#55617310 · 20 Dec 2019, 21:05 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მწვანე სკოლას რატომ ამოვიჩემეთ და რატო სხვებზე არაა იგივე მღელვარება?
მაგალითად:
10 000 კაციანი აქციები დათუნა სარალიძის მკვლელების დასჯის მოთხოვნით
საჯარო გამოძიება და აბსულუტურად ყველა დაინტერესებული მხარის გარდა საუბრობს. რომ პროკურატურა ხელს აფარებს მკვლელს და საქმეს არ იძიებს.
ამ დროს არათუ მინი საპროტესტო აქცია არ გაუკეთებია იმ სკოლის პედაგოგებს სადაც დათო სარალიძე სწავლობდა, ერთი პატარა განცხადებაც კი არ გაუვცელებიათ, სადაც მოითხოვნდნენ მათი სკოლის გარდაცვლილი მოსწავლის უფლებების დაცვას.
ეს ერთი შემთხვევა გავიხსენე მხოლოდ. მაგრამ,
ვინმეს შეგიძლიათ გაიხსენოთ რომელიმე სკოლა, რომლის პედაგოგები სისტემას დაპირისპირებიან თავისი სკოლის მოსწავლის უფლების დასაცავად? სკოლა ხომ ჩვეულებრივი ოჯახი უნდა იყოს და ყველა სკოლის მოსწავლე ოჯახის წევრი.
მე ერთი რაც გამიგია სკოლის პედაგოგებსიგან, როცა რამე პრობლემური ხდება სკოლის მოსწავლის მიერ.
მათი პასუხია ხოლმე შემდეგი: "სკოლა რომ მთავრდება ჩვენ აღარ ვართ პასუხისმგებელი მის საქციელზე" რომ გადმოვთარგმნოთ ეს პასუხი ესეთია : აქედან გავიდეს და მოსდღვია თუ გინდათ პატრონიო....
რავიცი მწვანე სკოლისგან რომ ვითხოვთ ეხლა, თან რატომ არ გადაყვა თავის მოსწავლესო, განსაკუთრებით მთავრობის წევრები და მისი გამპრავებლები, იმაზე ფიქრობს ვინმე არცერთი სკოლა განსხვავებული არაა მწვანე სკოლისგან?
არცერთი სკოლა თავის მოსწავლის მხარეს არ იჭერს, როცა სახელმწიფო სტურქტურისგან დასაცავი ხდება მისი მოსწავლე. პირიქით შეზრდილია ყველა სკოლა სახელმწიფოსთან და სისტემის მონობის საუკეთესო მაგალითს აძლევენ პედაგოგები ბავშვებს,
როცა ყველა მთავრობის პარტიულ შეკრებებზე დარბიან. ბოლო ფაქტი ცოტა ხნის წინ იყო. 3 პედაგოგს ვიცნობ პირადად რომელიც იძულებით ჩამოიყვანეს თბილისშში ოცნების შეკრებაზე. ოღონდ იძულება რამე მუქარა კი არ ყოფილა, უბრალოდ უთხრეს რომ უნდა წამოხვიდეთ ესეა დავალება და იმდენად არიან დაჩმორებულები მორალურად არც უფიქრიათ უარის თქმა, როგორ შეიძლება ესეთ პედაგოგთან ნორმალურად გაიზარდოს ბავშვი, როცა მაგალითს აძლევს მონობისას და არა თავისუფლებისას და შენი ინტერესის დაცვისას...
რამდენი პრობლემა დაგვანახა ლუკა სირაძის ტრაგიკულმა საქმემ და ჩვენ რატომღაც ინდივიდების კრიტიკავს ვისმენთ.
"ჩოლოიანი", "მწვანე სკოლა"
თითქოს სხვა გამომძიებლები და სხვა სკოლები სხვანაირები იყვნენ....
|