

რუსთავი 2 წარმოგიდგენთ საქართველოში ყველაზე მაშტაბურ შოუ-რეალობას “იდეა, ფული და ერთი შანსი” და გიწვევთ მასში მონაწილეობის მისაღებად.
თქვენ მოგეთხოვებათ გქონდეთ ორიგინალური ბიზნეს-იდეა ან გამოგონება, ხოლო საჭირო ფულის და ყველაზე მსხვილი ბიზნეს-პარტნიორების პოვნის შანსს ჩვენ მოგცემთ!
პირადად გააცანით თქვენი იდეები საქართველოს ყველაზე წარმატებულ ბიზნესმენებს. ისინი მზად არიან საუკეთესო ბიზნეს-იდეები საკუთარი ფულით დააფინანსოს და მართვაშიც დაგეხმარონ!
http://idea.rustavi2.com/video/idea.wmv::წესებიპროექტში “იდეა, ფული და ერთი შანსი” მონაწილეობის მსურველი წერილობით მოკლედ წარმოადგენს თავის ბიზნეს-იდეას თუ გამოგონებას, მიუთითებს და მოკლედ დაასაბუთებს მის განსახორციელებლად საჭირო თანხის მოცულობას;
ყველა შემოსული განაცხადიდან საბანკო ექსპერტები 80-მდე ყველაზე რეალურ, ორიგინალურ და მომგებიან ბიზნეს-იდეას გადაარჩევენ; საჭიროების შემთხვევაში, გადარჩეულ ბიზნეს-იდეათაAავტორებს ისინი პირადად შეხვდებიან და შოუსთვის უკეთ მოსამზადებლად კონსულტაციას გაუწევენ;
შემდგომი ეტაპი წინასწარი გადარჩევის შედეგების გამოცხადება და ფინალისტებთან გასაუბრება იქნება;
უშუალოდ შოუს მსვლელობისას, ფინალისტები პირადად შეხვდებიან მონაწილე ბიზნესმენებს და თავიანთ ბიზნეს-იდეასა თუ გამოგონებას წარმოუდგენენ, აჩვენებენ ნაწარმს, ნახაზებს, ყოველივეს რასაც თავად მიიჩნევენ საჭიროდ საკუთარი იდეის უკეთ ასახსნელად;
თუკი ფინალისტი ჩათვლის, რომ ჩიხში შევიდა ან მკაფიოდ ვერ გადმოსცა საკუთარი ბიზნეს-იდეა, მას უფლება აქვს ითხოვოს წუთ-შესვენება, რომლის დროსაც სტუდიაში მყოფ საკუთარ მხარდამჭერთან გაივლის კონსულტაციას; ბიზნესმენებს ხმათა უმრავლესობით შეუძლიათ მისცენ არ არ მისცენ ფინალისტს წუთ-შესვენების უფლება;
ბიზნეს-იდეის წარმოდგენის მსვლელობისას, ბიზნესმენებს შუძლიათ შეაწყვეტინონ ფინალისტს პრეზენტაცია და მაშინვე დაიწუნონ მისი პროექტი, ან დაინტერესების შემთხვევაში, დამატებითი კითხვები დაუსვან მას;
თუკი ერთი ან რამდენიმე ბიზნესმენი დაინტერესდა წარმოდგენილი ბიზნეს-იდეით, მაშინ მის ავტორთან იქვე იწყება ინვესტირების მოცულობასა და პირობებზე მოლაპარაკება. ფინალისტს შეუძლია ევაჭროს ბიზნესმენებს, შესთავაზოს რამდენიმე მათგანს თანამონაწილეობა, წამოაყენოს თავისი პირობები, დათანხმდეს ან უარყოს ბიზნესმენთა მიერ შეთავაზებული ესა თუ ის საპარტნიორო წინადადება;
თუკი ფინალისტი და ცალკეული ან რამდენიმე ბიზნესმენი შეთანხმდნენ ინვესტირებაზე, მოგვიანებით ისინი დამოუკიდებლად შეხვდებიან ერთმანეთს და იურიდიულად გააფორმებენ საპარტნიორო ურთიერთობას. სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2” ან სატელევიზიო შოუს ავტორები ურთიერთობის ამ ეტაპში აღარ მონაწილეობენ და არც რაიმე ფორმით ერევიან.
რას ფიქრობთ ამ შოუზე?! ისა ამ განყოფილებაში თემა არასოდეს არ გამიხსნია და სწორად გავხსენი თუ ფლეიმშI უნდა გამეხსნა?! თU მასეა მოდერს ვთხოვ მაპატაიოს.
Truth is, everybody is going to hurt you; you just gotta find the ones worth suffering for." -Bob Marley