#55627562 · 23 Dec 2019, 15:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამ საკითხს ყველა პარტია, რომელსაც ასე თუ ისე შანსი აქვს ხელთ იგდოს მთავრობა და მისი ფორმირება, სათოფეზე არ ეკარება, რადგან იციან, რომ დამოუკიდებელი სასამართლო ყველაზე დიდი დარტყმა იქნება მათი გადახვევების გაპრავებაზე. რეალურად მთავარი მიზეზი, რის გამოც წინა ხელისუფლება დაადგა ავტორიტარიზმის გზას იყო, სასამართლო ხელისუფლების ჯიბეში ჩასმა, ეხლა წარმოიდგინეთ სასამართლო, რომ დამოუკიდებელი ყოფილიყო, ვერც ბიზნესების ახევა და ვერც გახმაურებული მკველობები ვერ გაპრავდებოდა, ისე როგორც აწყობდათ, ანუ ის რამაც გადაიყოლა ისინი, ანალოგიურად იგივე სიტუაცია გვაქვს ამათი ავტორიტარული მმართველობის შემთხვევაში, აღარ ჩამოვთვლი იმას რაც ამათ დროს ერთ დღეში და ხანდახან წუთებში პრავდება, სასმართლოს მიერ.
ხოდა თავი და თავი ამ ყველაფრის არის არა პროპორციული, მაჟორიტარული და ა.შ. არამედ დამოუკიდებელი სასამართლო, რომელიც ჩვენ პირობებში დამოუკიდებელი იქნება მხოლოდ, იმ შემთხვევაში, როცა ის იქნება არჩევითი. ჯერ კიდევ რუსო ამბობდა XVIII ს. ეფექტური მმართველობისას უნდა გაიმიჯნოს, სასამართლო, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება, ნუ ამ ორის გამიჯვნა ჩვენთან (და არამარტო ჩვენთან) ჯერჯერობით ფანტასტიკაა, მაგრამ სასამრთლო უნდა იყოს არჩევითი და ეს უნდა მოითხოვოს პირველ რიგში ხალხმა, თუ გვინდა ნორმანული სახელმწიფო თუ არადა, ისევ მოვა ვიღაც დაიწყებს დაბოლებას, რომ მთავარია ეს, ეს და ა.შ. მოყვება ათას ზღაპრებს და სასამართლოს ისევ შეიტყაპუნებს და მერე როგორც კი ცოტა მოერყევა ხელისუფლება, ისევ იგივე ბალაგანი იქნება.
|