როცა უკრაინის წინა პრეზიდენტმა ჩამომართვა მოქალაქეობა და მაინც შემოვედი უკრაინაში, დამიჭირეს და ვიჯექი უშიშროების იზოლატორში რამდენიმე დღე, მთავარი უბედურება ის კი არ იყო, რომ ციოდა საკანში, მთავარი პრობლემა იყო, რომ არ მქონდა „აიფონი“, კინაღამ ჭკუიდან გადავედი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა კიევში, ახალგაზრდებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„გუშინაც აქ საუბარი გვქონდა, რომ ნულოვანი ტოლერანტობა დანაშაულის მიმართ იყო კარგი თუ არა. მაშინ სხვა გამოსავალი არ იყო. ჩემი აზრით, ადამიანის ციხეში ჩასმა არ არის გამოსავალი. არის ბევრი ახალი ტექნოლოგია. ამ გზის მეორე მხარეს არის უკრაინის უშიშროების სამინისტროს იზოლატორი. პირველად იქ აღმოვჩნდი 1986 წელს, ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის, როგორც პირველი კურსის სტუდენტი. მაშინ რაღაც სასწაულით დამაძვრინეს იქიდან. უფრო სწორად, რა სასწაულით, ბაბუაჩემი გაფრინდა ბებიაჩემის თანამშრომელთან ერთად მოსკოვში და ვიღაცას იქ რაღაც საჩუქრები ჩაუტანეს და თავი დამანებეს დროებით.
ახლა, ბოლოს, როცა უკრაინის წინა პრეზიდენტმა ჩამომართვა მოქალაქეობა და მაინც შემოვედი უკრაინაში, ეს იმათთვის, ვინც იძახის, რომ მიშას ეშინია შემოსვლა, აქ ხომ არ შემეშინდა ჩამოსვლა. მითხრეს, დაგიჭერთო, მე ვუთხარი – შემოვალ მაინც. შემოვედი.
ნუ დამიჭირეს რაღაც პერიოდში და ვიჯექი უშიშროების იზოლატორში რამდენიმე დღე, მგონი, ხუთი დღე. მთავარი უბედურება ის კი არ იყო, რომ ციოდა საკანში თუ საჭმელი, საჭმელზე უარი ვთქვი ეგრევე, ძაან გავხდი და კარგ ფორმაში მოვედი. მთავარი პრობლემა იყო, რომ არ მქონდა „აიფონი“. ამისგან კინაღამ ჭკუიდან გადავედი. საერთოდ აღარ ვიცოდი, რა ხდებოდა მსოფლიოში.
მე მიმაჩნია, რომ ყველაზე დიდი დასჯა ის კი არ არის, საკანში რომ ზიხარ. საკანში თუ ზიხარ და „აიფონს“ გაძლევენ და ინფორმაციას იღებ, ძალიან ადვილი ასატანია ყველაფერი. შენი ერთადერთი წყარო რომ არის, ჭუჭრუტანიდან რომ გიყურებს ვიღაც, იქ ძაან ცუდია. „აიფონი“ თუ მაქვს, დავჯდებოდი, შეიძლება, რამდენიმე თვეც ვმჯდარიყავი. ასე რომ, არსებობს ბევრი დასჯა ადამიანის“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
https://1tv.ge/news/mikheil-saakashvili-izo...a-ramdenime-tv/თუ აიფუნა არ გაქვს, რა კაცი ხარ ისე
Adam_Beyer -კარგით ნუ გვაყვედრით ამ სროლებს, თუ მართლა რამე გაქვთ გაკეთებული არავინ არ გავალდებულებდათ, უბრალოდ ალბათ მართლა ქვეყნის გამო აკეთებდით