეთს და ერთობლივი ძალისხმევით წარმატების მიღწევა უფრო ადვილია.
http://www.beograd.rs/lat/beoinfo/1786876-...slicni-gradovi/
ერთი სიტყვით, ამ ორი ქვეყნის და ქალაქის წარსული აწმყო ერთმანეთის მკაცრად პარალელურია - ე.ი. მსგავსია, მაგრამ ერთმანეთი არასდროს გადაუკვეთავთ. იქნებ შევძლოთ და ჩვენ გადავკვეთოთ და წინსვლას ერთობლივი ძალით შევუდგეთ.
შემდეგ პოსტებში ამ ქალაქებზე დაწერილ გენიალურ სიმღერებს მოვიყვან, დასაწერი და სათქმელი კიდევ უამრავია, ახლა კი ამას მოუსმინეთ, თბილისო სერბულ ენაზე:
This post has been edited by
დიდიმინდორი
on 10 Feb 2022, 02:08
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Trump
არც ერთი პოსტი მივცეში!
ჯგუფი: Members
Trump
არც ერთი პოსტი მივცეში!
ჯგუფი: Members
წერილები: 14261
წევრი No.: 138298
რეგისტრ.: 11-November 11
#58856930
· 10 Feb 2022, 11:46 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ბელგრადი დაძმობილებულია მოსკოვთან
ისეა დაძმობილებული რომ ქალაქი აჟრელებულია რჟდ-ს რეკლამებით - რასისკიე ჟელეზნიე დაროგი
ნებისმიერი სერბი გეტყვის,რომ ყველამ რო გაგვწირა იუგოსლავიის ომში, რუსებმა, ბრატსკი ნაროდმა შეგვიფარესო და ჩვენ და რუსები ძმები ვართო.
--------------------
რაც არ გკლავს, გბერავს..
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
vaho
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
vaho
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 17656
წევრი No.: 17198
რეგისტრ.: 14-February 06
#58856941
· 10 Feb 2022, 11:51 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ბელგრადი დაძმობილებულია მოსკოვთან
2008-ში მთელი გულით გულშემატკივრობდნენ რუსებს.
მიკვირს, აქამდე როგორ არ აღიარეს აფხაზეთი და ცხინვალი.
ბელგრადიც სარატოვს უფრო ჰგავს, ვიდრე თბილისს.
თბილისს უფრო ზაგრები ჰგავს, ზოგი უბანია, სოლოლაკი და ვერა გეგონება...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
დიდიმინდორი
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
დიდიმინდორი
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 6037
წევრი No.: 252399
რეგისტრ.: 28-August 19
#58856994
· 10 Feb 2022, 12:18 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
სერბი მეგობრები მყავს და არცერთი რუსეთის მომხრე არ არის. მთელ ქვეყანას ერთეული პრიმიტიული ფეხბურთის ხულიგმის დონეზე ნუ დავიყვანთ.
მარტო იმიტომ ვერ იქნებიან ჩვენს წინააღმდეგ რუსეთის გულშემატკივრები, რომ სეპარატიზმის წახალისება სასიკვდილოდ საშიშია მათთვის.
ოფიციალურ დონეზეც არაერთხელ განაცხადეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.
QUOTE
ნებისმიერი სერბი გეტყვის,რომ ყველამ რო გაგვწირა იუგოსლავიის ომში, რუსებმა, ბრატსკი ნაროდმა შეგვიფარესო და ჩვენ და რუსები ძმები ვართო.
ყველამ იცის, რომ რუსეთმა სერბეთი მარტო მიატოვა, როგორც არაერთხელ.
ზოგადად მესმის, მესმის რასაც ამბობთ. ერთხელ ერთმა სერბმა მოიყვვა, რომ რამდენიმე თვის წინ რუსეთის ოპოზიცია ბელგრადში ჩასულა მიტინგის გასამართად, რადგან მოსკოვში ვერ ბედავდნენო. ხოლო სერბეთის უშიშროებამ კი მათი სახელები და გვარები პირდაპირ პუტინს მიურბენინესო. ჩვეულებრივი საქოცეთია იქაც, ამიტომ ვთქვი, რომ როდესაც ორივე ქვეყანაში ქოციანობა დასრულდება-მეთქი.
