პატარა უფასო ტუტორიალი მინდა ჩამოვწერო მათთვის, ვისაც პროფესიონალი აპარატი აქვს და თვად არ არიან პროფესიონალი ფოტოგრაფები.
ფოტო-აპარატს მხოლოდ 3 ძირითადი მაკონტროლებელი აქვს, რომლებზეც წვდომა მხოლოდ იმ შემთხვევაში გეძლევათ, როდესაც მექანიკურ რეჟიმში აყენია აპარატი (ჩასართავ რგოლზე აქვს უმეტეს კამერას "M" უწერია, Manual) ესენია:
• გადაღების სიჩქარე (Shutter Speed)
• ƒ-სტოპი (ფოკუსის სიღრმე)
• ISO (სტანდარტიზაციის ინტერნაციონალური ორგანიზაცია)
სანამ თითოეულ მათგანს განვიხილავთ, მუდამ გახსოვდეთ, რომ სინათლე არის უმთავრესი ფაქტორი. ობიექტივში შემომავალი სინათლის ოდენობა განსაზღვრავს ამ სამივე პარამეტრის რეგულაციას. სინათლე შესაძლოა კადრის იმ ადგილიდან ავიღოთ, რომელიც მოგვესურვება (რომელიც უფრო ნათელია). სენსორიან მონიტორიან კამერებზე პირდაპირ ვაწვებით განათებულ ადგილს, ხოლო ისე, ისრების მიმართულებით ვცვლით იმ ადგილს, საიდანაც კადრიდან სინათლე გვსურს დავიჭიროთ:
-> ანუ, ღამით, შეგვიძლია ლამპიონიდან ავიღოთ სინათლე და გამოვიყენოთ სურათის ღამე გადასაღებად, ოღონდ ლამპიონიც კადრში უნდა იქნას მოქცეული (მერე შეიგვიძლია ამოვჭრათ).
ახლა დავუბრუნდეთ სამ უმთავრეს პარამეტრს, რომელზედაც სრული კონტროლი გვაქვს.
• • • გადაღების სიჩქარე (Shutter Speed) • • •
გადაღების სიჩქარის არეალი, გრუბად რომ ვთქვათ, მოიცავს 30 წამიდან 1/4000 წამს შორის ნებისმიერ დროს. რაც უფრო დიდ დროზე დავაყენებთ, მით უფრო სტაბილურად უნდა გვეჭიროს აპარატი ხელში გადაღების პროცესის მიმდინარეობისას (დაჩხაკუნება).
1/4000 არის ყველაზე ჩქარი დრო უმეტესი ფოტოაპარატისთვის. ამ სიჩქარით გადასაღებად საკმაოდ ბევრი სინათლეა საჭირო. როგორც მიხვდით გადაღების სიჩქარე სინათლის ოდენობის პირდაპირ-პროპორციულია.
• • • ƒ-სტოპი (ფოკუსის სიღრმე) • • •
რაც შეეხება ƒ-სტოპს, სურათზეა მოცემული მისი მოქმედების ზონა. რაც უფრო დაბალ ციფრზე აყენია, მით უფრო პრტყელია ფოკუსი. წარმოიდგინეთ ორმაგი შუშის კედელი, რომელთა შორის მანძილსაც ვზრდით და ვაპატარავებთ ƒ-სტოპის მეშვეობით. ესეც პირდაპირ-პროპორციულია სინათლის ოდენობის, ანუ, რაც უფრო ღრმა არეა გვსურს მოვაქციოთ ფოკუსში, მით უფრო მეტი სინათლე გვჭირდება.
• • • ISO (სტანდარტიზაციის ინტერნაციონალური ორგანიზაცია) • • •
ISO არის უკანასკნელ იარაღად გამოსაყენებელი პარამეტრი, რომელიც ელექტრონულად უმატებს მთლიან კადრს განათებას (ექსფოჟერს), ანუ როდესაც არ გვაქვს საკმარისი სინათლე და შესაბამისად გადაღების სიჩქარეც იმდენად ჩქარი გვიყენია, სანამ ხელი საერთოდ არ გვიკანკალებს (დაახლოებით 1/15 წამი), ფოკუსიც ყველაზე ვიწრო გვიყენია და მაინც არ გვყოფნის სინათლე, მხოლოდ მაშინ ვუმატებთ იზოს, რადგან წინააღმდეგ შემთვევაში მას შეუძლია დააზიანოს ფოტო ხმაურის შემოტანით (თეთრი წერტილები სურათის მუქ ადგილებში).
სულ ესაა, დანარჩენი პრაქტიკას მოითხოვს და აპარატზე ამ სამი კონტროლის ღილაკის პოვნას საჭიროებს.
წარმატებები
This post has been edited by Cxvirchatlaxa2 on 15 Dec 2019, 09:04