axalirevolucia
Super Mishist

       
ჯგუფი: Members
წერილები: 27534
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09
|
#55645675 · 28 Dec 2019, 10:05 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ძვირფასო და სულზე უტკბესო შვილთა თაობავ. სისხლო სისხლთაგანნო, ათასწლეულის კარიბჭევ, მილლენიალნო, ჩემი სიბერის იმედო და ქვეყნის შანსო, რომ დავდგეთ ერად სხვა ერთა შორის.
პირველ რიგში გეტყვით, რომ მიყვარხართ , გვიყვარხართ და უბრალოდ, განწირულნი ვართ თქვენი სიყვარულისთვის - შვილები ხართ. წინა თაობა თავს შესწირავს მომავალი თაობის კარგადყოფნას და მის წარმატებულ რეპროდუქციულ არსებად დადგომას, ეს არათუ ქართულ, ჯიგრულ ქრისტიანულია, არამედ უნივერსალურია სიცოცხლისთვის. წინაპარი არსებები არათუ სანამ ადამიანნი გახდნენ, არამედ სანამ ცივსისხლიანნი იყვნენ, ამფიბიები, მაშინაც კი თავს სწირავდნენ შემდეგი თაობის, შვილების გადასარჩენად. ჩემი თაობა შერცხვენილია თქვენთან. კი, დროშად მაშინაც თქვენი კარგადყოფნა გვქონდა, მაგრამ თქვენი ხნისანი რომ ვიყავით, 20-30 წლისანი, ძალიან ცუდ ომთა კორიანტელში გაგვხვიეს, ღირსებაზე წამოგვიკიდეს და საშინელი შეცდომები დავვაშვებინეს თქვენს მიმართ, ქვეყნის მიმართ, მილენიუმის მიმართ.
ახლა რომ ვუყურებთ, შ ა ნ ს ი არსებობდა, რომ ეს შეცდომები არ დაგვეშვა, გავვევლო ბეწვის ხიდზე, გამოგვეჩინა ორჯერმთავრობისარჩევნებითშემცვლელი პოპულაციის სიბრძნე (რომელიც არ გვქონდა და დღესაც არ გვაქვს ,ჯერ), გამოგვეჩინა გეოლოლიტიკისა და ეთნოუმცირესობათსთანურთიერთობის ის ბაზისური მარტივი ცოდნა, რომელიც თუნდაც დღეს გვაქვს,. .. ვერ აღმოვჩნდით ძენ ბრძენები.
ძაან ბევრი ფაქტორი ამუშავდა და დაგვხვდა იმ ბაგირის მქნეველად, რომელზეც გვიწევდა გასვლა.
შევცდით. ვიომეთ მაგრამ ვერ მოვიგეთ, ეს სამყარო 7 გზის წაგებულ ქვეყანაში ჩვენ დაგახვედრეთ.
ჩვენც მოგვატყუეს და მოგვიგეს. არამარტო ჩვენ წავაგეთ ჩვენი შეცდომებით, (რასაც ვინანიებ და ბოდიშს ვითხოვ) არამედ მოინდომეს, განიზრახეს, აამოქმედეს მძლავრი ბერკეტები და მოვვიგეს.
ისინი იყვნენ ბევრნი და მატერიალურ არამატერიალურნი, ლოკალურნი და გეოგლობალურნი.ყველანი მტრები და ძლიერები.
