გამსახურდიას დროს მესმოდა, რომ რუსები ეზიზღებოდა (მამა მისი, კონსტანტინე ძაღლს რუსულად ელეპარაკებოდაო, ძაღლურთან უფრო ახლოაო) და "პერევაროტი" მაგიტომ გაგვიჩალიჩეს და სამაჩაბლოს ომიც.
ედუარდის დროს მესმოდა, რომ აღმოსავლეთ გერმანიის "გაცემისთვის" ეზიზღებოდა რუსეთის გენერალიტეტს და აფხაზეთის ომიც და სხვა უბედურებაც ამის ბრალია. ეგ იმის მიუხედავად, რომ დსთ-შიც შევედით და 4 ბაზაც დავუკანონეთ (მათ შორის ერთი აჭარაში, ერთი აფხაზეთში, ერთი ახალქალაქში).
სააკაშვილის დროს ორი ვერსია მოვისმინე:
ჟვანიამ, უბრალოდ პუწინი დაბალია და მაღალი ადამიანების კომპლექსი აქვსო.
პრადვინუტი სასტავი გვიყვებოდა, რომ ბატონმა მიშამ ბატონ ჰუილოს "ლილიპუწინი" უწოდა.
ბატონი გიგა გვიყვებოდა, რომ რუსეთს პირდაპირ ვკითხეთ, რა გინდათ სამაჩაბლო-აფხაზეთის ნაცვლად, გვითხარით, ბევრ რამეზე ვართ წამსვლელებიო.
ბოკერიას თქმით ამაზე გვიპასუხეს "ჯერ კარგად მოიქეცით და მერე ვნახოთ"-ო. (რაზეც
პრადვინუტი სასტავს უთქვამს, რომ ბატონი მიშა, შესაბამისად, რუსეთის კაცია)
ახლა ხელისუფლება გვყავს, რომელიც ღიად აცხადებს რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე ხმას არ იღებს (!!!) რომ არ გააღიზიანოს (და რამე სანქცია იქეთ არ გვიქნას).
ვაზელინიანი პოლიტიკის მიუხედავად, რუსეთი აგრძელებს ოკუპაციის ხაზის გადმოწევას, მათ შორის, გასცდნენ ადმინისტრაციულ საზღვართან და წარა მარა ახლოდ მცხოვრები ადგილობრივების სანადიროდ გადმოდიან უფრო შორსაც.
ხო და, არასწორად არ გამიგოთ, რუსოფობი არა ვარ და ჩემ აზრს არ გახვევთ, მაგრამ, იქნებ საქმე ჩვენ პრეზიდენტებში კი არა, რუსეთშია?
იქნებ ნორმალური ურთიერთობა ამ ქვეყანასთან უბრალოდ გამორიცხულია?