

03.01.2020 / 06:20აა
ბაღდადის აეროპორტში სარაკეტო თავდასხმის დროს ირანელი გენერალი და ერაყელი საბრძოლო დაჯგუფების მეთაური დაიღუპნენ
ბადღადის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის დროს ირანული ელიტური ქვედანაყოფის „ქუდსის ძალების“ ლიდერი გენერალ-მაიორი ქასემ სულეიმანი და ერაყელი საბრძოლო დაჯგუფების მეთაური აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი დაიღუპნენ, - ამის შესახებ ერაყის გასამხედროებული ძალების პრესსპიკერმა „როიტერსს“ განუცხადა.
„მუჯაჰიდების მეთაურის აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისისა და ქასემ სულეიმანის სიკვდილზე ამერიკელი და ებრაელი მტრები არიან პასუხისმგებლები,“- აღნიშნა ერაყის „სახალხო მობილიზაციის ძალების“ პრესსპიკერმა აჰმედ ალ-ასაადიმ.
აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა, რომლებმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვეს, „როიტერსთან“ საუბარში განაცხადეს, რომ თავდასხმის სამიზნე ირანთან დაკავშირებული ორი პირი იყო.
შეგახსენებთ, ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, რასაც, ერაყის გასამხედროებულ დაჯგუფებების ინფორმაციით, მათი 5 წევრისა და 2 „მნიშვნელოვანი სტუმრის“ სიცოცხლე ემსხვერპლა.
წინა თემის ლინკიბაღდადის აეროპორტში ირანელი გენერალი ქასემ სულეიმანიგანახლება 1.ერაყის პარლამენტმა მიიღო დადგენილება ამერიკელი ჯარისკაცების მიერ ქვეყნის დატოვების შესახებ
განახლება 2.ირანმა ასევე შეწყვიტა 2015 წელს დადებული შეთანხმება ბირთვული იარაღის შესახებ
მიდის კუნთების დატოლება:
-ტრამპი ტვიტერიდან აფრთხილებს 1 ამერიკელის სიკვდილიც კი,ძვირად დაგიჯდებათო
-ირანი სისხლით და ამერიკელი სამხედროების განადგურებით იმუქრება, და მოსალოდნელ (გარდაუვალ) შურისძიებაზე ლაპარაკობს
-
რა თქმა უნდა მხოლოდ დრო გამოაჩენს რეალურად რა მოხდებააქ გავაგრძელოთ განხილვა
This post has been edited by blacksabat on 5 Jan 2020, 23:27