QUOTE
თბილისს უფრო ზაგრები ჰგავს, ზოგი უბანია, სოლოლაკი და ვერა გეგონება...
ზაგრები უფრო მოწესრიგებული და პატარა ქალაქია, თან ექსკლუზიურად ხორვატული. თბილისს უფრო ბელგრადი და სარაევო გვანან, სარაევო უფრო აბანოთუბანი-კალაუბანი-ავლაბარი, ბელგრადი უფრო მთაწმინდა სოლოლაკი ვერა და ვარკეთილი. თან ორივე ქალაქი მულტიკულტურული და მრავალფეროვანია. სარაევო ძალიან ლამაზია, მაგრა იმიტომ არ დავწერე, რომ მისი შედარება თბილისის რანგის ქალაქთან არ მინდოდა.
* * *
QUOTE
ბელგრადიც სარატოვს უფრო ჰგავს, ვიდრე თბილისს.
ზოგადად საბჭოთა ერთი ყალიბისაა ყველა, მაგრამ თბილისსა და ბელგრადსაც განსაკუთრებული გარემო და უნიკალური არქიტექტურა გააჩნიათ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ioane.mtacmindeli
Crazy Member
ჯგუფი: Registered
ioane.mtacmindeli
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1990
წევრი No.: 14337
რეგისტრ.: 8-November 05
#58857536
· 10 Feb 2022, 15:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(დიდიმინდორი @ 10 Feb 2022, 01:03 )
მოვითხოვოთ, საქართველოსა და სერბეთში ქოციანობის დასრულების შემდეგ, ორი სულიერად მონათესავე ქალაქი, თბილისი და ბელგრადი დაძმობილდნენ.
სრულიად გაუგებარია აქამდე ამაზე რატომ არავინ იფიქრა.
თბილისის ისტორიაზე თავს არ შეგაწყენთ, ყველამ კარგად ვიცით.
უძველესი სინგიდუმუნი უკვე თითქმის ოცდაათ საუკუნეს ითვლის და მის თეთრ კედლებს დღესაც ატყვიათ კელტების, რომაელების, სლავების, ბერძნების, ჰუნების, თურქების, ავსტროუნგრელებისა და გერმანელი ნაცისტების ნაკვალევი. როდესაც მილორად პავიჩის "ბელგრადის ბიოგრაფიას" ვკითხულობთ, გგონიათ, თბილისზე წერს თავისი უბნებით ქუჩებით და ინდივიდების ისტორიებით.
ამ ორ ქალაქს უდიდესი ისტორია და უნიკალური სუბკულტურა გააჩნია, რომელიც ყველასგან გამოირჩევა და ამავდროულად ყველასთვის ღიაა. ამ ორ ქალაქს უღრმესი სული, და განუმეორებელი ატმოსფერო აქვთ, რომელიც თუ ერთხელ გაუზიარე, აუცილებლად მოგანდომებთ მეორედ ორივე ქალაქი საოცრად ინტერნაციონალური, კოსმოპოლიტური და მრავალფეროვანია, ორივე კულტურული და ეკონომიკური რეგიონული ცენტრია და ის არა მხოლოდ სერბების და ქართველებისთვის, არამედ მრავალი ერის მრავალი კულტურის წარმომადგენლისთვის გამხდარა მშობლიური ნავსაყუდელი.
ვერც თბილისი და ვერც ბელგრადი, მსოფლიოს მეგაპოლისებისგან განსხვავებით, ფუფუნება და სიმდიდრეს, ვერც დავარცხნილობას და წესრიგს ვერ შემოთავაზებით, მაგრამ შემოთავაზებით უამრავ მასალას, ფერებს, შთაგონების წყაროს, რათა თქვენი სამყარო თავადვე შექმნათ და ამ ქალაქებისგან იმდენი სიამოვნება მიიღოთ, რამდენიც თავად გსურთ.
