საკრებულოს უმრავლესობიდან გარიცხული ერეყლე კუხიანიძე საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ საკორინთლოსთან ჩავიდა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გუშინ სცადა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა, თუმცა უშედეგოდ.
მისივე თქმით, ის ტყეში დაიკარგა და იძულებული გახდა უკან დაბრუნებულიყო.
„უნდა გადავსულიყავი იქ და ისეთ სიტყვებს ვიპოვიდი, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს გაათავისუფლებდნენ“- განაცხადა ყოფილმა დეპუტატმა.
ამასთან, კუხიანიძემ ანატოლი ბიბილოვს რუსულად მიმართა. „თუმცა უნდა გამოვნახოთ საერთო ენა და გავათავისუფლოთ ეს ადამიანი“.
დღეს თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარეს ერეყლე კუხიანიძეს უმრავლესობა დაატოვებინეს.
შეგახსენებთ, რომ ერეყლე კუხიანიძემ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა და მათ „იდიოტები“ უწოდა.
buy a forest and get lost in it
This post has been edited by A10 on 18 Dec 2019, 16:33
მიმაგრებული სურათი