basa-tttეს ამონარიდია ალეკო ცინცაძის წიგნიდან .ვთვლი რომ მეგალითებს პირდაპირი კავშირი აქ ქალდეასთან.
,,ლეონტი მროველის ერთ-ერთ ხელნაწერზე ასეთი მინაწერი იკითხება:,,აქა მწიგნობრობა დაიწყეს ქართული ადამს აქეთ ,,ძღიბ "წელსა"
,,ძ"-3000+,,ღ"-700+,,ი"-10+,,ბ"-2=3712 წელს.
გავყვეთ ამ კვალს.როცა ითქმის:,,ადამს აქეთ",იგულისხმება ქართული დასაბამითგანი;ქვეყნის გაჩენიდან ,ადამიდან,ანუ დასაბამითგან.ათვლის სათაედ თუკი ქრისტეშობას ავიღებთ,მივიღებთ-
5604-3712=1892 წელს ,ძველი წელთა აღრიცხვით."
,,როგორც ვხედავთ,დასაბამითგანის დადგენის მექანიზმი მარტივია.იგი ეყრდნობა ე.წ.მიბმის,ანუ სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანეს რომელიმე თარიღს და მოქცევებს,წელთააღრიცხვის მსხვილ ერთეულებს,ციკლებს.მისი დადგენის საწყისი თარიღი ისე აირჩევა,რომ ციკლის ერთ-ერთი ბიჯი ზუსტად დაემთხვეს მიბმის თარიღს,ხოლო შემდეგ უკვე წინასწარ არჩეული რაოდენობით გადაითვლება ციკლები უკუმიმართულებით.
ის რომ არსებობდა ქართული კალენდარი იოანე ზოსიმემ შესანიშნავად იცოდა თუმცა არაფრის შეცვლა არ შეეძლო გარდა გზავნილისა რომელიც მომავალში გამოუშვა იმ იმედით რომ ვიღაცა მის აზრებს ჩაწვდებოდა.
128 წლიანი ციკლებით ხდებოდა კალენდარული სისტემის წარმოება მის ერთერთ გზავნილშია.
,,დიდება შენ დაღმერთო რომელმან ღირს მყავ და მომმანდე ცოდვილსა ამას აღსრულება საქმეი ესე'' წერს იოანე ზოსიმე გზავნილში სადაც წარმართული ჯვარია გამოსახული და ზედ პირჯვარის გადაწერის მიმართულებით წერია ლ,ც,ყ,თ.ლას-ი ცან ყარ თან.ყართან ღანია
,,ყარ'',რიგითი სათვალავით:
ყ(26)+ა(1)+რ(19)=46
,,ღან''რიცხვ-მნიშვნელობით:
ღ(700)+ა(1)+ნ(50)=751 ე
ერთად, ,,ყარ''-ისა და ,,ღან"-ის ჰემატრიები
46751 სწორედ ამდენი დღეა 128 წლიან ციკლში დღეთა რაოდენობა წამის სიზუსტით46751/128=365.2421875
ი(10)+ო(16)ა(1)+ნ(14)+ე(5)=46 ზ(7)+ო(16)+ს(20)+ი(10)+მ(13)+ე(5)=71ანუ მისი სახელის ჰემატრიაც არასრულად მაგრამ განგებ შერჩეულია 4671
კაცი იოანე ზოსიმე ღმერთს თავს ხომ არ გაუტოლებდა?! ამიტომაც თავის სახელში ხორციელი ღმერთის ფარულულად აღმნიშვნელი ციფრი 5 გამოტოვაქართული ანბანი რომ რიცხვების ფუნქციასაც შეიცავდა ამაზე უკვე არაერთხელ დავწერე და არგუმენტები საკმარისზე მეტია ნაპოვნი."