არც თბილისი და არც ბელგრადი მსოფლიოს გეოპოლიტიკური ვექტორის განმსაზღვრელი ცენტრები არ ყოფილან, მაგრამ მათზე ასახულია კაცობრიობის ისტორიის ყველა მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო მოვლენა, ასახულია როგორც სარკეში, პირდაპირ და შეულამაზებლად, ხოლო მათგან არტისტული ცეცხლის დანთებაამ ამ ქალაქებში მცხოვრებ ხელოვნებსა და რიგით ადამიანებს შეუძლიათ
რა გასაკვირია, რომ ქალაქებს, რომლებიც ქარტეხილებით სავსე ჟამთა მსვლელობისას 30-ჯერ (თბილისი) და 40-ჯერ (ბელგრადი) დაინგრნენ და ნანგრევებიდან აღუდგნენ, , ბევრი საერთო ტკივილი და ბევრი საერთო გამოწვევა აქვთ. არ არსებობს მსოფლიოში არცერთი ქალაქი (არ ვგულისხმობ ქვეყანას ან ერს), რომლის შესახებაც სიმღერების და ლექსების მთელი პლეადა ყოფილიყო დაწერილი. აქაც და იქაც ყველა ქუჩას ყველა ხეს ყველა უბანს და სახლს თავისი უნიკალური ისტორია აქვს.
დღესაც ეს ორი ქალაქი გარდამავალ ეტაპზეა, რაც კარგად აისახება მათ არქიტექტურაში, ქაოტურ გარემოში, ბობოქარი სულისკვეთებაში და სხვა უამრავ დადებით და უარყოფით მხარეში.
სწორედ ეს ქაოსი, ეს სიბობოქრე, ძველისა და ახლის გამუდმებული ჭიდილი გახდა მიზეზი ამ ქალაქების ბოჰემური, ყველასთვის მიმზიდველი ცხოვრების წესისა. Ერთი მხრივ ნარიყალა, აბანოთუბანი, შარდენის, სოლოლაკი, რუსთაველი, მადათოვი, მთაწმინდა, ჩუღურეთი და ა.შ. უსასრულობამდე და მეორე მხრივ სკადარლია, მეფე მილოშისა და მეფე მიჰაილის ქუჩები, კალამეგდანი, ტერაზიე, დუნაისა და სავის ნაპირები, ავალა და აშ. უსასრულობამდე. ბარები რომლებსაც ყველას თავისი განსხვავებული ატმოსფერო აქვს და ღამის კლუბები, რომლებიც ახალგაზრდულ, თავისუფლების ცეცხლს ანთებს მომავლის გზის გასანათებლად. სწორედ ამ ბოჰემურმა სულმა გახადა ეს ორი ქალაქი ახალ ბერლინად, ვინაიდან ბერლინში უკვე დალაგებული, კოხტა და მოწესრიგებული ცხოვრებაა, ხოლო მგზნებარე ბოჰემური სული სწორედ იქ ბუდობს, სადაც პოლიტიკური ეკონომიკური და საზოგადოებრივი ქარტეხილები მძვინვარებენ.
https://www.abc.net.au/triplej/programs/dri...%80%9D/11583622
ასევე ძალიან მსგავსია ხალხის ხასიათი, რომელიც ასახავს მძაფრ ჭიდილს ლიბერალიზმს და კონსერვატორებს შორის. Ძალიან მსგავსია საქციელი, თავდაპირველად პირქუში, ცივი და დაღვრემილი გამომეტყველება, ხოლო რამდენიმე ჭიქა ღვინის, ლუდის ან ჭაჭის/რაკიის შემდეგ, ან საერთოდ მათ გარეშეც, უარესი სტუმართმოყვარეობა და მეგობრობა როგორც ჭირში ასევე ლხინში.
სხვათაშორის, არ ვიცი ქართული მხარე რატომ პასიურობს, მაგრამ მათგან წამოვიდა რამდენიმე დადებითი სიგნალი, კერძოდ, რამდენიმე წლის წინ ვუჩიჩმა (რა სახსენებელია ეგ ნაძირალა ამ პოზიტიურ თემაში, მაგრამ იყოს) გამოთქვა სურვილი, კავკასიისა და ბალკანეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაწყებულიყო, ხოლო რამდენიმე თვის წინ ბელგრადის მერმა, ზორან რადოიჩიჩმა პირდაპირ განაცხადა, რომ ეს ორი ქალაქი ძალიან გავს ერთმანეთს და ერთობლივი ძალისხმევით წარმატების მიღწევა უფრო ადვილია.
http://www.beograd.rs/lat/beoinfo/1786876-...slicni-gradovi/
ერთი სიტყვით, ამ ორი ქვეყნის და ქალაქის წარსული აწმყო ერთმანეთის მკაცრად პარალელურია - ე.ი. მსგავსია, მაგრამ ერთმანეთი არასდროს გადაუკვეთავთ. იქნებ შევძლოთ და ჩვენ გადავკვეთოთ და წინსვლას ერთობლივი ძალით შევუდგეთ.
