ეჭვმიტანილებში ბასილაშვილიც ფიგურირებს! ახალი სკანდალი ჩოგბურთში
დათო მანჯავიძე
თამაშების ჩაწყობით სომხური მაფია გახლდათ დაკავებულიდანაშაულებრივ სქემაში 135 ჩოგბურთელი იყო ჩართული
გერმანულმა გამოცემებმა ZDF და Die Welt ჩოგბურთში ჩაწყობილ მატჩებთან დაკავშირებით სკანდალური ინფორმაცია გაავრცელეს, სადაც ირიბად საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილიც ფიგურირებს.
ZDF Sport
✔@ZDFsport
Weltweit sind mehr als 135 Spieler im #Tennis-Wettskandal involviert. Nach Infos von @ZDF & @welt läuft aktuell auch ein Ermittlungsverfahren gegen einen deutschen Spieler. Zudem soll ein Spieler aus den Top 30 der Weltrangliste beteiligt sein.
https://kurz.zdf.de/8PM/ 18
8:05 PM - Dec 15, 2019
Twitter Ads info and privacy
See ZDF Sport's other Tweets
როგორც ირკვევა, დანაშაულებრივ სქემაში ერთბაშად 135 მოთამაშე გახლდათ ჩაბმული. მათ შორის რეიტინგის ტოპ 30-ში მყოფი ჩოგბურთელი, ვისაც ATP-ს 3 ტურნირი აქვს მოგებული.
როგორც ფრანგული Sport 365 იუწყება, მოქმედი მოთამაშეებიდან აღნიშნულ კრიტერიუმს მატეო ბერეტინი (იტალია), დიეგო შვარცმანი (არგენტინა), ალექს დე მინორი (ავსტრალია), ბენუა პერი (საფრანგეთი) და ნიკოლოზ ბასილაშვილი აკმაყოფილებენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველ ჩოგანს აქტივში გერმანიის ქალაქ ჰამბურგში მოპოვებული 2 ტურნირი აქვს, ერთხელ კი ჩინეთის დედაქალაქ პეკინში იმარჯვა.
გერმანული ვებგვერდების ცნობით, ახალ მასშტაბურ სკანდალის მოთავე სომხური მაფია გახლავთ, რომელიც მატჩების ჩაწყობაზე ერთბაშად შვიდ ქვეყანაში მუშაობდა.
გამოძიების მთავარი მოწმე ჯერჯერობით უცნობი გერმანელი ჩოგბურთელია, რომელიც გარიგებულ თამაშებში თავად მონაწილეობდა.
თავდაპირველად, საქმე ბელგიურმა პოლიციამ აღძრა, ახლა კი, მასში გამოძიების ფედერალური ბიუროც (FBI) არის ჩართული.
https://popsport.com/article/18616-echvmita...k6TdzFry23om_LUკარდინალი, მოდი ცავატანემ, ჩვენები არიან გლავნები <3