დაფიქრდით შეიძლება ანბანი იყოს მაშტოცის შექმნილი ან რომელიმე სხვა დამწერლობის მერე ,ისეთი სირთულის ინფორმაციას შეიცავდეს სადაც დღეღამის ხანგრძლივობა წამის სიზუსტეა,
https://www.youtube.com/watch?v=p1E7V6V6btM 1:44:30 დან ნახეთ რაულ გვეტაძის მოხსენება საინტერესოა, მთვარის უზუსტესი კალენდარი ქართულ ანბანში,ვისი შეიძლება ყოფილიყო ეს ანბანი თუ არა ღმერთის რომელიც ქართულ ენაზე განიკითხავს
"იოანე ზოსიმეს წერილის ასოების რიგით სათვალავთა სრული ჯამი=8050-ს იოანე ცდილობდა ხელნაწერში რომელიც რამოდენიმეჯერ გადაწერა შეენარჩუნებინა ეს რიცხვი და სწორედ ამიტომ ის შეგნებულად ცვლიდა ქართული სიტყვების ასოთა შემადგენლობას, ალეკო ცინცაძის მიგნებამდე მკვლევარებს ეგონათ რომ ის ვერ ხედავდა დაწერილ ტექსტს და მჩხიბავიც კი შეარქვეს მგონი თუმცა რა იცოდნენ თუ რამხელა საიდუმლოს გადმოცემას ცდილობდა იოანე თავის გზავნილში როცა ის მას წერდა.უზუსტეს კალენდარზე ზემოთ დავწერე უკვე, ეჭვგარეშეა რომ ქართული ასომთავრული არაა მხოლოდ აბუგუდუ მას ქირუმები რიცხვებადაც იყენენდნენ და არაერთი ასტრონომიული მოვლენა აღბეჭდეს ქართულ სიტყვებში რომელიც უშუალოდ ანბანის და მისი რიცხვმნიშვნელობების გათვალისწინებით იქმნებოდა ფინიკიურდა არამეულ დამწერლობამდე.
,,მივუბრუნდეთ ისევ 8050-ს,რა უნდა იყოს წერილის ასოების რიგით სათვალავთა სრული ჯამი-8050?
ან რატომ გვგონია რომ 8050 ხელნაწერის ამონახსნის შემოწმების საშუალებას მოგვცემდა?
rატომაა იგი ასე მნიშვნელოვანი?
იმიტომ ,რომ8050ქართული უზუსტესი კალენდარის, ,,წელიწადი"-ს,ე.ი.ხელნაწერის მთავარი ამონახსნის რიცხვ-ნიშანთა ჯამია.
როცა გაირკვა რომ,,ოთხმეოც და ათოთხმეტი წელი"-ა,ხოლო94 ამ სიტყვის რიგოთ სათვალავთა ჰემატრიაა,ლოგიკურად ცხადი გახდა რომ მისი რიცხვ-ნიშანთა ჰემატრია,ხელნაწერში უნდა ყოფილიყო:წ(4000)+ე(5)+ლ(30)+ი(10)+წ(4000)+ა(1)+დ(4
)=8050
ეს საშუალებას ქმნიდა ქართული კალემდარული ლექსიკიდან გამოგვერჩია ერთაფერთი სიტყვა,რომლის ჰემატრიები94 და 8050-ია"
რიგით სათვალავთა ჯამი წ(31)+ე(5)+ლ(12)+ი(10)+წ(31)+ა(1)+დ(4)-ი=94 .ი ბრუნვის ნიშანია და ჰემატრიაში სათვალავად არ გამოიყენება.
მზის შესწავლის ციკლიც 25წლიანია.ლეონტი მროველიც ასე წერს:,,ჰმსახურობდნენ ღმრტსა უხილავსა,დამბადებელსა ყოვოლისასა''.ანუ ზემოთ მიღებული,,მზ''სასურველია სევავსოთ,თანაც ხმოვანი სიტყვის დასრულებისთვის აუცილებელი ხდება.შევსება უნდა მოხდეს იმგვარად რომ რიგით სათვალავთა ჰემატრია 25 გახდეს.საჭირო ხდება ,,მზ''-სანბანის მეხუთე ასო დავუმატოთ,სწორედ ,, ბედად''იქაც ხმოვანი ზის;მხოლოდ ამგვარად მივიღებთ სიტყვას ,რომელიც ტან 47-ს მოგვცემს და რიგით სათვფალავთა ჰემატრიაც 25-ის შიგნით მეხუთე ნომრით,რიგითი სათვალავით კი ქართულ ანბანში ასო ,,ე''-ა
მზე
ანუ იმ სიტყვას რასაც ველოდით,მზე შეიქმნა და როგორც ჯავახიშვილი თვლის,იმდენად მნიშვნელოვანი გახდა, ,,განდევნა ''კიდეც წინარე ქართველური სიტყვა.სიტყვაწარმოქმნის პროცესი თითქმის დასრულებულია,მაგრამ რატომ?როგორც ზემოთ ითქვა,ზ.სიტჩინმა ბიბლიასა და ებრაული ღმერთის (იაჰვე/იეღოვა)ჰემატრიაში გაჩენილი 72დაუკავშირა პრეცესიას,ანუ იმ პროცესს,რომ ცარგვალი 72წელში ერთ გრადუსიან ბრუნს აკეთებს.სწორედ ამ რიცხვს იძლევა განახლებული სიტყვა მზებუდობა- 72
მზე 25+ბუდობა47=72
***********************************************************
მართლაც დამთხვევების შანსი მცირეა თუ მთლიანად წიგნში მოყვანილ მაგალითებს გაეცნობით მაგალითად მზებუდობის მსგავსად მთვარეობა =72 გარდაამისა სიტყვა მთვარე პირდაპირ დაკავშირებულია მთფვარის კალენდრის ციკლთან
ღ(25)მ(13)ე(5)რ(19)თ(9)-ი=71 მისი პირველი რიცხვი 7-მთვარის თვის ფაზაში,კვირის დღეთა ,იგივე დროის რიცხვია,ხოლო მეორე ,ისევ ერთია.