შემდეგ პოსტებში ამ ქალაქებზე დაწერილ გენიალურ სიმღერებს მოვიყვან, დასაწერი და სათქმელი კიდევ უამრავია, ახლა კი ამას მოუსმინეთ, თბილისო სერბულ ენაზე:
ვეთანხმები ამ იდეას, აუცილებელია არამარტო ბელგრადთან, ასევე ზაგრებთან, ლუბლიანასთან და ბალკანურ ქალაქებთან დაძმობილება, ხოლო პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ამ ქალაქებთან დაგვხატავდა! კარგი იქნება თუ კულტურულ და ეკონომიკურ ურთიერთობებს გავაღრრმავებთ. ასევე კარგი იქნებოდა საქართველოში სერბეთის, მაკედონიის, ჩერნოგორიის, ხორვატიის, სლოვენიის, ბოსნიაჰერცოგოვინის საელჩოები გახსნილიყო.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
დიდიმინდორი
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
დიდიმინდორი
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 6037
წევრი No.: 252399
რეგისტრ.: 28-August 19
#58857645
· 10 Feb 2022, 16:01 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ioane.mtacmindeli
QUOTE
ვეთანხმები ამ იდეას, აუცილებელია არამარტო ბელგრადთან, ასევე ზაგრებთან, ლუბლიანასთან და ბალკანურ ქალაქებთან დაძმობილება, ხოლო პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ამ ქალაქებთან დაგვხატავდა! კარგი იქნება თუ კულტურულ და ეკონომიკურ ურთიერთობებს გავაღრრმავებთ. ასევე კარგი იქნებოდა საქართველოში სერბეთის, მაკედონიის, ჩერნოგორიის, ხორვატიის, სლოვენიის, ბოსნიაჰერცოგოვინის საელჩოები გახსნილიყო.
თუნდაც იმ მიზნით, რომ სერბებმა რუსეთის ნაცვლად ნამდვილი მეგობარი ნახოს და დრაქის მიცემა შეწყვიტოს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
spider77
- OOOO -
ჯგუფი: Members
spider77
- OOOO -
ჯგუფი: Members
წერილები: 40268
წევრი No.: 104250
რეგისტრ.: 6-November 09
#58857706
· 10 Feb 2022, 16:21 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ioane.mtacmindeli
QUOTE
ვეთანხმები ამ იდეას, აუცილებელია არამარტო ბელგრადთან, ასევე ზაგრებთან, ლუბლიანასთან და ბალკანურ ქალაქებთან დაძმობილება
ლიუბლიანასთან თბილისი დიდი ხანია დაძმობილებილებულია, მაგრამ არავის ახსოვს ეს ფაქტი.
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%97%E1%...%83%A1%E1%83%98
--------------------
ლუგანსკი ბალისტიკური ფრთოსანი რაკეტა გრომით დაიბომბა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ioane.mtacmindeli
Crazy Member
ჯგუფი: Registered
ioane.mtacmindeli
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1990
წევრი No.: 14337
რეგისტრ.: 8-November 05
#58857728
· 10 Feb 2022, 16:30 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(დიდიმინდორი @ 10 Feb 2022, 15:01 )
ioane.mtacmindeli
QUOTE
ვეთანხმები ამ იდეას, აუცილებელია არამარტო ბელგრადთან, ასევე ზაგრებთან, ლუბლიანასთან და ბალკანურ ქალაქებთან დაძმობილება, ხოლო პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ამ ქალაქებთან დაგვხატავდა! კარგი იქნება თუ კულტურულ და ეკონომიკურ ურთიერთობებს გავაღრრმავებთ. ასევე კარგი იქნებოდა საქართველოში სერბეთის, მაკედონიის, ჩერნოგორიის, ხორვატიის, სლოვენიის, ბოსნიაჰერცოგოვინის საელჩოები გახსნილიყო.
