#56799070 · 7 Sep 2020, 17:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დღეს ძალიან ხშირად ამბობენ ოცნების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები რომ ოპოზიციის რეიტინგი ბოლო წლებში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, რომ ხელისუფლებას 60% იანი მხარდაჭერა გააჩნია, ოპოზიცია სუსტია და ა.შ
რაც საკუთარი თავის და მხარდამჭერების გამხნევებას უფრო გავს.
ჩემი აზრით ოპოზიცია ყველაზე სუსტი 2013-2014 წლებში იყო. შემდეგ დაიწყო ფერზე მოსვლა მაგრამ მაინც სუსტად რჩებოდა. 2016 წელსაც კი როდესაც ოპოზიციის ნაწილი გაკრეფილი იყო და მეორე ნაწილი დისკრედიტირებული მაშინაც კი ვერ შეძლო ქართულმა ოცნებამ 50%-ზე მეტის აღება. 2017 წლის თვითმმართველობაზე უკვე ჩანდა ოპოზიციის მოძლიერება თბილისში.
ბევრი კრიტიკაც ხვდება ოპოზიციას თითქოსდა მისი ნაკლებ აქტიურობის გამო. მე არ მგონია რომ ეს ასეა ძალიან ბევრი მიზეზის გამო. სამწუხაროდ ბოლო 2-3 თვის განმავლობაში ტოპ ნიუსები ტრაგიკულმა თემებმა დაიპყრო და მათი გაშუქებაც ძალიან არასასიამოვნო და მძიმე ფორმებით მიმდინარეობს და თავისმხრივ გადაფარა წინასაარჩევნო გარემო.
მოკლედ რას ფიქრობთ..
--------------------
This is Mirza Papuna Davitaia the best Georgian ever born. (C) Renny Harlin
|