იგივე პროცესი ჩანს ბაბილონში.მან შუმერულ შვიდივე ღვთაებას ერთ ღმერთში დაუდო ბინა,სექმნა ტოლობა7=1,ანუ ქართული ღმერთი თავისი 71-ის ტოლი ჰემატრიით,ისევ ბაბილონური ღმერთის ,7=1-ის კოდია.
ღმერთების საუფლო სასუფეველი ცარგვალია,
ც(29)ა(1)რ(19)გ(3)ა(1)ლ(12)-ი=71
"ქართულში მზე ღმერთის ერთი უძველესი სახელია,,დღე,დღესინდელი"ხევსურული ღვთაებრივი ტრიადის მზექალ ,,დღე დღესინდელი"ეწოდება.ჰჰემატრიით ,,დღე"ცალკეული დღეების მზის ღვთაება ჩანს, ,,დღესინდელი"კი მთლიანი წლის;მისი ჰემატრიაც 99
დ(4)ღ(25)ე(5)ს(20)ი(10)ნ(14)დ(4)ე(5)ლ(12)-ი=99
Eს მატრიარქალური პერიოდის უმაღლესი ღვთაებაა და მასში მზე ქალღმერთის რიცხვის მიგნება იმ დროს ქართული ანბანისა და ჰემატრიის არსებობის უტყუარი დადასტურებაა. Aსევე სიტყვა მ(13)ა(1)მ(13)ა(1)ღ(25)მ(13)ე(5)რ(19)თ(9)-ი=99
ქართული ასოები გამოიყენებოდა ჰემატრიისთვისაც და სიტყვები გამიზნულად იქმნებოდა.
* * *
თუშური კილოკავი ახალ წელს,,წინწალს"არქმევს და ისიც
წ(31)ი(10)ნ(14)წ(31)ა(1)ლ(12)-ი=99
* * *
,,ღმერთი იყო,სიტყვა იგი''
,,ხელოვნურად შექმნილი სიტყვები...თითზე დაითვლება''
ივანე ჯავახიშვი თვლიდა ,რომ ,,წელიწადის ორ ნაწილად ოდინდელი გაყოფის კვალი არაერთი კულტურული ერის უძველესი ხანის მეტყველებისა ტერმინების ანალიზითაც ირკვევა.''წელიწადის ორ ჟამად გამყოფი,,ზამთარი'' და ,,ზაფხულია ''.ესეიგი ის პერიოდები სადაც მზებუდობა უწევს.(,,გაზაფხული'', ,,შემოდგომა '',უკვე მათგან ნაწარმოები სიტყვებია ).მზებუდობა კი მზის ამოსვლის უკიდურეს იძლევა,რომელთა შორისაცაა 47* (გრადუსიანი) რკალი.
ივანე ჯავახიშვილმა ცხადყო,რომ თუშური ლოცვის :,,ცხრა ოც და სამ წმინდა გიორგი''183 დღეს,ანუ ნახევარ წელს შეესაბამებოდა (183+183=366),აქაც ისევ მზისგან 47*-იანი რკალის გავლის დროა დაფიქსირებული.
