#55639629 · 26 Dec 2019, 17:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით,
ესეიგი, დროის მხრივ პრობლემა მაქვს ერთი პროექტის ჩასაბარებლად. დამჭირდება მინიმუმ 1 დღით დამხმარე, რათა შევასრულოთ მინიმალური დავალებები კომპიუტერში. ვგულისხმობ სურათების სხვადასხვა მარტივ პროგრამებში დამუშავებას (რათქმაუნდა ფოტოშოპი და ილუსტრატორი არ იგულისხმება), ტექსტის გადატანა, იმეილის რეგისტრაცია და ა.შ.
ინგლისური ენის ცოდნა ცუდი არ იქნება.
რათქმაუნდა არანაირი შეზღუდვა არ გვაქვს არც ასაკის არც განათლების მხრივ, შესაძლებელია იყოს თუნდაც სკოლის მოსწავლე, ოღონდ ისე, რომ სწავლას ხელი არ შევუშალოთ.
დახმარება დაგვჭირდება პერმანენტულად, არა ერთჯერადად, თუმცა თავიდან 1 დღე შევხვდებით სამუშაოდ, რათა ვნახოთ, რამდენად გამოგვდის საქმიანი ურთიერთობა.
შეიძლება დალაპარაკება განაკვეთზე, ანაზღაურებიდან გამომდინარე.
ანაზღაურებას ფიზიკურად ვერ დავწერ, ნუ რათქმაუნდა, დაბალი ანაზღაურება, როგორც დამსაქმებლისთვის მისაღებია, თუმცა არც შეურაცხმყოფელი უნდა იყოს მსურველისათვის. ამიტომ ფიზიკურად ვერ დავწერ, გთხოვთ დაინტერესების შემთხვევაში 2 სიტყვით მომწეროთ თქვენზე და სასურველი ანაზღაურებაც მიმითითოთ.
მადლობა ყველას დაინტერესებისათვის.
--------------------
Ich bin ein Mensch gewesen und das heißt ein kämpfer sein !
|