#55632702 · 24 Dec 2019, 20:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
შენ ჰეი, ასულხარ ზემოთ და გიფიქრია „კაცად მაქცია“, დაფურთხებული აგილოკია, მიტომ იქეცი თავად მაქციად.
ეშმაკი აღარ მოგეკარება უკვე მისი ხარ, უკვე მკვდარი ხარ, შუა ღამეს კი - ბადრი მთვარის დროს ტყეში გარბიხარ და იქ ბღავიხარ.
მაქცია, ჰეი, მაქცია.
ფული იშოვე, კიდევ ქონება, ძალაუფლება - მეტი რა გინდა?! აღარ გაწუხებს ხალხის გოდება საკუთარი ძმა გვერდზე გაგიდგა.
ღმერთს მიაფურთხე, ჩაიხითხითე, ვამპირს ეშვები ამოგივიდა, ზურგით შებრუნდი და არა მკითხე „შენ, ძმაო ჩემო რა მოგივიდა?“
მაქცია, ჰეი, მაქცია.
შენ სავარძლითვის იბრძოდი მარად, აჰა, მიიღე ჰეროდეს ტახტი და სავარძლისთვის ჰეროდეს დარად ახალშობილთა შენ მკვლელი გახდი.
შენ ჰეი, ასულხარ ზემოთ და გიფიქრია „კაცად მაქცია“, დაფურთხებული აგილოკია, მიტომ იქეცი თავად მაქციად.
მაქცია...
მაშინდელ სახელმწიფოს მეთაურს მიეძღვნა.
მშვენივრად უხდება დღევანდელ სიტუაციასაც.
This post has been edited by wit-georgia1 on 24 Dec 2019, 20:32
|