#57157245 · 12 Nov 2020, 20:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე გარდაიცვალა
აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე გარდაიცვალა. იგი, ბოლო პერიოდში მძიმე დაავადებას სიმსივნეს ებრძოდა.
ავთანდილ ბერიძე 2012-2016 წლებში აჭარის უმაღლეს საბჭოს ხელმძღვანელობდა.
"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 2012-2016 წლების საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის - ავთანდილ ბერიძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს, თანამებრძოლებსა და საზოგადოებას, რომლის სამსახურშიც იყო სიცოცხლის ბოლომდე.
ავთანდილ ბერიძემ მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება საქართველოსა და მის უსაყვარლეს კუთხეს - აჭარას მიუძღვნა. ეროვნული მოძრაობის დასაწყისშივე ის აქტიურად ჩაება ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში, რომლის უმთავრეს პრინციპებს უშურველად უერთგულა. სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის პარალელურად, ყოველთვის იდგა იმ ადამიანების გვერდით, ვისთვისაც საქართველოს წინსვლა, აღმშენებლობა ცხოვრებისა და მოღვაწეობის უპირველესი მიზანი იყო",- ნათქვამია უმაღლესი საბჭოს განცხადებაში.
პარლამენტის ყოფილი წევრი ბიძინა გუჯაბიძე გარდაიცვალა
ეროვნული მოძრაობის წევრი, ორი მოწვევის პარლამენტარი, ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი, ბიძინა გუჯაბიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ ოჯახის ახლობლებმა დაუდასტურეს.
მათი ინფორმაციით, ბიძინა გუჯაბიძეს გულთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. ის გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა.
ცნობისთვის, ბიძინა გუჯაბიძე 1956 წლის 24 თებერვალს დაიბადა. ბიძინა გუჯაბიძე 2004 და 2012 წლებში საქართველოს პარლამენტის დეპუტატი იყო.
--------------------
You will do what I say, when I say; Back to the front!
|