საფრანგეთში ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა,ოფიციალური ვერსიით თავი ჩამოიხრჩო,რასაც კატეგორიულად არ ეთანხმებიან ამ ბიჭის ოჯახის წევრები,კაბუ ამბობს რომ საფრანგეთის ციხეში ყველა ეროვნების ადამიანს ნორმალურად ეპყრობიან ქართველების გარდა,სხვა ქვეყნებშიც ქართველი თუ ხარ,ფეხებზე კიდიხარ ყველას,მოკლედ საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებს ჰგონიათ წელიწადში ერთხელ ქართულ დღეებს თუ გამართავენ,ეს საკმარისია,საქართველოს მოქალაქეებს საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას,მათი იმედი ტყუილად გექნებათ თუ გასაჭირში ჩავარდებით,ღვთის ანაბარად ხართ მიტოვებული ჩათვალეთ,რა უტრაკო ქვეყანაცაა ისეთი ელჩები ყავს.
ეს სტატია 31 ივლის გამოქვეყნდა
აქ მოხდა ძალიან საშინელი ფაქტი, რომელსაც დღემდე ვერ ვაცნობიერებ. საფრანგეთის ციხეში ყურადღებას არ აქცევენ ადამიანებს (ქართველ პატიმრებს), რომლებიც ძალიან ცუდად არიან. საბოლოოდ ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ჩემი ძმა იყო, ჩემთვის უახლოესი ადამიანი იყო, გარდაიცვალა…
ხალხო, 21-ე საკუკუნეში ადამიანი ტუბერკულოზით გარდაიცვალა. რამდენი ადამიანი უნდა დავხოცოთ? აქ ძაღლებს აქცევენ ყურადღებას და ციხეში ბიჭი მოკვდა ტუბერკულოზით. მაშინ რომ ჩამოვარდნენ და დაგვიჭირეს, ახლა სად არის საქართველო? ხალხო გვიშველეთ, გეხვეწებით… ვიღაცას მიაწვდინეთ ხმა, რომ რაღაცნაირად მოგვეხმარონ, იმ ბიჭს აღარაფერი ეშველება და სხვები ხომ არიან იქ?! მივიდნენ იკითხონ ქართველი პატიმრების ბედი, იქნებ გადარჩეს ბევრი მათგანი, – აღნიშნა კაბუმ, რომელიც საფრანგეთის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ქალაქ ნიცაში ცხოვრობს.
როგორც ამბობს, საქართველოში დაბრუნება სურს, თუმცა ამის უფლება ამჟამად არ აქვს.
-მე არაფერი მჭირს, ღვთის წყალობით ცოცხალი ვარ. მეგობრები მეხმარებიან, როგორც შეუძლიათ. ისიც არ ვიცი, საქართველოში რატომ არ მიშვებენ, ეტყობა, განსაკუთრებით საშიში ვარ… კაცმა არ იცის, რა ვადით ვიქნები აქ, – განაცხადა კაბუმ.
მსახიობი ქურდობის ბრალდებით საფრანგეთში 2018 წლის 18 აპრილს დააკავეს.
https://sarkenews.ge/2019/07/kabu-aq-dzaghl...ikheshi-mokvda/ეს 2 დეკემბრის ინფო
საფრანგეთის ციხეში 23 წლის ქართველი გარდაიცვალა, ახალგაზრდა ბიჭი კი გაუჩინარდა
2019-10-02 11:13:00
23 წლის ნიკა კოშაძის გარდაცვალების ოფიციალური ვერსია თვითმკვლელობაა, რაც სამხარაულის ექპერტიზამ არ დაადასტურა.
საფრანგეთის ციხეში 23 წლის ნიკა კოშაძე გარდაიცვალა ხოლო, 32 წლის ჯაბა სანიკიძეს უკვე 2 თვეა ეძებენ.
23 წლის ბიჭის ოფიციალურ ვერსიად თვითმკვლელობა სახელდება თუმცა, თბილისში გადმოსვენებულ ცხედარზე სამხარაულის ექსპერტიზამ სუიციდის კვალი ვერ იპოვა.
ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა რადგან, 23 წლის ბიჭი, რომელიც სასჯელს ქურდობის მცელობისთვის იხდიდა ციხეს ორ კვირაში ტოვებდა.
ნიკა კოშაძის დედა დარწმუნებულია, რომ მისი შვილი ციხეში გარჩევას ემსხვერპლა და შემდეგ სუიციდის ინსცენირება მოახდინეს.
საფრანგეთის ციხეში სასჯელს იხდიდა კიდევ ერთი ქართველი 32 წლის ჯაბა სანიკიძე, რომელსაც ოჯახი ორი თვეა ეძებს.
"ველოდებით დღემდე და პასუხი არ არის. მხოლოდ გვეუბნებიან ცუდი, რომ იყოს პირველი ჩვენ გავიგებდითო. ცუდი როცა არის ეს არის ადამიანის სიკვდილი, ვეუბნები საკონსულოს წარმომადგენლებს, რომ ჩააკითხონ და საქმეზე მეტი ინფორმაცია მქონდეს" - აღნიშნა ჯაბა სანიკიძის დედამ.
https://www.newposts.ge/wap.php?ID=215467ეს 10 დეკემბრის
საფრანგეთის ციხეში 31 წლის ქართველი გარდაიცვალა
საქართველოს 31 წლის მოქალაქე ნიკა ქირია საფრანგეთში, ქალაქ ტულუზას ციხეში გარდაიცვალა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პირველი არხი გარდაცვლილის ოჯახის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მამაკაცის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად სუიციდი სახელდება, თუმცა ოჯახი ამ ვერსიას არ განიხილავს.
გარდაცვლილის დედა ამბობს, რომ მისი შვილი ხუთი თის წინ დააკავეს, სამ თვეში კი მას საპატიმრო უნდა დაეტოვებინა. ოჯახის განცხადებით, შვილს ხშირად ესაუბრებოდნენ და მას არ ჰქონია სერიოზული პრობლემა, რომლის გამოც ის თავს მოიკლავდა. დედა აღნიშნავს, რომ მისი შვილი ავადმყოფობდა და საავდმყოფოში გადაყვანას ითხოვდა.
გარდაცვლილის ოჯახის წევრები სახელმწიფოსგან მის გადმოსვენებაში დახმარებას ითხოვენ.
http://new.2020news.ge/index.php/%E1%83%A1...%83%9A%E1%83%90საეჭვო არ არის რაც ხდება საფრანგეთის ციხეში?არ უნდა გაარკვიონ რატომ იღუპება ეს ხალხი?