2 დღის წინ კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავჯდომარემ გააკრიტიკა ბიძგვინა, ეხლა სენატის კომიტეტის თავჯდომარე აძლევს სერიოზულ შენიშვნებს.
ასეთი მხარდაჭერის ფონზე ოპოზიციამ არ უნდა დათმოს არაფერი.
არჩევნები მხოლოდ პროპორციული წესით!!!
დღითიდღე ვიწროვდება მარყუჟი ბიძოოოო
"სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე: საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური დევნა შემაშფოთებელია.
საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, პოლიტიკურ კრიზისს და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ დაწყებულ საგამოძიებო მოქმედებებს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს რიში ეხმაურება. სენატორი რიში აცხადებს, რომ პოლიტიკური დევნა შემაშფოთებელია და მმართველ გუნდს მოუწოდებს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი იპოვოს.
“მე ღრმად შეშფოთებული ვარ იმით, რასაც საქართველოდან სულ უფრო ხშირად ვიგებ - მმართველი პარტია ოპოზიციის ებრძვის ძალადობრივი თავდასხმებით, დაკავებებით და შევიწროვების სხვა ფორმებით. საქართველო იდგა ნათელი დემოკრატიული მომავლისკენ გზაზე და მე ვშიშობ, რომ გასული თვეების მოვლენები ქვეყანას უკან ხევს", - ამბობს ის.
რიში მოუწოდებს საქართველოს მთავრობას შეასრულოს პროპორციულ საარჩევნო რეფორმაზე გადასვლის დაპირება.
"მე მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას შეასრულოს მისი პირობა საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებაზე და ითანამშრომლოს ოპოზიციასთან იმისთვის, რომ იპოვოს შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გონივრული, მშვიდობიანი და სამართლიანი გამოსავალი”, - აცხადებს რიში "ამერიკის ხმის" შეკითხვის პასუხად საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის შესახებ.
სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად, საარჩევნო რეფორმის დაპირების შესრულებისკენ "ქართულ ოცნებას" კონგრესის საქართველოს მეგობართან ჯგუფის თანა-თავმჯდომარეებმაც, ადამ კინზინგერმა და ჯერალდ კონოლიმ მოუწოდეს."
https://www.amerikiskhma.com/a/5213477.html This post has been edited by Generalissimus on 21 Dec 2019, 01:43