#55575888 · 10 Dec 2019, 15:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დღეს, 10 დეკემბერს ქართული ოცნებიდან წასვლის შესახებ კიდევ ერთმა დეპუტატმა, ალექსანდრე ერქვანიამ განაცხადა.
ის მეთოთხმეტეა, რომელმაც 14 ივნისიდან დღემდე უმრავლესობა დატოვა.
შესაბამისად, ახლა ქართული ოცნება პარლამენტში 90 დეპუტატით არის წარმოდგენილი. იმისთვის, რომ პარტიას პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა ჰქონდეს, 76 დეპუტატია საჭირო.
უმრავლესობის რღვევა 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ კანონპროექტის ჩაგდებამ გამოიწვია. კენჭისყრის დღეს, 14 ნოემბერს პარლამენტში ქართული ოცნების 104 დეპუტატი იყო.
ალექსანდრე ერქვანიამდე უმრავლესობა დატოვა ჯანდაცვის კომიტეტის უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემაც. მანაც "განხიბვლის მიზეზად" სწორედ 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ კანონპროექტის ჩაგდება დაასახელა. თუმცა, ზოიძეს უმრავლესობა არ დაუტოვებია იმავე დღეს, რომელ დღესაც კენჭისყრა ჩატარდა.
პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ, რამდენიმე საათში მმართველი პარტიის და შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ განცხადება 7-მა დეპუტატმა გააკეთა:
თამარ ჩუგოშვილმა; თამარ ხულორდავამ; სოფიო ქაცარავამ; ირინე ფრუიძემ; გიორგი მოსიძემ; ზაზა ხუციშვილმა; დიმიტრი ცქიტიშვილმა. მოგვიანებით უმრავლესობის დატოვების შესახებ განცხადება მარიამ ჯაშმაც გაავრცელა.
დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობასა და პარტიას მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი ბეგაძეც ტოვებს.
ანუ 14 ნოემბერს უმრავლესობა 9 დეპუტატმა დატოვა.
მომდევნო დღეს, 15 ნოემბერს უმრავლესობა დატოვა ფრაქცია კონსერვატორების 3-მა წევრმა:
ზვიად ძიძიგურმა; ნინო გოგუაძემ; გიგა ბუკიამ. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქართული ოცნება საკონსტიტუციო უმრავლესობას ფლობდა 115 დეპუტატით. თუმცა, მას შემდეგ რაც 2019 წლის თებერვალში ქართული ოცნება ჯერ დავით ჭიჭინაძემ, შემდეგ კი ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა და ბექა ნაცვლიშვილმა დატოვეს, მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა.
უმრავლესობის წევრს, ზაქარია ქუცნაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება 20-21 ივნისის, გავრილოვის ღამის შემდეგ შეუწყდა. ვანო ზარდიაშვილს კი რამდენიმე დღის წინ. პარლამენტი მან საკუთარი ნებით დატოვა.
--------------------
ავე მე
|