ამდენი და ამხელა საცობები რატომ არის ვერ ვხვდები ქალაქში. ვცხოვრობ ე.წ. გარეუბანში, რაც მე ვიცი
გლდანში ასვლა-ჩამოსვლა საშინელი საცობია გზას აგებენ ზაფხულიდან მოყოლებული და პატრონი არ ყავს იქაურობას
მუხიანიდან რო დაკრუგავ ფრესკოს მხრიდან და შეშელიძეზე გინდა ჩასვლა მანდაც გიწევს ლოდინი შუქნიშნამდე
სარაჯიშვილს რო გაცდები ხიდის იქითაც საცობია ხოლმე მაკდონალდამდე
ცალკე თემქაზე ზღვის კიბეებიდან შუქნიშნამდე მანდაც არის
ფეიქრებზე ხომ საშინელებაა ორჯერ მომიწია მარშუტკით და ნახევარ საათზე მეტი ნელა მიდიოდა
სარაჯიშვილის ხიდიდან შეშელიძემდეც საღამოს საათებში კაი გრძელი რიგია ხოლმე
ვერ გავიგე, ტექდათვალიერება შემოიღეს, ტაქსები შეამცირეს, ეს საცობები რატომ არის რა საშინელებაა, მანქანით გასვლა აღარ მინდა, საერთოდ სურვილი დამეკარგა. ყველგან სადაც არ უნდა წახვიდე იჭედები
ვაკე-საბურთალოს რაიონი რა იქნება წარმომიდგენია
ჯერ ელემენტალურად ისე დადიან ავტომობილები, რამდენჯერაც მარშუტკით ან ტაქსით ან მანქანით მომიწია გასვლა, იმდენჯერ ვფიქრობ ხოლმე რო სახლში ცოცხალი ან მოვალ ან არა. ძალიან ბევრი არაპროფესიონალი მძღოლია, შემთხვევით რომ აიღეს მართვის მოწმობა, გინდა უფროსი ხალხი. რაღაცა რეფორმა არის გასატარებელი, არ შეიძლება ესე. არც ნიშნებს აკვირდებიან არც არაფერი
ეს ყვითელი მარშუტკები საცოდაობაა. გატენიან ხოლმე, მარტო 10-15 კაცი ფეხზე დგას, ავარია რო მოხდეს 30 ადამიანი დაიღუპება. გააძვირონ და იარონ ხშირად, ფეხზე დგომაც აიკრძალოს, არც კონდენციონერს რთავენ ზამთარ-ზაფხულ. იმდენი დარღვევა ხდება, ეს ხალხი კიდე ხმას არ იღებს მონასავით არის
საწვავი ძვირია
პროდუქტები ძვირია
საყოფაცხოვრებო ნივთები ძვირია
ხელფასები მიზერული
დოლარი 3.0-ზე
ადამიანი გინდა თუ ცხოველი პატრონი არ ყავს არაფერს
გლეხი ყველას ფეხებზე კიდია
რა უნდა აკეთო ამ ქვეყანაში რო წარმატებული იყო არ მესმის. მერე იტყვიან ამდენი ხალხი რატომ მიდის საზღვარგარეთო

P.S. ვიღაცას ხელი არ აუცდეს და ნაცი ხარო რაღაცეები არ დამიწეროს ფრთხილად იყავით არ შემომეგინოთ. საერთოდ არ მაინტერესებს პოლიტიკა, არჩევნებზეც არ დავდივარ ვის უნდა მივცე ხმა ეგეც არ ვიცი ყველას იმედი გადამეწურა იმდენი უაზრო დაპირებებია. ფეისბუქზე რო ლინკები მომდის მაგაზეც ვღიზიანდები, როგორ შეიძლება ინტერნეტში, ტელევიზორში, რადიოში სულ პოლიტიკაზე საუბარი. ამაზრზენია. არცერთ აქციაზე არ ვარ ნამყოფი, არ მიმაჩნია სწორად ქუჩაში გამოსვლა