თუნდაც იმ მიზნით, რომ სერბებმა რუსეთის ნაცვლად ნამდვილი მეგობარი ნახოს და დრაქის მიცემა შეწყვიტოს.
მშვენიერი აზრია, იქ თავისუფლათ შეიძლება ჩვენი თანამოაზრეების მოძებნა და ჩვენი სამეგობრო შემოკრებვა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
დიდიმინდორი
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
დიდიმინდორი
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 6037
წევრი No.: 252399
რეგისტრ.: 28-August 19
#58857757
· 10 Feb 2022, 16:40 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ioane.mtacmindeli
QUOTE
მშვენიერი აზრია, იქ თავისუფლათ შეიძლება ჩვენი თანამოაზრეების მოძებნა და ჩვენი სამეგობრო შემოკრებვა
მე პირადად მყავს იქაური ნაცნობები. მაგარი ხალხია.
ერთი ძალიან სპეციფიკური თვისება აქვთ რაც ძალიან მახალისებს და რაშიც ერთიერთში გვგვანან. კერძოდ, თავიდან ყველანი ცივები და დაღვრემილები ჩანან, სახეებიც ჩვენსავით გაქვავებული აქვთ, მაგრამ როდესაც უახლოვდები, რადიკალურად იცვლებიან... ჭაჭა, რაკია, ცეკვა სიმღერა წავიდა ჰაიტ...
* * *
spider77
QUOTE
ლიუბლიანასთან თბილისი დიდი ხანია დაძმობილებილებულია, მაგრამ არავის ახსოვს ეს ფაქტი.
ლუბლიანა ვიცით, ქუჩაც გვაქვს მისი სახელობის, თუმცა ეგ სია ძალიან მოკლეა, არ ეკადრება თბილისის რანგის ქალაქს.
* * *
ახლაც იტყვით, არ გავსო?))))
* * *
P. S. მოდერებს მინდა მივმართო,
სანამ ეს ქალაქები არ დაძმობილდებიან და მათ შორის ურთიერთობი უფრო ყოფით, ეკონომიკურ კულტურულ ინფრასტრუქტურულ და სხვა საკითხებზე არ დავა, მანამდე ეს თემა პოლიტიკურია, სახელმწიფოთა შორის ურთიერთობს ეხება და შეგნებულად გავხსენი იმ განყოფილებაში. ასეთი იდეა რომ რეალიზდეს, საჭიროა ბევრმა ადამიანმა გაიგოს და აზრი გამოთქვას, თორემ მეც ვიცი რომ თბილისის განყოფილება ცალკეა, საერთოდაც, აქ ავიდგი ფორუმული ფეხი და არ გამიჭირდებოდა თემის აქ გახსნა.
ასე რომ, გაითაითვალისწინოთ ჩემი თხოვნა და დააბრუნოს თემა ჩემი აზრით, მისთვის ყველაზე შესაბამის გამყოფილებაში, და ღმერთმ ქნას, რომ მალე ქალაქებს შორის ყოველდღიური ურთიერთობები იმ დონეზე ავიდეს, რომ ამ თემის ისევ თბილისის განყოფილებაში გადმოტანა გახდეს საჭირო.
This post has been edited by
დიდიმინდორი
on 10 Feb 2022, 16:53
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
SunsetLover
Crazy Member
ჯგუფი: Members
SunsetLover
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2368
წევრი No.: 264858
რეგისტრ.: 20-December 21
#58859972
· 11 Feb 2022, 11:50 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
საკმაოდ კარგი და საინტერესო ქალაქია ბელგრადი, თბილისსაც ჰგავს ისე რაღაცით უფრო მაგრამ უფრო ბათუმს დავაძმობილებდი :დდ
--------------------
Tyler Durden: We're the middle children of history, man. No purpose or place. We have no great war. No great depression. Our great war's a spiritual one...our great depression...is our lives.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
დიდიმინდორი
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
დიდიმინდორი
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 6037
წევრი No.: 252399
რეგისტრ.: 28-August 19
#58860217
· 11 Feb 2022, 13:06 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
SunsetLover
ბათუმთან რატომ? ბათუმი უფრო დუბროვნიკთან სპლიტთან ან მონტენეგროს რომელიმე ზღვისპირა ქალაქთან უფროა შესაბამისი.