* * *
კიდევ ერთხელ გავიხსენოთ სერ ჯოზეფ ნორმან ლოკერი და მის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი არქეოლოგები.მათაც უნდა გავუგოთ მათაც ხომ არ იცოდნენ ,რომ საკულტო ნაგებობების ნანგრევებში მოყოლილი წარწერები ნორმან ლოკერის სიმართლეს ამტკიცებდა?!(ნაგებობების გათხრამდე ვერც ლოკერს წარმოედგინა ვენერაზე ორიენტირებულ ტააძრის ნანგრევებში ამ ღვთაებისადმი მიძღვნილი ხოტბის არსებობა).თავიდანვე გამოვამზეუროთ ქართული სიტყვის ასტრონომიულ ინფორმაციაზე ორიენტირების კიდევ ერთი არგუმენტი, ,,ნანგრევებში მოყოლილი ,, წარწერა";ასე უფრო გამარტივდება შეხედულებების თანხვედრა, ,,შემთხვევითი დამთხვევის"არგუმენტის თავიდანვე გამორიცხვა.
(ჯოზეფ ნორმანმა მეგალითების დათარიღების ახალი სისტემა შემოიღო რომელიც ნაგებობის აგების მომენტში ცაზე არსებული ვარსკვლავთ განლაგება ჩანდა)
* * *
ზემოთხსენებული უკიდურესი წერტილის მაფიქსირებელი სიტყვა ,,მზებუდობა" კომპოზიტია,მზის გარდა მასში შედის ,,ბუდობა",იგი აფიქსირებს მზის ამოსვლის უკიდურეს წერტილს. დავთვალოთ ამ სიტყვის რიცხვული შიგთავსი,თუკი გამიზნული გზავნილი,ხელოვნურადაა შექმნილი და ასტრონომიული ინფორმაციის მატარებელი სიტყვაა,ერთადერთი ვარიანტია ,47-ის ტოლი უნდა იყოს, ჰემატრიის დიდოსტატი ჩვენი წინაპარი ასეთი,,ცხადი" გზავნილის შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებდა;მართლაც:
ბ(2) უ(22) დ(4) ო (16) ბ(2) ა(1),
2+22+4+16+2+1=47.
საოცარი და უდავო არგუმენტია(!!!). თქმა არ უნდა,ჰემატრიული არგუმენტები ამ არეალში მრავლად იქნება,მაგრამ აქ დაახლოებითი სულ ცოტა 10 მილიარდან ერთია,სხვა ყველა ვარიანტში იგი გააზრებული შედეგია.
დავრწმუნდით სიტყვა ,,ბუდობა"-ს ხელოვნურობის, ,,ბუდე"-დან ნაწარმოები გზავნილის ყველა წინასწარი ნიშანი აქვს.შეგვიძლია ჩავთვალოთ,რომ სიტყვის შემქმნელებმა იცოდნენ 47 გრადუსიანი რკალის არსებობა და იყენებდნენ ამას. ამიტომაც დაარქვეს მზის უკიდურესი ამოსვლის წერტილის შესატყვის მოვლენას ,,მზებუდობა".მზე,,ბუდე"-ს წელიწადში ორჯერ ეწვევა ,ეს სიტყვაც ,ალბათ, ,,წელიწადის "(2X47=94) თანადროულია,მზის ცაზე სვლასთან დაკავშირებით კიდევ ერთი მოვლენა გვაქვს,ბუნიობა, რასაც ,,დღე-ღამ სწორება"-ს არქმევს ძველი ქართული. ამ დროს დღე და ღამე თანაბრდება,დავთვალოთ სიტყვა ,, სწორება"-ს ჰემატრია ს(20)წ(31)ო(16)რ(19)ე(5)ბ(2)ა(1),
20+31+16+19+5+2+1=94(!)
რადგან წინარექართულ სინამდვილეში წელი ბუნიობით იწყებოდა წლის დასრულებამდე,ესეიგი ისევ სწორებამდე მოსვლამდე 94*-ის გავლას ასწრებდა.
* * *
ისმება ,მართლაც აუცილებლად გასათვალისწინებელი კითხვა:როგორ და რა ალგორითმით იქმნებოდა ,,ასტრონომიულ ინფორმაციაზე ორიენტირებული",,საკულტო"სიტყვები?
ერთია ხელნაწერის გაშიფვრა და მეორეა ენაში ხელოვნურად შექმნილი სიტყვების მიგნება.ამით მდგომარეობა დიამეტრალურად იცვლება, ,,რეგიონის ისტორიის კვლევაში ახალი ერა იწყება." სიტყვის შექმნის მექანიზმს.ეტიმოლოგიისთვის,რო
მლებიც იცნობენ ამ სიტყვის წარმოქმნის ვერსიებს(ჯერჯერობით ,ეს სიტყვა საიდუმლოდ დავტოვოთ)და კარგად იციან ისიც,რომ მისი წარმომავლობის საკითხები სესწავლილი აქვთ,ისეთ ავტორიტეტებს როგორებიც ჯავახისვილი და მარრია,რა თქმა უნდა ,მიუღებელი იქნება მისი ხელოვნურად შექმნის იდეა.ისიც ცხადია,რომ ეს კარდინალურად ცვლის არაერთ ენათმეცნიერულ და ისტორიულ ასპექტს,მაგრამ რიცხვულალბათური ფაქტები ჯიუტია და ამ საკითხის დეტალურად განხილვა მოგვიწევს:დაახლოებით აღვადგინოთ იგივე პროცესი,რაც სიტყვათა შექმნის დროს ქურუმთა კასტაში ხდებოდა.