არამატერიალური ჩვენი მტრები, რომლებიც თავგზას გვიბნევდნენ : -ცვალებადი ეპოქა, რომლის შემდეგ იმ იაპონელმა თქვა ისტორია დასრულდაო (იგულისხმა იმდენად მნიშვნელოვანი გადანაცვლება მოხდა დედამიწაზე, რომ იმპერიის მიერ წართმეულკ მესამედი მსოფლიო (სსრკ, აღმ.ევროპა, აზია აფრიკა,ამერიკის სამხრეთის ქვეყნები) ახლა უკვე გათავისუფლებულია და ამიერიდან აღარც ომი იქნება და აღარც საზღვრები შეიცვლებაო. - ცვალებადი სოციალური ფორმაცია. წარმოიდგინე, თურქეთის შემადგენლობაში დაპყრობილებს რომ გვქონოდა მარქსისტულ სოციალისტური დეკლარირებული გარანტიები და თურქეთისგან დამოუკიდებლობას რომ კაპიტალიზმზე გადასვლა დასჭირებოდა, ხომ იქნებოდა პროთურქული (ანუ პრომემარცხენესოცჯალისტური)მღელვარება ხალხში. - ცვალებადი რელიგიური მსოფმხედველობრივი დოქტრინა. მაშინ დედაწულიანად ასე მიიჩნეოდა, ვინაიდან საქართველოს ისტორია აკინძულია ქრისტიანობაზე, მარიამის წილხვედრობა, გიორგის შუბზე და კომუნისტებმა გვამყოფეს კოლონიად ეკლესიის დაჩაგვრა აკრძალვით, ჩავთვალეთ რომ ეკლესიაში გადაშვება სამართალსაც აღადგენდა და კ უ თ ვ ნ ი ლ მოგებასაც ხონჩით მოგვართმევდა, გარანტირებულად. - ყველაზე რთული ეთნო ანკლავების მქონე ქვეყანა ეპოქაში , როცა ეთნოომების პანდემია (გლობალური ავადმყოფობა) მძვინვარებდა მეზობელი ევროპააზიის 8 ქვეყანაში. ჩვენ თუ ცხელთავიანი სისხლისმღვრელები ვიყავით, ასეთი იყო ევრაზიული ლიგაც (რუსეთში , ყაზახეთში, უზბეკეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში, თურქეთში, სერბია-ხორვატია-ბოსნია-სლოვენკაში მიდიოდა გაცილებით მეტ მსხვერპლიანი ომები, ვიდრე ჩვენთან - ელიტა ყველაზე მაცდური ხაფანგი აღმოჩნდა. მაშინდელი 50 წლიანები მაშინ აღმოჩნდნენ აგრესიული კოლაბორაციონისტი კონტრრევოლუციონერები. საკუთარი 30 წლით ნაგროვები ავტორიტეტი და ერისსინდისნამუსობა იმისთვის გამოიყენეს დრო დედაწულიანად ყველამ ვერდიქტი არჩეული პრეზიდენტის დამხობისა გამოიტანა. წამლად არ აღმოჩნდა ერთიც, რომ ამ ტალღას შეფიცულივით არ აჰყოლოდა, ქართული სიამაყის დროშები რეჟისორ,მწერალ,პოეტ, პატრიარქის შემადგებნლობიG ცერს ძირს წევდნენ, ჩაპიზდეთ გამსახურდიაო, ხან ტელევიზიის, ხან უნივერსიტეტის და ხან ვერის ბარში არისხებდნენ ზარებს - მაგას მართლა ქვეყანა ხომ არ ჰგონია საქართველო, გუბერნია ვართ, ნუ ამოვხტებით ფეხსაცმლებიდანო. გამსახურდია კრადორი მეტყველი დარჩა, ვიღაც ქორიძე და ვიღაც ლეგრიაშვილი. მოხდა მისი ელიტიდან გაძევება - რადიკალიზაცია და და მოხდა ჩვენი მაშინ უსახელო (როგორც ახლა თქვენ ხართ) თაობის მიქსევა გამსახურდიაზე. ჩვენ ვიყავით შემსრულებლები, კალაშნიკოვი და პრომედოლი არ მოგვაკლო რუსეთმა , არც ინსტრუქტორები და თქვენს წინაშე პირველი ცოდვა მაშინ ჩავიდინეთ. საქართველო ბაგირიდან ხრამში ჩავაგდეთ.
