#55583591 · 12 Dec 2019, 14:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არ გვაკლია მოტივაცია? არ მუშაობს სისტემა ხალხისთვის.
წახვედი სკოლაში და რისთვის წახვედი? უგუნური, ბოროტი და არასასიამოვნო მასწავლებლები ძალადობენ შენზე ფსიქოლოგიურად წლები და შეიძლება ამას ვერც ხვდები. გაჩვევენ თუ როგორ უნდა იყო მორჩილი, საცოდავი და როგორ უნდა მოკეტო.
გაჩვევენ რომ თუ მოკეტავ, თუ ყველაფერს იზამ რასაც გეტყვიან დაგაჯილდოვებენ ან უბრალოდ არ გაგლანძღავენ და მთელი კლასის წინაშე არ შეგარცხვენენ. მშობლებმა ეს ყველაფერი იციან, მაგრამ ეს ნორმალური და კარგი ჰგონიათ, ფიქრობენ რომ ასე უნდა იყოს.
ვერავინ ვერ გპასუხობს რისთვის უნდა ისწავლო და იწვალო, იმისთვის რომ 300-900 ლარი გქონდეს? იმისთვის რომ ნორმალურადაც ვერ იკვებებოდე, ვერ ერთობოდე, ვერ ყიდულობდე ნორმალურ შენტვის სასურველ ნივთებსაც კი? სწავლა სწავლისთვის მე მხოლოდ ამ ახსნა ვუძებნი, უნდა ისწავლო იმისთვის რომ სწავლის უნარი გქონდეს, მაგრამ ეს არის საკმარისი იმისთვის რომ მოტივაციად გამოდგეს?
საქართველოს მოსახლეობა, შეშინებული, დეპრესიული და ამავდროულად ბოროტია. თუ მცირე ძალაუფლება მაინც გაქვს, გაგეგებიან ფეხქვეშ, ყველაფერი გაგივა, მაგრამ თუ ჩვეულებრივი მოქალაქე ხარ ფაქტობრივად არ არსებობ, არავინ ხარ.
უფლებები არ გაქვს, შენი ხმა არავის ესმის, თვითონ საზოგადოება და სოციუმი გბლოკავს.
მოტივაცია რომ გქონდეს ადამიანს რაღაც მომავლის სურათი უნდა შეჰქმნა შენს გონებაში, რომლის ასრულებაც სიამოვნებას მოგანიჭებს, მაგრამ რეალურად რა შესაძლებლობა გვაქვს? ისწავლი სკოლაში უნიში და წლების მერე შეიძლება 1000-2000 ლარი გქონდეს, რაც კომიკურია აი რა უდნა ქნა ამ ფულით? სახლს ვერც იქირავებ ნორმალურს. ან რა ვიცი შეურაცხმყოფელი არ არის ადამიანი უმაღლეს განათლებას რომ მიიღებ, პატიოსნად რომ ისწავლი, ამის შემდეგ ვიღაც გაკადრებს 1000 ლარიან სამსახურს(რეალურად ამასაც ვერ იპოვი სახე თუ არ აიხიე).
იქნება ნიჰილიზმი რასაკავირველია, მაგრამ მე ვხვდები რომ ეს ნიჰილიზმი აწყობთ, ვხვდები რომ ნიჰილიზმი არის მათი ერთ-ერთი უდიდესი იარაღი, ამიტომაც დავპირდი მე ჩემს თავს და აქამდეც არცერთი არჩვენები არ გამიმაზავს, შეიძლება პოლიტიკურად აქტიური ვერ/არ ვარ იმ მხრივ რომ აქციებზე სიარული და ა.შ. არ შემიძლია იმიტომ რომ ჩემთვის ყველა მხარე ნაგავია, ყველა მხარე მატყუებს, ყველა მხარე მიყენებს, მაგრამ იმას მაინც ვხვდები რომ საბოლოოდ ყოველთვის არის უარესი და უკეთესი, ამიტომაც ყოველთვის ვცდილობდი უკეთესი შემომეხაზა.
ან ქუჩაში რა ხდება, სრული დეპრესიის, შიში და პიროვნული დეგრადააციის აურა იგრძნობა.
იცით რა მიკვირს? როცა ყველა ჩვენგანმა ვიცით რომ დღესაც კი შეიძლება დავიხოცოთ, რატომ ვაძლევთ ჩვენზე უფრო უინტელექტო,არაფრისმაქნის და ბოროტ ხალხს უფლებას თავზე დაგვასხდნენ? რა აზრი აქვს ასეთ ცხოვრებას? რამდენჯერ მოგვექცნენ უსამართლოდ? რამდენჯერ არ ვიმსახურებდით ცუდად მოპყრობას? რამდენჯერ ვიმსახურებდით ბევრად მეტს?
წარმოიდგინეთ დავიხოცეთ ხვალ, როგორი დიდი იქნება სინანული იმის რომ ხმა არ ამოვიღეთ, იმის რომ ჩვენი დამოკიდებულება არ დავაფიქსირეთ ხმამაღლა, იმის რომ თავი დავხარეთ იქ სადაც არ უნდა დაგვეხარა?
This post has been edited by არისტოტელე999 on 12 Dec 2019, 14:10
--------------------
ქალაქში მტვერში წაიქცა ბავშვი...
Pastor just told me I'm toxic I don't need help, I need options
|