| #55602100 · 17 Dec 2019, 09:48  ·  · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი 
  რამდენად კანონიერია საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ფარული, დამალული კამერა ? ყოველგვარი გაფრთხილების ან აღნიშვნის გარეშე
 კანონებს რამდენადაც გადავავლე თვალი, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ან საჯარო სივრცეში (ლიფტი ითვლება საჯარო სივცეში?) კამერის დასაყენებლად საჭიროა მაცხოვრებელთა ნახევარზე მეტის ხელმოწერა და თუ დაყენდება, ამის შესახებ უნდა ეცნობოს ყველას (სტიკერის გაკვრა და ა.შ. იგულისხმება აქ ალბათ ხო ? )
 
 მოკლედ, როგორ გავარკვიო რამდენად კანონიერად არის დაყენებული ეს ფარული კამერა ?
 არის თუ არა მეზობლების ნახევარზე მეტის თანხმობა
 რატომ არ არის გაფრთხილება
 ვინ არის პასუხისმგებელი ჩაწერილ მასალებზე
 უწყვეტი მონიტორინგი მიდის ლაივ რეჟიმში თუ იწერს და ინახავს ფაილებს
 
 საერთოდ არ მსიამოვნებს ვიღაც უცნობი ჩემ გადაადგილებას უყურებდეს და ზეპირად იცოდეს როდის გავდივარ სახლიდან, როდის მოვდივარ, როდის არის ბავშვი სახლში მარტო და ა.შ.
 და თან ფარულად. სულ შემთხვევით აღმოვაჩინე ეს შეჩქმალული კამერა
 
 This post has been edited by Phenem on 17 Dec 2019, 09:54
 |