axalirevolucia
Super Mishist

       
ჯგუფი: Members
წერილები: 27534
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09
|
#55594338 · 15 Dec 2019, 06:42 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ყველა ჩვენს სხეულში დღეღამეში მილიონი შეცდომიაანი, მუტაციანი უჯრედი წარმოიქმნება. მათ როგორც ერთს, პოულობს იმუნიტეტი და ანადგურებს. ტ ჰელპერები და კილერები, როგორც მატრიცაში მფრინავი რობოტები დასდევენ პოტენციური კიბოს უჯრედებს და ანადგურებენ მათ. ვენაცვალე, გენაცვალე! მიყვარხარ იმუნიტეტო!
მაგრამ თუკი შეცდომით წარმოქმნილი უჯრედები ძალიან ჰგავს მასპინძლის ჯანმრთელ უჯრედებს
იმუნიტეტი მას ვერ პოულობს, ვერ არჩევს, ვერ ახდენს იდენტიფიცირებას. და ეგ უჯრედები იწყებენ ზრდას მასპინძელი ორგანიზმის ხარჯზე.
როგორც პარაზიტი ბუჩქები რო მიაჯდება ალვის ხეებს (ფითრი ქვია მაგ პარაზიტ მცენარეს) ხა წოვს ხეს ენერგიას, იკვებება მასპინძლის სხეულით, ასევე სუქდება, მრავლდება იტოტება და კიბოვდება კობოიან ავადმყოფში კიბო. საწყალი მასპინძელი ჯერ ჯყოდა არ შეებრძოლა, მერეა და ჯიუტი სიბეჯითით კ ვ ე ბ ა ვ ს კობოს. ზრდის, ამრავლებს.
ჯანდაბას ეს შეცდომები, იქნებ ის ოხერა, კეთილთვისებიანი მაინცაა? ანუ იზრდება, ფუმფულდება, ადგილს იკავებს, რაღაცეებს ჭყლიტავს, მაგრამ არის თავისთვის, არც სხვა ორგანოს ფუნქციაში ერევა და არც მრავლდება, ეგაა რო, საჭმელს თხოულობს და ჯანდაბას, ჭამოს, ოღონდ ნუ იქნება ავთვისებიანი.
მაგრამ თუ..
მაგრამ თუ ეს , მის მიერვე გამოკვებილი , ზედმეტად გასუქებულ გაძლიერებული ქსოვილი კიდევ ჯინაზე მოინდომებს : სხვა ფუნქციების შესრულებას, არჩევნებში გამარჯვებას, მოდუსის სათავისოდ დაყენებას რუსთაველზე, კეთილთვისებიანი გადაიქცევა ავთვისებიანად.
ჩემი დიაგნოზი ასეთია. საქართველოს სისხლმა და სნერგიამ - ბ ი უ ჯ ე ტ მ ა ზარდა და ასუქა კექტიური "კაიბიჭისძმაკაცნათესავი, მოდი თბილად იყოს" ქსოვილი.
ესაა კეთილთვისებიანი პროცესი. მისი მანიფესტირება მოხდა ხელოვნურკ ჩაძიებით, მოძებნა, კრგანიზება, მანიფესტირებით.
კი, ის ჭამს მასპინძელი სხეულის სისხლს, ენერგიას და ჟანგბადს, მაგრამ მისი რაოდენობა ხარისხში არაა გადასული.
ხო ვნახეF მოულოდნელად გიგანტური დემონსტრაციები ინაშვილის და "ოჯახის სიმტკკცის" დაძახებაზე.
ისინი უფრო მტკიცე ერთობებია, ვიდრე ეს, გუშინდელი, იმიტომ რომ გუშინდელი ბიუჯეტით ნაკვები ქსოვილი, ისევ ბიუჯეტით ორგანიზებულ-ტრანსპორტირებული იყო.
საქმე ისაა, მივცემთ თუ არა ჩვენ საშუალებას, ჩვენით გამოკვებილი ქსოვილი ისევ ჩვენი ენერგიით (ბიუჯეტით) მალიგნიზირდეს -კეთილთვისებიანიდან კიბოდ(ავთვისებიანად) გარდაიქმნას.
პრევენცია, მკურნალობა მდგომარეობს ბიუჯეტის (ენერგიით გაჯერებული სისხლის) გაკონტროლებით. ნებისმიერი კიბო დამარცხდებოდა მასპინძელთან ბრძოლაში, მასპინძლისგან რომ არ იკვებებოდეს. და მასპინძელს რომ არ ატყუებდეს, შენიანი ვარო.
ბიუჯეტით პროსამთავრობო კვებულები ყველა ქვეყნის ანატომიური წარმონაქმნია. ბუნებრივი ხარჯი და გვერდითი ეფექტია, ოღონდ, სანამ იცის თავისი ადგილი სხეულში.
ნებისმიერი მთავრობა უნდა იცვლებოდეს 1 ან 2 ვადის (მაქსიმუმ) შემდეგ. თუ ამას ბარიერად ბიუჯეტიდან კვებულები ბლოკავენ, გამოდის რომ მასპინძელ სხეულს ზედმეტად გამოუკვებია ეს მასა, საკუთარი სიჯანსაღის (მთავრობათა ცვალებადობა/კათარზისი/კონკურენცია/პრესინგი მთელ მოედანზე) საზიანოდ.
ხოდა. ვიფიქროთ საკუთარ ბიუჯეტზე, რომლითაც ვკვებავთ ტორმუზს.
პ.ს. პიროვნულად არცერთი დემონსტრანტი არ მიმაჩნია პრობლემად ან ავადმყოფობად. პირიქით, პროტესტი აპრიორ პატრიოტულია. ეგ ხალხიც რაღაცას აპროტესტებს, (თუმცა ლარს არ გადაიხდის საკუთარი პროტესტის გასამყარებლად). პრობლემად მიმაჩნია ის როლი, რომლის აკიდებასაც ჩვენი საერთო ბიუჯეტის ენერგიით მოისურვა მთავრობამ მათთვის.
ყველა ბიუჯეტი მთელი ხალხისაა და მით უფრო ბიუჯეტის შემვსებლების ყველა მთავრობა ეცდება ჩვენი ფულით ტახტზე მუდმივად ჯდომა გაიჩალიჩოს.
ეძებეთ გამოსავალი ინტერესთა ამ კონფლიქტიდან..
ჩვენი ბიუჯეტი როგორ გავხადოთ პროსახეკმწიფო და არა პროსამთავრობო. მთავრობა 100 კაცია, სახელმწიფო 3,7 მლნ.
This post has been edited by axalirevolucia on 15 Dec 2019, 07:06
--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.
ბიძინა უნდა გაბანძდეს!
|