მატერიალური ჩვენი მტრები, რომლებმაც სიტუაცია ისე დაალაგა, როგორც დალაგდა- ქვეყნისთვის კატასტროფულად: - ფორმაციათა ცვლილების ეპოქაში სახელმწიფო ძალიან სუსტი იყო ეკონომიკურად - რუსეთმა დაიწყო ენერგეტიკული ბერკეტების ჩხაკუნი (მახსოვს ტვ საქებარი რეპორტაჟი ბუტკების მიმოხილვით, აი პატრიოტი გამყიდველები დენს არ ხმარობენ, სანთლის შუქზე ვაჭრობენ და ამით ეხმარებიან საქართველოსო -ფული ისევ რუსული იყო და ერთბაშად (რუსეთშიც) გაუფასურდა რამდენჯერმე (იმ დღეს ურეკის სანატორიუმის ტუალეტში 25 მანეთიანი დამივარდა და გულზე მომეშვა, რომ აღებად აღარ ღირდა და არ უნდა დამნანებოდა, რომ დავტოვე), ფულის ტრანშობიაც ბერკეტი იყო რუსეთის ხელში - იარაღი, ოპოზიციის ხელში იმაზე მეტი და უფრო მაღალტექნოლოგიური იყო, ვიდრე მთავრობის (რადიოჩახშობა, ვერტმფრენები, ბტრ,ტანკები, სამხედრო ინსტრუქტორები) - პრომედოლი რომ ვახსენე , მერეც ბევრჯერ გაიმეორა რუსეთმა სხვა ფრონტებზე, კრიმინალური ქრონიკა - გუშინ უცნობი პირები თავს დაესხნენ რუსულ სამხდდრო ნაწილს აეროპორტის ტრასის ? კილომეტრზე, გატაცებულია 25000 ამპულა პრომედოლი. ხვდებით კომბინაციას? იმპერია ვნებათაღელვის ეპიცენტრში ვედრებით ასხამს ნარკოტიკს, რომ ბარჯერები წაიშალოს და სისხლისღვრა დაიწყო, რომ გენოფონდი დაავადდეს ნარკომანიით. 100% ეფექტურობიF იმუშავა. - ტელევიზია ხისჯფლებას განუდგა, ტელევიზია ორსახა ჯანუსი , ერთი სახე კრეატიული პატრიოტები, მეორე სსრკს ნომენკლატურა, ჰომოსოვეტიკუსები.
ჩვენ შევცდით. გამოვაყენებინეთ თავი და მთელ ამ ცუდ გარემოებებს ისპალნიწელ იარაღად დავუდექით. მერე და, რომ ჩვენგან (ალბათ 200 000 გავდიოდით 60-იანელთა თაობაში) მხოლოდ 3-4 ათასი აღმოჩნდა მსროლელი სისხლისდამღვრელი - ჩვენ, დანარჩენი 196000 ხომ გავისუსეთ და საშუალება მივეცით ამ ყველა ფაქტორს (რომელშიც მხოლოდ ერთერთი იყო მსრელი პუტჩისტი 60-იანი თაობა) გაემარჯვა საქართველოზე და თქვენ, შვილებო, საშინელჯ ქვეყნის ბავშვობა დაგხვედროდათ.
ბოდიში
უტრაკო მანტრაკები (ჩემი ბავშვობის გამოთქმა - ვითომტრაკიანი მშიშარა) აღმოვჩნდით. ყველა კონფლიქტი ომით მოვინდომეთ გამოსწორებულიყო, ვიისა ჩდმ და ყველგან დავმარცხდით, მოხალისედ წამოვედი და სახალისო არ ყოფილა ომიო.
