გამარჯობა. პირველ რიგში, გირჩევდი მიაქციო ყურადღება ტექნიკურ მხარეებს, იქიდან გამომდინარე, რომ ტექ/ მხარე და უსაფრთხოება ბოლო დროს სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება საიტის რანჟირების პროცესში.
შესაბამისად, ასეთ თანმიმდევრობას გირჩევდი:
Page objects
SPF records
Inline CSS
Page cache
Nofollow-ინგ თეგი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საიტის რანჟირების დროს. თუ ნოუფოლოვი გაქვს დიფოლტად დაყენებული, მოხსენი და Dofollow დააყენე, წინააღმდეგ შემთხვევაში წონა არ მიეცემა საიტს საძიებო სისტემაში. დიდი ალბათობით, შენს CMS-ში იქნება ამ ტეგის რეგულირების ფუნქცია.
Alt-ები დააყენე სურათებზე. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს მათ ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება, მაინც აქტუალურ პრობლემად რჩება. საკვანძო ფრაზა/სიტყვა ჩაწერე უბრალოდ.
და მერე უკვე დანარჩენი.
გადაამოწმე, ხელმისაწვდომია თუ არა საიტი როგორც www.site.ge, ასევე site.ge მისამართებზე. თუ ორივე მისამრთზე არის ხელმისაწვდომი, საძიებო სისტემა აღიქვამს ამ ორ აბსოლუტურად იდენტურ გვერდს როგორც სხვადასხვა გვერდს და, შესაბამისად, გვერდი ვერ აღწევს იმ პოტენციალს, რომელსაც შეუძლია რომ მიაღწიოს. htaccess-ში ჩაწერე შესაბამისი ორდერი.
თუ კიდევ გექნება შეკითხვები, მოგვმართე:
ms-georgia.com