საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება ან მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება 500-დან 1000 ლარამდე დაჯარიმებას გამოიწვევს 26.02.2018საქართველოში წვრილმანი ხულიგნობისთვის ჯარიმის რაოდენობა იზრდება. შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა.
ცვლილებებით, წვრილმანი ხულიგნობისთვის ჯარიმა 100 ლარის ნაცვლად, 500 ლარიდან 1000 ლარამდე იქნება. კერძოდ , კანონპროექტით, წვრილმანი ხულიგნობა – საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი ქმედება, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს არღვევს, გამოიწვევს დაჯარიმებას – 500 ლარიდან 1000 ლარამდე თანხით. იმ შემთხვევაში, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით აღნიშნული ზომის გამოყენება არასაკმარისად მიიჩნევა, გათვალისწინებულია 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება.
ამასთან, ცვლილებებით, ზემოაღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პირს იარაღის ტარების უფლება სამი წლის ვადით ჩამოერთმევა.
https://1tv.ge/news/sazogadoebriv-adgilebsh...bas-gamoiwvevs/* * * * * *
2 წელი გავიდა და იქნებ სტატისტიკა დადოთ, რამდენი დაჯარიმდა გინების გამო
"The measure of a good city is one where a child on a tricycle or bicycle can safely go anywhere." - Enrique Peñalosa