დაგვიხოცეს მეგობრები, უბნელები, ვირბინეთ რომ მოგებული მტერი არ დაგწეოდა, აებს გამოვასწარით, ომში არ წავედით, თუ წავედით, ერთი თვით, თუ ვიომეთ უდისცილლინოდ, ცოდვა კომპრომატების დატკვებით, ვაკნა ვსო სპიშეტ,
ამას კიდევ ერთი სოციალური ექსპერიმენტი დაემატა, შეიარაღებული და მშიერი თაობა, ფორმირებული თრომბ საძმოებად, რომელმაც ისედაც სულისმღაფავჯ ეკონომიკა მოკლა. მერე სააძმოს პიკეტირებებმა დონე აიმაღლა, დარჩენილ და ყოფილ ბიზნესებში და საწარმოებში შევიდა და ყვგან მეორე კაცად დაჯდა - ხარკის ასაკრეფად, ### უნდა მოწველო, ფული მოიჯვას,. ბრატ. მერე კიდევ ერთი ნაბიჯი სტაბილური ჭაობის სიღრმეებისკენ - ძველი ნომენკლატურა და ჩემი თაობის ერთობლივი მ თ ე ლ ი საქართველოს პრიხვატიზაცია (კუპონდბად გადაფორმება კერძო მფლობელობაში , თუ მოწველადია იცოცხლოს, თუ მაზალოა ჯართად გავყიდოთ და ფული გავიჩხიროთ. მიწები, ქარხნები, შენობები ###ების ხელში, არც აამუშავეს და არც მცოდნე და მსურველი მიუშვეს. კიდევ ერთი მძლავრი მარყუჟი ფეხზე მობმული გრდემლი იყო ქურდების და კორუფციულკ სასამართლოს ერთობლივი მაფია. როგორც ესკობარი იყო უძლეველი და კანონის მიერ ვერდაჭერილი კოლუმბიაში, ისევე კანონისმიერ ვერდაჭერილი იყო აქაური მთელი პლასტი, "კერძო ქონების მფლობელი ბიზნესმენების", რეალურად კი კიბო მაფიის. თქვენ რომ 5 წლისები იყავით, მთავრობა პურს 10 ცენტად ყიდდა, ქარხანა 10 ცენტად პურს არ აცხობდა და შესაბამისად გვქონდა ყოველდღიური სამბო რიგები 2 საათიანი, პურის საყიდლად. ურიგოდ გასვლაც შეიძლებოდა, მხედრილნელი უნდა. ყკფილიყავი იერით და წვერით, არავინ შეგეკითხებოდა, რას შვებიო, მაშინ როდესაც 80 წლისას ან ორსულს არავინ უშეღავათებდა.
ხალხი გავხდით ჩმორები, პურის რიგს ვინ ჩივის, ხელფასი რომ 3 დოლარი ვვქონდა ვინ კითხულობს, ქურდი და ყაჩაღი ხელშეუხებელი და ყოველთვის ბოლოს გამარჯვებული იყო. მოიპარეს ტრკლეიბუსის მავთულები, იარა ხალხმა პავლოვიდან ვაკისპარკამდე ფეხით, ბაგების ხაზი ვაკის პარკთან ბრუნდებოდა უკან, ვაკეში მოპარული იყო, დღევანდელ ქართუსთან მხედრიონი აპარკინგებდა თავის ნაყაჩაღარ მანქანებს, ერთერთს ტროლეიბუსმა ბამპერი მიუნგრია შემთხვევით. რითი დამთავრდა და მაგ ხაზზე აღარცერთი მძღოლი აღარ დაჯდა - მიემატა ფეხითმოსიარულეებს ბაგების მოსახლეობაც.
სკოლაში გაკვეთილზე რომ ჩაიჯვა, ცხოვრებაში ეს როგორ დაგემჩნევა?
- ყოველდღე გაგახსენდება ეს ამბავი წამიერად - არასდროს გაიხსენებ ამ ამბავს ხმამაღლა.
ზუსტად ეგ კლასში ჩაჯმული ვართ მთელი თაობა. არავინ მოგიყვებით, რომ ჩავიჯვით, ყველას პერმანენტულად გვახსენდება რომ ჩავიჯვით. (და ამ დროს ფარისევლური სიამოვნებით ავიტაცებთ, რომ ციხეში გლობალური პრობლემა, პატიმრის ჩაგვრა აღმოვაჩინეთ და "დრაკონს" შევებრძოლეთ იო ჰო ჰოო)
ბოდიში რომ ჩავიჯვით.