* * *
მოდერებს გავუმეორებ თხოვნას. თემა ჯერჯერობით პოლიტიკურია!
* * *
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
TSK2030
Member
ჯგუფი: Registered
TSK2030
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 51
წევრი No.: 265447
რეგისტრ.: 6-February 22
#58863417
· 12 Feb 2022, 13:38 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
როდემდე უნდა ვიყოთ ამ ილუზიებში. არც სერბეთი და მით უმეტეს, არც საქართველო, არ წარმოადგენს დამოუკიდებელ მოთამაშეს საერთაშორისო არენაზე. ამიტომ, რომელი ქალაქი რომელს დაუძმობილდება, ამას არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, მაქსიმუმ, ვიღაც ჩინოვნიკები წავიდნენ-წამოვიდნენ და დრო ატარონ რესტორნებში.
სერბეთი გეოგრაფიულად მდებარეობს ევროპაში, მაგრამ მართლმადიდებელია, ამიტომ გერმანია-საფრანგეთს და რუსეთს შორის არის გაჩხერილი.
საქართველო გეოგრაფიულად მდებარეობს მცირე აზიაში (ფაქტობრივად) და გაჩხერილია რუსეთსა და თურქეთს შორის. ეს არის მოცემულობა.
სერბებს არჩევანი აქვთ გერმანია-საფრანგეთსა და რუსეთს შორის.
ჩვენ არჩევანი გვაქვს რუსეთს და თურქეთს შორის.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
დიდიმინდორი
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
დიდიმინდორი
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 6037
წევრი No.: 252399
რეგისტრ.: 28-August 19
#58863609
· 12 Feb 2022, 14:47 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
TSK2030
მე არ. მიწერია რომ თბილისი და ბელგრადი მსოფლიოს ცენტრებია მეთქი.
QUOTE
არც თბილისი და არც ბელგრადი მსოფლიოს გეოპოლიტიკური ვექტორის განმსაზღვრელი ცენტრები არ ყოფილან, მაგრამ მათზე ასახულია კაცობრიობის ისტორიის ყველა მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო მოვლენა, ასახულია როგორც სარკეში, პირდაპირ და შეულამაზებლად, ხოლო მათგან არტისტული ცეცხლის დანთებაამ ამ ქალაქებში მცხოვრებ ხელოვნებსა და რიგით ადამიანებს შეუძლიათ
მაგრამ ფაქტია, რომ ორივე თავისი რეგიონის არაოფიციალური იმპერიის ბოჰემური კულტურული და პოლიტიკურეკონომიკური ცენტრია.
და ეკონომიკური და პოლიტიკური სიდუხჭირე დაძმობილებას ხელს არ უშლის. პირიქით, მეტი სტიმულია გამოწვევების ერთობლივი ძალებით დასაძლევად.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
დიდიმინდორი
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
დიდიმინდორი
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 6037
წევრი No.: 252399
რეგისტრ.: 28-August 19
#58867815
· 13 Feb 2022, 20:47 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გასაგებია (თუმცა მცდარი) ამ თემის პოლიტიკიდან თბილისში გადატანა, მაგრამ აქ გადმოტანა, ზოგად დისკუსიებში, საერთოდ რაში ჯდება?!!!
ისევ თბილისში ყოფილიყო აჯობებდა. თემატურად შესაბამისი მაინც იყო.
ხანდახან მოდერაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. უკმაყოფილება თითქმის ყოველდღე გამკითქმის.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Link
ჯგუფი: Members
Link
ჯგუფი: Members
წერილები: 13354
წევრი No.: 5493
რეგისტრ.: 19-June 04
#58867964
· 13 Feb 2022, 21:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
დიდიმინდორი
ნამყოფი ხარ ბელგრადში? )
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
General Discussion
|
იქით
»
Pages:
(2)
[1]
2
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0320 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.