სწავლულებს პირველ რიგში უნდა ჩაეწერათ 47.ეს რიცხვი უმნიშვნელოვანესია,რადგან ამ სიდიდის რკალზე გადაადგილდება მზის ამოსვლის წერტილი წლის განმავლობაში.ამ დროს მათ ციფრები არ ქონდათ,ასოები კი 47 ჩაიწერება ასე:
,,მ-ზ"(!).(მ-40;ზ--7;40+7=47,,მზ"საოცარია,47 ანბანურად ,,მზ "-ა თავიდანვე გაირკვა,სიტყვა,,მზე"-ს შექმნისკენ მივდივართ,ნუღარ დავივიწყებთ,რომ ქურუმთა იეროგლიფის,,წელ"-ს შუაში სწორედ მზის გამოსახულება იყო,ამიტომ მის შექმნას ქურუმები სხვას ვერ ანდობდნენ;მითუმეტეს,თუ იცოდნენ,რომ სამყაროჰელიოცენტრულია
"საქართველო ტიტანთა,ღმერთების მიწაა!
ბერძნული ჰემატრიით ტიტანის რიცხვი666-ა,თუ იგივე ტრადიცია ქართულში გრძელდება,მაშინ 666ქართულშიც უნდა თამაშობდეს განსაკუთრებულ როლს...თანაც ,666 შუმერისთვის სიბრძნის ნიშანი იყო:
666ბაბილონში გაკერპებული იყო:
666 მეფეთა მეფე ფარნავაზის ჰემატრიაა და ის დიდი მიწიერი და ღვთიური მისიის ნიშანია:
წინარექრისტიანული პერიოდის ქართველი ქურუმები თავს ღვთისშვილებად ,მიწიერ ღმერთებად,ყოვლის შემოქმედი მამა ღმერთის შვილებად,ტიტანებად თვლიდნენ და ამ საიდუმლოს მიგნებას ფარავდა სწორედ 666 და ეს უნდა ჩანდეს ქართულ ჰემატრიაში.
ღ(25)მ(13)ე(5)რ(19)თ(9)-ი,ანუ ვკრებთ,ყველა რიცხვს თითოეული ასოს რიგით სათვალავამდე და შემდეგ ვპოულობთ მათ ჯამსაც:
(1+2+3+...+25)+(1+...+13)+(1+...+5)+(1+...+19)+(1+...+9)=666
,,ღმერეთი''- ფარული რიცხვი=666
666 ფიგურირებს სარწმუნოებრივად უმთავრეს ქართულ სიტყვაში...და მისი შემთხვევითად გამოჩენის ალბათობა უსასრულოდ მცირეა.
ქართული სიტყვა ,,ღმერთი''-ში დაფარული წინარექრისტიანული დროის ქართველ ღვთიშვილთა გზავნილია.
უ(22)ფ(23)ა(1)ლ(12)-ი
მისი რიგითი სათვალავის ჯამი=58
ხოლო ფარული რიცხვი-(1+...+22)+(1...+23)+1+(1+...+12)=608
ამათი ჯამი=666
ფ(500)+ა(1)+რ(100)+ნ(50)+ა(1)+ვ(6)+ა(1)+ზ(7)=666
ი(10)ყ(26)ა(1)ლ(12)თ(9)ო(16)
გამოვთვალოთ მისი ფარული რიცხვი:
(1+..+10)+(1+...+26)+1+(1+...+12)+(1+...+9)+(1+...+16)=55+351+1+78+45+136=666
ფ(23)ა(1)რ(19)ნ(14)ა(1)ვ(6)ა(1)ზ(7)=72 ''
როცა ასეთ ფაქტებთან მაქ საქმე მინდა არ მინდა მჯერა როცა მეუბნებიან რომ ქართული უძველესი ენაა მსოფლიოში
This post has been edited by gubaz_merve on 8 Dec 2015, 15:43