გავყვეთ თქვენს მოზარდობის პერიოდს.
უბანში ბომჟების კოდლა გიდგათ? ალბათ კი, ჩემი და ჩემზე უმცროსი თაობა ცოტათი. მათგან ათი წინადადება თუ გსმენია, ერთერთი აუცილებლად ის იქნება , როგორ იშოვა ერთ ხოდზე 25 ათასი დოლარი, კანალი გაჭრა, პალასაზე მოჯდა, გაიხარა და ამ ჩაჯმულ ქვეყანაზე შური იძია - გამდიდრდა. უკანონოდ მაგრამ მაინც.
ეგრე ჩავიძირეთ ყველანი ყველას წინააღმდეგ შურის საძიებლად ფულის საშოვნად. ქსელები გაიჩითა ბევრი, უამრავიც. მეტიც თუ გინოდა არ დამშეულიყავი ა უ ც ი ლ ე ბ ლ ა დ უნდა გეკეთებინა უკანონო ფული. კანონიერი ბიზნესის წარმატებულობის შანსი იყო ნ უ ლ ი .
ამით ჩემი თაობის 4 ათასი პუტჩისტის ცოდვა უკვდ 196 ათასმა დანარჩენმაც ავიტაცეთ.
საქმე ისე გაგრძელდა რომ მსოფლიოს ვაყვედრიდით ჩვენს გეოპოლიტიკური მდებარეობის მნიშვნელოვანობას და ტრანშს ტრანშზე ვწველიდით, მაგრამ წლის ბიუჯეტი ერთ მილიარდსაც ვერ აღწევდა.
ყველა რგოლი გადავიდა თვითდაფკნანსება თვითგამოწველაზე. პოლიციელი პოლიციობდა ქრთამით, ასევე საბაჟო, სასამართლო, მასწავლებელი და ექიმი. თვის ხელფასი მარშრუტკის ერთი გზის ფული იყო. დელუტატს 5 ბუტკა ეკუთვნოდა ზეიკიძის მხარეს, წერეთლის ბაზრობაზე.
საქართველოს ბიუჯეტის ათი უმსხვილეს შემავსებელშკ იყვნენ რკინიგზა ჯართი და
(!!) ცარიელი სასტუმრო მეტეხი და (!!!) ორიფლეიმი
ქვეყანა იყო ნომინალური, ქაღალდზე არსებული, პოლიციას სექენდ ჰენდი მარგანცკვკისფერი ფართუკები ეცვა გახუნებულ ფორმაზე, ზემოდან, გაეროს დამკვირვებლები მესაზღვრეებს პირად ფულს უგროვებდნენ ფეხსაცმლების საყიდლად, წლების განმავლობაში.
და ამ ქვეყანაში შიმშილით არავინ მომკვდარა. რატომ? იმიტომ რომ სახელმწიფო წყობილება ჩაანაცვლა მაფიამ და ყველას თავისი ნიშა ერგო. ფულის 99% ის ბრუნვა იყო უჩინარი. ყველა მოქალაქე, ისევე როგორც ესკობარის კოლუმბჯელები, მამაპაპას მოჰყავდა ნარკოტიკიო, ჩაერთო მაფიის კრიალოსანში.
ნებისმიერი ცვლილება უკეთესობისკენ ადამიანთა დიდი ჯგუფის მომტერების გარეშე შეუძლებელი გახდა.
მაფიამ ნირვანას - მშვიდ სტაბილობას მიაღწია.
2003 წლამდე ერთადერთი მიტინგი იყო ვაკეში - სტუდენტები გაიფიცნენ გამოცდები არ გვინდაო.
ბოდიში ბავშვებო ყველაფერ ამისთვის.
პანდასაც ბოდიში.
2003 წლიდან დავიწყებ ჩემი ცოდვების გამოსწორებას, გპირდებით.
This post has been edited by axalirevolucia on 28 Dec 2019, 10:34
--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.
ბიძინა უნდა გაბანძდეს!
|