რატომ, ინფორმაციაც შეიძლება გაიგო ხშირად, თუმცა ეგ არაა პირდაპირი დანიშნულება. მაგისთვის გაზეთი არსებობს

სადღეგრძელოს მიზანია:
ა) სუფრის სტრუქტურირება, მოწესრიგება, რაიმე ერთ (იდეაში კარგ) კალაპოტში მოქცევა და წარმართვა. ყვველა თავისას რომ არ უბერავდეს და პურობა ბალაგანს არ დაემსგავსოს.
ბ) ადამიანების დაპროგრამება (ჭამა-სმის დროს მოსმენილი სიტყვები უფრო კარგად ინერგება ქვეცნობიერში) სასიკეთო მიმართულებით და მათში კეთილშობილური გრძნობების აღძვრა. მარტო მოსმენა ხომ არაა, თითოეული ადამიანი წარმოთქვამს იმავე სადღეგრძელოს სხვადასხვა სიტყვებით და ამის წყალობით კიდევ უფრო უჯდება ძვალ-რბილში ეს ყველაფერი.
გ) სადღეგრძელოების დიდი ნაწილი იგივე ლოცვაა (უზენაესი ძალისგან ან უბრალოდ სამყაროსგან ამა თუ იმ სიკეთის და წყალობის გამოთხოვა).
დ) გამხიარულება ხალხის და მათთვის სიამოვნების მინიჭება. კარგი თამადა ისე ლამაზად ჩამოაყალიბებს აზრს, ზოგჯერ ხუმრობასაც გაურევს, ზოგჯერ გულს აგიჩქროლებს, ზოგჯერ კარგ ლექსს ან ციტატას ჩააქსოვს მოხდენილად... მოკლედ შემოქმედებაა. როგორც კონცერტზე, იუმორისტულ შოუზე ან თეატრში იყო, ისეთი ვარიანტია.
ე) ურთიერთობის ფორმაა ერთგვარი. დამუღამება უნდა უბრალოდ.
აქ მპოსტავების უმეტესობა ბანძ სუფრებზეა ნამყოფი და საკუთარ გამოცდილებას აზოგადებს.