გამარჯობა ქალბატონებო და ბატონებო.
უკვე 2020 წელი გვიახლოვდება,მაგრამ ამ განყოფილებას ნაკლებად ეტყობა. ისევ იგივე თემების
გადამღერება მიდის, ჯერ კიდევ ჩემს ბავშვობაში რომ არსებობდა.
თუმცა აქ განყოფილების დასაცინად არ მოვსულვარ, და არც პრომეთეს თანამედროვე ვერსია ვარ ცეხლი ჩამოგიტანოთ ოლიმპიდან.
სანამ თემის არსზე გადავალ მინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი!
დაესწარით მრავალს <3
თანამედროვე მამაკაცებმა არ იციან როგორ შეინარჩუნონ ქალი-ანუ როდესაც უკვე ქალის გულს დაიპყრობენ შემდეგ წინ ვეღარ მიდან და საბოლოოდ ყველაფერი სრულდება არც ისე კარგად.
რატომ ხდება ასე: ჩვენ არასოდეს დაგვჭირებია იმის ცოდნა თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავით შემდეგ,როდესაც ურთიერთობას გავაოფიცალურებდით,რადგან გვქონდა 3 ძლიერი ბერკეტი,რომელთა წყალობითაც ქალები პრომეთეს მსგავსად გვყავდა მიჯაჭვული.
ესე ბერკეტები იყო: ფინანსური მხარე,რელიგია და საზოგადოების აზრი.
მოვიდა მე-20 საუკუნე და ქალებმა ჩვენი დახმარებით მოახერხეს განთავისუფლება ამ მარწყუხებისგან. დღეს ქალს შეუძლია იყოს ფინანსურად
დამოუკიდებელი და გამოიმუშაოს მამაკაცზე მეტი თანხა. ასევე შემცირდა რელიგის და საზოგადოების ზეწოლა...ამიტომ დღეს ქალები
აღარ პატიობენ მამაკაცებს ღალატს,გულგრილ დაზერელე დამოკიდებულებას...
მოკლედ,კოდექსას თაობა და ჩვენი წინაპრები თუ ზემოდ ჩამოთვლილ ბერკეტებს იყენებდენ, ჩვენი თაობა დავრჩთ ხახამშრალი
რელურად დღევანდელმა მამაკაცებმა არ იციან, თუ როგორ შეინარჩუნონ ქალი და ისევ ძველი დროში ცხოვრობენ.
ბევრ კაცს ჰგონია მთავარია ქალი დაკერო,თორემ მერე შეგიძლია ფეხი-ფეხზე გადაიდო და როგორც მათი დედები აკლავდენ თავს ოჯახს ისე
მოიქცევიან მათი ცოლებიც

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ აღარ არის ეგრე.
დღეს ძალიან ბევრი გოგო აწყდება შემდეგ პრობლემას,როდესაც თავიდან ბიჭი არის აქტიური,უწყობს სუპრიზებს,ჩუქნის ბევრ პოზიტიურ ემოციებს და ეუბნება კომპლიმენტებს,მაგრამ როდესაც ურთიერთობაში აღმოჩდებიან (არ აქვს მნიშვნელობა ქორწინებაში თუ ისე ) ბიჭები იცვლებიან.
უკვე მოპოვებული ნადავლის შენარჩუნებას აღარ ცდილობენ და ურთერთობა მიჰყავთ ერთფეროვნებისკენ.
გოგო ვერ ხვდება და საკუთარ თავს უსვამს კითხვას: ეს რა ჯანდაბა ? ეს როგორ შემიყვარდა,ან ის ბიჭი რა იქნა მე რომ მიყვარდა ?
ნუთუ შემიცვალეს...ჩემი ბიჭი დამიბრუნეთ!
შემდეგ მიდის ქვითინი,ფსიქოლოგები,რომლებიც ეუბნებია: ეგრე ხდება,მობეზრდი უბრალოდ და ა.შ.
:down1:
არადა არ არის ეგრე
ეხ,ბიჭებო რომ იცოდეთ რა ცოტა რამე უნდათ ქალებს, ბედნიერად რომ იგრძნონ თავი და თქვენც ტვინი არ იმასგიქნან...
ძალიან ბევრ რამეს გაპატიებენ ქალები თუ იმ ცოტა რაღაცებს მისცემთ.
სულაც არ ყოფილან ქალები ისეთი მონსტრები